ლიოვი: “ბრავო “პენალტების მკვლელია” – არ გვინდა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს”

დღეს სანკტ-პეტერბურგში, “სტადიონ კრესტოვსკიზე” კონფედერაციის თასის ფინალი შედგება. ერთმანეთს ჩილესა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ გერმანელთა მთავარა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩილეს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. პორტუგალიის წინააღმდეგ ისინი უშეცდომოები იყვნენ. კლაუდიო ბრავო მათ ძალიან დაეხმარათ. ის “პენალტების მკვლელია”. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. არ გვინდა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს, თუმცა არც ამის გვეშინია.”

“ჩვენ ამ ტიტულის მოგებით შეგვიძლია, რომ ქვეყანის მოსახელობა ეიფორიაში ჩავაგდოთ და დიდი ზეიმი მოვაწყოთ. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ და ემოციებს ზედმეტად არ უნდა ავყვეთ. ერთ წელში მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც შესაძლოა, ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშოთ, როგორებიც ლიონელ მესი ან კრიშიტიანუ რონალდუა. მუნდიალი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შენ მხოლოდ შვიდი შეხვედრა გაქვს ჩასატარებელი,სადაც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და წამითაც არ დანებდე. წინ კიდევ 12 თვე გვაქვს და ევროპის ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის შედეგები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მუნდიალზე ჩვენს მომავალ შედეგზე,” – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი “ბუნდესნაკრებში”: 100 გამარჯვება 150 მატჩში

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩში კამერუნის ნაკრები ორბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

გარდა ამისა, ამ შედეგით, იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების პირველი თავკაცი გახდა, რომელმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამარჯვება 100-ჯერ იზეიმა.

57 წლის სპეციალისტისთვის, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლიდან მუშაობს, დღევანდელი შეხვედრა რიგით 150-ე იყო.

ლეროი სანე კონფედერაციის თასზე ვერ ითამაშებს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ბუნდესნაკრებს” კონფედერაციის თასზე “მანჩესტერ სიტის” ვინგერი, ლეროი სანე ვერ დაეხმარება.

როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის შემტევს ზაფხულში ცხვირის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც რუსეთში გასამართი ტურნირის გამოტოვება მოუწევს, რომელმაც სტარტი 17 ივნისს უნდა აიღოს.

“დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რუსეთში,” – ვკითხულობს სანეს განცხადებაში.

“მაგრამ, ექიმებმა საუბრისას დამაჯერეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ ზაფხულს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ოპერაციას ჩავიტარებ, რათა ახალ სეზონს სრულიად ჯანმრთელი შევხვდე,” – დაამატა მან.

კიმიხი: “როცა სავარჯიშოდ მინდორზე გავედი, ყველა ტრანსფერზე მეკითხებოდა”

ჯოშუა კიმიხს მიუნხენის “ბაიერნში” წარმატებული სეზონი გამოუვიდა. გერმანელმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 26 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის რვა მატჩში კი სამჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

გავრცელდა ხმები, რომ 22 წლის სპორტსმენი მიუნხენურ კლუბს ტოვებს. ცოტა ხნის წინ ეს კარლ-ჰაინც რუმენიგემ უარყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თავად ჯოშუამ ისაუბრა.

“არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორები. როცა ვარჯიშზე გავედი, ყველა მეკითხებოდა, მართალი იყო თუ არა ხმები ტრანსფერის შესახებ. მინდა, ვთქვა, რომ მიუნხენში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ამ ზაფხულზე არსად წასვლას არ ვაპირებ,” – განაცახადა კიმიხმა.

კარიკატურა: “რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო (ვიდეო)

გუშინ, ბუნდესლიგის 31-ე ტურში “ბაიერნმა” სტუმრად “ვოლფსბურგი” ანგარიშით, 6:0 გაანადგურა და კიდევ ერთხელ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

აღნიშნულ ფაქტს ომარ მომანი კარიკატურით ეხმაურება.

 

სამი ხედირა ინგლისის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრები 22 მარტს ამხანაგურ მატჩში ინგლისის გუნდს დორტმუნდში “სიგნალ-იდუნა-პარკზე” უმასპინძლებს.

ირკვევა, რომ იოხამ ლიოვის განკარგულებაში სამი ხედირა არ იქნება. ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს კოჭის მცირე ტრავმა აქვს. სწორედ ამიტომ, ექიმების რჩევით, 29 წლის ფეხბურთელი თავს დაიზღვევს და ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე არ გავა.

სამაგიეროდ, იგი სრულ მზადყოფნაში იქნება 26 მარტს. სწორედ ამ დღეს აზერბაიჯანში გერმანია ადგილობრივ ნაკრებს დაუპრისიპირდება. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გაიმართება.

ხედირამ მიმდინარე სეზონში “ბებერი ქალბატონის” რიგებში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ევრო-2024-ის მასპინძლობის სურვილი მხოლოდ ორმა ქვეყანამ გამოთქვა

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევრო-2024-ის მასპინძლობის სურვილი ევროპის მხოლოდ ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვა.

აღნიშნული ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საფეხბურთო ფედერაციებიც აპირებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვიდათ.

ასე რომ, აღნიშნულ ტურნირს ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მხოლოდ სამჯერ ჩატარდა მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი, თურქეთს კი მსგავსი მასშტაბის ღონისძიებისთვის ჯერ არ უმასპინძლია.

კარიკატურა: სად გარბის სანჩესი? (ფოტო)

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნმა” ლონდონის “არსენალი” ანგარიშით, 5-1 გაანადგურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეთა” ლიდერმა, ალექსის სანჩესმა, გაბრაზებულმა დატოვა გუნდის გასახდელი და გერმანიიდან პირდაპირ იტალიაში გაემართა. პრესამ ეს ამბავი მაშინვე დაუკავშირა “არსენალიდან” ჩილელის წასვლას.

ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა

 

კოშტა: “ბრაზილია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი იქნება”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, დუგლას კოშტამ ჟურნალისტებთან ბრაზილიის ნაკრების პროგრესზე ისაუბრა. 26 წლსი შემტევმა განაცხადა, რომ მისი ეროვნული გუნდი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი იქნება.

“ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ტიტემ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ნაკრების წარმატებაში.”

“სწორ გზაზე ვგდავართ. გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან ყველა მოიგო. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ პროგრესის ტემპი არ დავაგდოთ, უფრო გავიზარდოთ და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.”

“ვფიქრობ, აღნიშნულ ტურნირზე ჩემი ნაკრები ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი იქნება. კარიერის მიზანიც სწორედ ესაა: მოვიგო ეს თასი და ასევე, ჩემპიონთა ლიგა,” – განაცხადა კოშტამ.

დრაქსლერისთვის, “არსენალთან” ერთად, “პსჟ”-ც იბრძოლებს

Le Parisien-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი იქნება.

გერმანელი შემტევი 2014 წლის ზაფუხლზე გადავიდა “შალკედან” ნახსენებ კლუბში 35 მილიონ ევროდ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ წელში რეგრესი განიცადა. თუ მასში ერთი წლის წინ 70 მილიონს იხდიდნენ, ახლა ფრანგული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 30 მილიონ ევროს ჩამოდის.

პარიზელები მზად არიან, რომ ხესე როდრიგესი “რომაში” გაუშვან, თუ გერმანელის შეძენას მოახერხებენ.

“პსჟ”-ს ხელს “არსენალი” შეუშლის, რომელსაც დრაქსლერი უკვე, დიდი ხანია, უნდა.

კარიკატურა: ბენზემას გოლებმა “რეალს” ვერ მოაგებინა (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო. თავდაპირველად, “ბლანკოსის” რიგებში ბენზემამ შეასრულა დუბლი და მისი გუნდი ორბურთიანი უპირატესობთ გაიყვანა წინ. თუმცა, ობამეიანგის და როისის გოლებით გერმანელებმა ქულის მოპოვება შეძლეს.

ომარ მომანიმ ეს სიტუაცია ასე აღიქვა

 

“დრეზდენი” “ლაიფციგთან” მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო 60 000 ევროთი დააჯარიმეს

“დინამო დრეზდენი” გერმანიის თასის ეგიდით, 20 აგვისტოს გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო 60 000 ევროთი დააჯარიმეს.

როგორც იცით, “რედ ბულის” მიერ დაფინანსებული კლუბი გერმანიაში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. ამასთანავე, გერმანული ბუნდესლიგის ახალწვეულ კლუბს ფანების მიმართ უპატივცემულობაშიც სდებენ ბრალს.

პროტესტი “ლაიფციგის” პოლიტიკისადმი “დრეზდენის” გულშემატკივრებმა მოედანზე ხარის მოჭრილი თავის სროლითა და რამდენიმე შეურაცხმყოფელი ბანერის გამოფენით გამოხატეს.

გარდა ამისა, გერმანიის თასის დისციპლინარულმა კომიტეტმა დრეზდენელთა გულშემატკივართათვის სტადიონის კარები ჩაკეტა – მომდევნო მატჩში, რომელიც 20 ნოემბერს უნდა გაიმართოს, “დინამო” ცარიელი სტადიონების ფონზე ითამაშებს.