როგორ ისვენებს მარიო გიოტცე

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მარიო გიოტცე მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს.

ZfLVxIO

mario-goetze-freundin-formentera-schlamm-332154

mario-goetze-schlamm2-332154

mario-goetze-schlamm3-332154

გვარდიოლა: “გიოტცე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მარიო გიოტცე კარგი ფეხბურთელია, თუმცა ლიონელ მესი სულ სხვა დონეა.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე ბავარიელთა რიგებს გასულ ზაფხულში შეუერთდა. მიუნხენელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელში 37 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“ვფიქრობ, გიოტცესა და მესის შედარება არ ღირს. ჩემი აზრით, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მარიო “ბაიერნში” მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ კარგად გამოიყურება, რაც ნამდვილად მახარებს.

გიოტცე ჯერ 21 წლისაა და ცხადია, მას აქვს იმის დიდი რესურსი, რომ უფრო მოუმატოს. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა”, – ამბობს გვარდიოლა.

დიტო ჭიჭინაძე

8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში

ხშირად, ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდის გამორჩელი მოთამაშე, ამავე კლუბის პრინციპული მეტოქის რიგებში გადადის, რის გამოც გულშემატკივრები მას “მოღალატედ” მოიხსენიებენ.

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა კი 8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

8. 2013: მარიო გიოტცე (“ბორუსიადან” “ბაიერნში” – £31.5 მილიონი)

gotze

7. 2012: რობინ ვან პერსი (“არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – £24 მილიონი)

va

6. 2011: მანუელ ნოიერი (“შალკედან” “ბაიერნში” – £18 მილიონი)

manuel neuer ldderhosen

5. 2009 და 2012: ემანუელ ადებაიორი (“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” £25 მილიონი; “მანჩესტერ სიტიდან” “ტოტენჰემში” £5 მილიონი)

4. 2009: კარლოს ტევესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “მანჩესტერ სიტიში” – £47 მილიონი)

3. 2006 და 2011: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსიდან” “ინტერში”; “ინტერის” შემდეგ, “მილანში”)

2. 2001: სოლ კემბელი (“ტოტენჰემიდან” “არსენალში” – უფასოდ)

1. 2000: ლუიშ ფიგუ (“ბარსელონადან” “რეალში” – £37 მილიონი)

გიოტცე: “ბაიერნი” სუპერ გუნდია”

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, მარიო გიოტცე აცხადებს, რომ ბავარიელებს სუპერ გუნდი ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე “ბაიერნს” 2013 წლის ზაფხულში, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა.

“ჩემი აზრით, ხოსეპ გვარიოლა სუპერ მწვრთნელია და ასევე, ჩვენ სუპერ გუნდი გვყავს. დღეს, “ბაიერნში” ყველა ფეხბურთელი თავს მშვენივრად გრძნობს და სწორედ ამიტომ გუნდი დიდ წარმატებებს აღწევს”, – ამბობს 21 წლის მოთამაშე.

მოიესი “ბაიერნის” მატჩს დაესწრო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი “გლადბახი” – “ბაიერნის” მატჩს დაესწრო, რომელიც ბუნდელსიგი მეთვრამეტე ტურის ფარგლებში დღეს გაიმართა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა მანჩსტერული კლუბის მწვრთნელის გერმანული ვოიაჟი.

შეხვედრა “ბაიერნის” გამარჯვებით დასრულდა – 2:0. გოლები გიოტცემ და მიულერმა გაიტანეს.

რიბერი: “ალკანტარამ და გიოტცემ ძალიან გაგვაძლიერეს”

მიუნჰენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ,  გერმანულ პრესასთან საუბრისას ალკანტარა და გიოტცე შეაქო. ფრანგი ფეხბურთელის აზრით, გუნდის კარგი თამაში დიდწილად ამ დუეტის დამსახურებაა.

“ძალიან გახარებულები ვართ, რომ ალკანტარა და გიოტცე კარგ ფორმაში არიან. მათი მოსვლის შემდეგ გუნდი უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ისინი დაძაბულობის გარეშე თამაშობენ და ყოველთვის იციან როგორ მოიქცნენ მინდორზე. ალკანტარას და გიოტცეს ადაპტაციის პერიოდი უკვე დასრულდა” –  აღნიშნა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა “ბარსელონადან, ხოლო გიოტცე “ბორუსიიდან” გადავიდნენ მიუნჰენის “ბაიერნში”.

მარიო გიოტცეს ლამაზი გოლი მოსკოვის “ცსკა”-ს კარში

27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მოსკოვის “ცსკა”-მ საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, ბავარიელთა ფეხბურთელმა, მარიო გიოტცემ ლამაზი გოლი გაიტანა.

გიოტცე: “სათამაშო პრაქტიკა მჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, მარიო გიოტცე აცხადებს, რომ მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ის 100 პროცენტით მზად ჯერ არ არის.

“რა თქმა უნდა, ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ ეს ყოველივე დროის ამბავია. რასაკვირველია, სათამაშო პრაქტიკა მესაჭიროება. ვფიქრობ, ნელ-ნელა ფორმაში შევალ”, – ამბობს გიოტცე.

გიოტცე: “90 წუთისთვის ჯერ მზად არ ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, მარიო გიოტცე აცხადებს, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის 90 წუთისთვის ჯერ მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გერმანელმა ტრავმა ევროპის სუპერთასის მატჩში, ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები აღარ მაწუხებს, ჯერ 90 წუთისათვის მზად არ ვარ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ფორმაში შევალ და ძველებური დატვირთვით ვითამაშებ”, – ამბობს გიოტცე.