“გალათასარაის” თავკაცი: “იმედია, ვან პერსის მოველაპარაკებით”

“გალათასარაის” მთავარმა მწვრთნელმა ჰამზა ჰამზაოღლუმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ რობინ ვან პერსით არის დაინტერესებული.

“გვინდა, დავიმატოთ ფეხბურთელები, რომელიც გააძლიერებენ ჩვენს გუნდს და გაახარებენ ფანებს.

ვან პერსიზე უარს არცერთი მწვრთნელი არ იტყოდა, თუმცა ბევრ ფულს ვერ დავხარჯავთ. იმედი გვაქვს, მასთან შეთანახმებას მივაღწევთ”, – “გალათასარაის” თავკაცის კომენტარს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

 

პოდოლსკი “გალათასარაიში” მიდის

თურქული გამოცემა Aksam-ი იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი კარიერას “გალათასარაიში” გააგრძელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებისა და ტრანსფერის ღირებულების თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა. ტრანსფერი 1,4 მილიონ ფუნტ სტერლინგად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა. გერმანელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატი მეოცედ მოიგო!

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ფენერბაჰჩემ” სტუმრად ” ისთანბულ ბაშაკშეჰირთან” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. ამით ლიდერ “გალათასარაისა” და მეორეადგილოსან “ფენერბაჰჩეს” შორის სხვაობამ 5 ქულა შეადგინა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლომებმა” საჩემპიონო ტიტული გაინაღდეს.

ეს “გალათასარაისთვის” რიგით მეოცე ჩემპიონობაა, რითაც გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “ფენერბაჰჩეს” ეროვნული ჩემპიონატის ტიტულების რაოდენობით გაუსწრო. როგორც მოგეხსენებათ, “ფენერს” 19-ჯერ აქვს თურქეთის ჩემპიონატი მოგებული.

ამრიგად, “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.

 

როგორი რეაქცია ჰქონდა არდა თურანს სნეიდერის ლამაზ გოლზე (ვიდეო)

24 მაისს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიირო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის მე-80 წუთზე, უესლი სნეიდერმა მეტოქის კარი დალაშქრა, ამან კი არდა თურანი ძალიან გაახარა.

ასე აწყობენ მატჩებს თურქეტის ჩემპიონატში! [ვიდეო]

გუშინ, “გალათასარაიმ” “გენჯლერბირლიგი” მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, ერთადერთი, გამარჯვების გოლი უესლი სნეიდერმა ძალიან უცნაურად გაიტანა.

ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში მატჩებს სწორედ ამგვარად აწყობენ.

უესლი სნეიდერმა “სივასპორს” ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

30 აპრილს, თურქეთის თასზე, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “სივასპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიში 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი უესლი სნეიდერმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

სნეიდერი: „მიხარია, რომ კვლავ ნაკრების კაპიტანი ვიქნები“

„გალათასარაის“ ნახევარმცველი უესლი სნეიდერი კმაყოფილია, რომ თურქეთთან და ესპანეთთან უახლოეს მატჩებში ჰოლანდიის ნაკრებს უკაპიტნებს.

სნეიდერი „ნირინჯისფრების“ კაპიტანი 2013 წლამდე იყო, რის შემდეგაც ლუი ვან გაალმა სამკლაური რობინ ვან პერსის გადასცა. თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრებს გამოტოვებს.

„ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. გუნდის კაპიტნობა განსაკუთრებული მოვლენაა. მსურს, ძველი დრო გავიხსენო. ის პერიოდი უკვე წარსულშია“, – განაცხადა უესლიმ.

უესლი სნეიდერმა თურქეთის თასზე სუპერ-გოლი გაიტანა (ვიდეო)

12 თებერვალს, თურქეთის თასზე “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ქონიასპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა ჰოლანდიელმა უესლი სნეიდერმა, მისი ორივე გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა.

“იუვე” სნეიდერში 7 მილიონს იხდის, “გალა” 12-13 მილიონს ითხოვს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაი” უესლი სნეიდერის ტურინის “იუვენტუსში” გაშვების წინააღმდეგი არ არის და “ბებერ სინიორას” ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე დადგენილი თანხა შეუმცირა კიდეც. კერძოდ, თუ აქამდე თურქები ჰოლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მზად არიან, სნეიდერი 12-13 მილიონ ევროდ დათმონ.

ამის მიუხედავად, “იუვენტუსი” მაინც ჭირვეულობს და ჰოლანდიელის სანაცვლოდ მხოლოდ შვიდ მილიონ ევროს იხდის.

წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი უკლიათ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

 

“გალა” “ბეშიქთაშს” დაეწია

თურქული სუპერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა რესეპ ტაიპ ერდოღანის სტადიონზე გაიმართა, სადაც “ბეშიქთაშმა” “გალათასარაის” უმასპინძლა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში შესვენებიდან 5 წუთში, ფელიპე მელომ გახსნა. მალევე “ბეშიქთაში” კაცნაკლული დარჩა. 63-ე წუთზე წითელი ბარათი კავლაკმა მიიღო, რომელმაც თამაშის წესი იმავე მელოზე დაარღვია, შემდეგ კი სნეიდერთან მოუვიდა მცირე კონფლიქტი და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.

მატჩის დასრულებამდე დრო რჩებოდა და გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქნდა, თუმცა საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ბურაკ ილმაზმა მეორე გოლი გაიტანა საკუთარ გუნდის მნიშვენლოვანი გამარჯვება დააფიქსირა.

“ბეშიქთაშმა” პირველი ადგილი “ფენერს” დაუთმო, “გალათასარაი” კი თავის დღევანდელ მეტოქეს გაუთანაბრდა.

ბეშიქთაში 0-2 გალათასარაი

გოლები: ფელიპე მელო 50′ ; ბურაკ ილმაზი 90+5′ 


Besiktas 0 – 2 Galatasaray All Goals and… by ViralDailyTV

ალეგრი: „სნეიდერი ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „გალათასარაის“ ნახევარმცველის უესლი სნეიდერის მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„კარგი იქნებოდა, თუ თხუთმეტ ათას ევროდ შეფასებული სახლი ჩემი იქნებოდა, თუმცა, როდესაც მის საყიდლად საჭირო თანხა არ გაგაჩნია, ალტერნატიული ვარიანტების ძებნას იწყებ. სნეიდერის შემთხვევა ზუსტად ასეთია. მის შესაძენად სხვა კლუბებზე მეტის გადახდა მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ფეხბურთელი ძალიან გამოგვადგებოდა“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.

“იუვენტუსს” სნეიდერი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის სფეროში მოექცა.

წყაროს თანახმად, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობამ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჯერდან შაჩირიზე მაღალი ფასის გამო უარი თქვა და 30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთო.

როგორც მოგეხსენებათ, სნეიდერს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2009-დან 2013 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, უესლი სნეიდერმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.