თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

“გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონი გახდა

“გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში “გეზტეპე” დაამარცხა, უშუალო მდევარ “ფენერბაჰჩეს” გაუსწრო და სუპერ ლიგა კლუბის არსებობის მანძილზე 21-ჯერ მოიგო.

“სტამბულელებმა” ჩემპიონატში გამოსვლა 75 ქულით დაასრულეს (24 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება) და “ფენერბაჰჩეს” (72 ქულა) სულ რაღაც სამი ქულით გაუსწრეს.

გათამაშების საუკეთესო მეგოლე “გალათასარაის” თავდამსხმელი, ბაფეტიმბი გომისი გახდა, რომელმაც ჩატარებულ 33 მატჩში 29 გოლის გატანა შეძლო.

მოურინიო: “გავუშვებ თუ არა ფელაინის “გალათასარაიში”?

მარუან ფელაინი უკვე წლებია “მანჩესტერ იუნაიტედშია” და მაინც ვერ ამართლებს ბოლომდე იმ იმედებს, რაც მისადმი გულშემატკივარს აქვს. სატრანსფერო პერიდოის დროს მას ხშირად უკავშირებენ ამა თუ იმ კლუბს. ერთ-ერთი ასეთი თურქული “გალათასარაია”. მისმა წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვეს, რომ ბელგიელი ძალიან ახლოს იყო მათ გუნდში გადასვლასთან.

დღეს “წითელმა ეშმაკებმა” ამხანაგურ შეხვედრაში “ვალერენგას” მოუგეს. ფელაინიმ ჰენრიც მხითარიანის პასით ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, კი მატჩი ანგარიშით, 3:0 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნახსენები შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს…

“მარუანი ჩვენთვი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, მისი პოზიციის სხვა მოთამაშე დავიმატოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფელაინი დაგვტოვებს. ის ძალიან გვჭირდება. მეტსაც გეტყვით,  “გალათასარაიში” ჩემი წასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე – ფელაინის,” – განაცხადა პორტუგალიელმა.

“გალათასარაი” “მანჩესტერ იუნაიტედის” 27 მილიონიან ფეხბურთელს იმატებს

“გალათასარაის” სპორტული დირექტორი, ჯენკ ერგიუნი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თურქული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველის მარუან ფელაინის ტრანსფერზე მუშაობს.

“ფანებს წინ დიდი სიურპრიზი ელით – ფელაინის აგენტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ტრანსფერთან ძალიან ახლოს ვართ, კლუბს წინადადებით უკვე მივმართეთ.

ჩვენ გუნდს ძალიან სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მარუან ფელაინია, რათა ნახევარდაცვაში ყველაფერი მოაწესრიგოს,” – აცხადებს ერგიუნი.

როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკები” 29 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს ითხოვენ.

ოფიციალურად: “გალათასარაიმ” 31 წლის მუსლერას 2021 წლამდე გაუხანგრძლივა

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბის წევრებმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს, გაუხანგრძლივეს რა კონტრაქტი გუნდის ურუგვაელ მეკარეს, ფერნანდო მუსლერას.

საქმე ისაა, რომ მუსლერა საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარდა და ძველებურად ვეღარ თამაშობს, თუმცა, თურქულმა კლუბმა 31 წლის მეკარეს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბისგან თითო სეზონში 3,575 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ მუსლერა თურქეთში 2011 წელს, “ლაციოდან” გადაბარგდა.

“გალათასარაიმ” სნეიდერს კონტრაქტი გაუწყვიტა

თურქულმა “გალათასარაიმ” გუნდის ჰოლანდიელ ნახევარმცველს, უესლი სნეიდერს კონტრაქტი გაუწყვიტა.

როგორც ცნობილი ხდება, მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიური “სამპდორიასა” და ამერიკული “ლოს ანჯელესის” ხელმძღვანელები იჩენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სნეიდერი მომავალი სამი წლის მანძილზე რომელიმე თურქულ კლუბში გადავა, მას 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს “გალათასარაისთვის”.

“გალათასარაიმ” თურქული სუპერ ლიგის გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, სნეიდერი კი გუნდს 5 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

ალვარო ნეგრედო “გალათასარაისთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

თურქული “გალათასარაის” სპორტული დირექტორი, ჩენკ ერგანი ადასტურებს ინფორმაციას ესპანურ “ვალენსიასთან” მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე.

როგორც იცით, ალვარო ნეგრედომ მიმდინარე სეზონი არენდის წესით “მიდლსბროში” გაატარა, სადაც მან 9 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი “მიდლსბროს” ჩემფიონშიპშიც გაჰყვეს.

“დიახ, ალვარო ნეგრედოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ზედმეტი ინფორმაციის გასაჯაროება არ ღირს, ამან შესაძლოა საქმე შეაფერხოს,” – აცხადებს თურქული კლუბის დირექტორი.

სნეიდერმა ჩინური კლუბისგან შემოთავაზებას უპასუხა

თურქული პრესა იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ “გალათასარაის” ფეხბურთელს, უესლი სნეიდერს ერთ-ერთი ჩინური კლუბისგან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა.

აზიური ქვეყნის სუპერლიგის გუნდი ჰოლანდიელ სპორტსმენში 25 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა სნეიდერმა სარფიანად გაყიდვასა და დიდ ფულს, “გალაში” დარჩენა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი 2013 წელს “ინტერიდან” გადავიდა თურქულ კლუბში, სადაც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო თურქეთის თასი.

“გალათასარაის” ფორვარდმა გოლი პოლიციელებთან ერთად აღნიშნა

თურქული “გალათასარაის” ვინგერმა, იასინ ოცტეკინმა კვირას, “გაზიანტეპსპორის” კარში გატანილი გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა.

როგორც იცით, შაბათს სტამბულში, “ბეშიქთაშის” სტადიონის მახლობლად რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ტერორისტებმა მიზანში სამართალდამცავები ამოიღეს, შედეგად კი პოლიციის 30 ოფიცერი დაიღუპა ამ დღეს (რამდენიმე უდანაშაულო მოქალაქესთან ერთად).

დაღუპულთა პატივსაცემად, ოცტეკინმა გოლი სამართალდამცავებთან ერთად აღნიშნა. მატჩის ბოლოს კი, ფეხბურთელები სათითაოდ შეხვდნენ პოლიციელებს და გადაეხვივნენ მათ.

“გალათასარაი” ლუკას ლეივასადმი ინტერესის არსებობას ადასტურებს

თურქული “გალათასარაის” დირექტორი, ლევენტ ნაზიფოღლუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თურქები “ლივერპულის” ნახევარმცველის, ლუკას ლეივას გადაბირებას აპირებენ.

ცნობისათვის გეტყვით, რომ 29 წლის ლუკასის გადაბირების ინტერესი ინგლისურმა “ნიუკასლმაც” გამოთქვა, რომელიც 2016/17 წლების სეზონში “ჩემფიონშიპში” მოსინჯავს ძალებს.

“ლუკას ლეივა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა გადაბირებასაც ვაპირებთ. თუმცა, გვაქვს სხვა ვარიანტებიც. “- განაცხადა მან GSTV-სთან საუბრისას.

“გალათასარაი” რადამელ ფალკაოს გადაბირებას აპირებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, შესაძლოა მომავალ სეზონსი თურქული “გალათასარაის” მაისურით ვიხილოთ. ამ ინფორმაციას Fotomac ავრცელებს.

როგორც იცით, კოლუმბიელი თავდამსხმელი “მონაკოს” კუთვნილებაშია, თუმცა 2015 წელს “ჩელსიმ” მისი არენდით აყვანა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ძველ ფორმაში დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში კი აქტიურად ეძებდა ახალ კლუბს კლიენტისათვის. “გალათასარაი” კი შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო აღმოჩნდა, “ზენიტთან” და “რივერ პლეიტთან” ერთად.

პოდოლსკიმ თურქეთში ტერაქტების გამო, შესაძლოა, „გალათასარაი“ დატოვოს

როგორც გერმანული „ბილდი“ იუწყება, თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი „გალათასარაიდან“ წასვლაზე დაფიქრდა.

წყაროს ცნობით, ამის მიძეზი თურქეთში მომხდარი ტერაქტია, რომლის შედეგად, მისი თანაგუნდელის უმუტ ბულუტის მამა გარდაიცვალა.

აქამდე პოდოლსკისადმი ჩინური კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებ იწერებოდა.

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ლუკასმა 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.