იგუაინმა “რეალის” ფანებს უკბინა: “იუვეს” ფანები საკუთარ ფეხბურთელებს არ უსტვენენ”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა თავის ყოფილ კლუბებზე საუბრისას მადრიდის “რეალის” ფანებს კბილი გაჰკრა, რომლებიც ძალიან ხშირად უსტვენენ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს.

“იუვე” ძალიან გავს მადრიდის “რეალს”, ამ კლუბებისთვის მთავარი გამარჯვების მოპოვებაა. მაგრამ, აქაური ფანები არც ისე მომთხოვნები არიან, “რეალის” ფანებისგან განსხვავებით. “იუვეს” ფანები საკუთარ ფეხბურთელებს არ უსტვენენ, ეს მათ ხასიათში არ ჯდება.

ის ფაქტი, რომ “იუვენტუსი” მნიშვნელოვან ფეხბურთლად მიმიჩნევს და ჩემში ამ რაოდენობის თანხა გადაიხადა, ჩემთვის მხოლოდ საამაყო რამ არის.”

იგუაინმა “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გასამართ მატჩზეც გააკეთა კომენტარი: “რა თქმა უნდა, ორივე გუნდთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს და ორივე გუნდში მყავს მეგობრები. დაე უძლიერესმა მოიგოს!”

იგუაინი: “ინტერთან” გამარჯვების მოპოვება უმნიშვნელოვანესია”

ტურინული “იუვენტუსის” არგენტინელ ფორვარდს, გონსალო იგუაინს სჯერა, რომ “ინტერთან” გასამართ მატჩში 3 ქულის აღება “ბებერი ქალბატონის” გაჩემპიონების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ბუფონი მართალი იყო, როდესაც “ინტერი” შეაქო და აღნიშნა, რომ ახლა ეს გუნდი უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე “რეალი”.

თუ კვირას მათ დამარცხებას მოვახერხებთ, ამით უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონობისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველის. ამ მატჩისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ.

“ინტერს” უდიდესი ისტორია გააჩნია და ბევრი ტიტულიც აქვს მოგებული. მათ მიმართ პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ,” – აცხადებს “ნაპოლის” ექს-ფეხბურთელი.

მარადონა “ნაპოლის” დირექტორზე : “დე ლაურენტისი თავის ცოლსაც გაყიდის”

დიეგო მარადონამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აურელიო დე ლაურენტისი გონსალო იგუაინის გაყიდვისთვის, რომელიც ამჟამად “იუვეს” ღირსებას იცავს.

“ადრეც ვთქვი, რომ გასულ სეზონში იგუაინის მიერ ნაჩვენები შედეგი, 36 გოლი სასწაული იყო. დე ლაურენტისმა ის გაყიდა, თუმცა ის თავის ცოლსაც გაყიდის.

ლაურენტისმა ნახა, რომ “იუვეს” ფორვარდი სჭირდებოდა და მიყიდა კიდეც მათ. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში მთავარი როლი გულსა და გრძნობებს უნდა ეთამაშა.

მე “ნაპოლი” ავირჩიე, იგუაინმა – “იუვენტუსი”. დრო შეიცვალა: ადრე, გრძნობებს უფრო მეტად ვაფასებდით, ახლა კი ფულია მთავარი.”

ალეგრი: “იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს”

“იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის სჯერა, რომ გონსალო იგუაინი მოღალატე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მან “ნაპოლი” მტერში გაცვალა და შაბათის მატჩში გამარჯვების გოლიც გაუტანა ნეაპოლელებს.

“გონსალოს ექსტრაორდინარული შესაზლებლობები გააჩნია და ყველაფერთან ერთად გუნდისათვის თავდაუხრელად მუშაობს. ის ძალიან ბედნიერია.

ბუნებრივია, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მატჩი იყო. მან აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს.

გონსალომ კარგი მატჩი ჩაატარა და ისეთივე ქებას იმსახურებს, როგორსაც მანძუკიჩი. ამბობენ, ეს ორი ფეხბურთელი ერთად ვერ ითამაშებსო, მაგრამ მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.”

ნედვედი: “იგუაინი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია”

იტალიური “იუვენტუსის” ლეგენდა, პაველ ნედვედი თვლის, რომ გონსალო იგუაინი ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები მასში გადახდილ თანხას ზედმეტად გაბერილად მოიხსენიებენ.

“ჩემპიონისათვის ახალ კლუბში ფეხის მოკიდება ადვილი არასდროს არის.” – ციტირებს ნედვედის სიტყვებს იტალიური ტუტოსპორტი.

საკმაოდ ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც თავიდან ბოლომდე ვერ იხსნებოდნენ. ბედნიერი ვარ, რომ იგუაინი ტურინში თავს კომფორტულად გრძნობს.

მჯერა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. მისი მიდგომა სამაგალითოა. მისი დამატებით საკმაოდ კარგი და გამართლებული ნაბიჯი გადავდგით.”

იგუაინის აგენტი: “აურელიო დე ლაურენტისი ამ ტრანსფერით კმაყოფილი იყო”

გონსალოს იგუაინის აგენტის თქმით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ბედნიერი იყო იმით, რომ იგუაინი გუნდს ამ რაოდენობის თანხის გამო ტოვებდა.

“აურელიო დე ლაურენტისმა გონსალოს კარგი მსახიობი უწოდა. ვფიქრობ, რომ მსახიობი გონსალო კი არა, თავად “ნაპოლის” პრეზიდენტია.

ვფიქრობ, რომ ის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ კლუბმა 90 მილიონი ევრო მიიღო მის სანაცვლოდ.

გონსალოსთვის “იუვენტუსი” ახალი გამოწვევაა, ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის ახალი შანსია და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევისაც.”

იგუაინის ძმა: “ლაურენტისს ომი უნდა? მიიღებს ომს”

ცივი ომი გონსალო იგუაინსა და “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმეში არგენტინელი თავდამსხმელის ძმა ჩაერთო, რომელიც ირწმუნება, რომ იგუაინებს ომის არ ეშინიათ.

შეგახსენებთ, რომ “იუვეს” ახალწვეულმა ნეაპოლის დატოვების მიზეზად აურელიო დე ლაურენტესთან არასახარბიელო ურთიერთობა დაასახელა. არგენტინელი ფორვარდის კომენტარს კი თავად “ნაპოლის” პრეზიდენტი გამოეხმაურა.

“თუ დე ლაურენტისს ომი უნდა, ის მას მიიღებს.” – განაცხადა ნიკოლას იგუაინმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა აღნიშნულ დაპირისპირებაზე.

ჟურნალისტები კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს, თუმცა მან ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა: “ამაზე რამოდენიმე დღის შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ არა ახლა. ეს გონსალოს დღე ნამდვილად არ არის.”

დე ლაურენტისი: “იგუაინს ვძულვარ? ის ან მატყუარაა, ან მსახიობი”

აურელიო დე ლაურენტისმა “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილ ფორვარდს, გონსალო იგუაინს უპასუხა, რომელიც ახლახან გადაბარგდა ტურინის “იუვენტუსში”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა სწორედ “ნაპოლის” დირექტორს დააბრალა ის ფაქტი, რომ მას ნეაპოლის დატოვება მოუწია.

” ბევრი ვიფიქრე იმაზე, იმსახურებდა თუ არა ეს სიტყვები ჩემგან პასუხს. თანაც, ყველამ იცის, თუ რა არის სიმართლე. გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა ხმა ამომეღო, რათა მომავალში არ დამივიწყონ. ასეთია ჩემი პასუხი:

1) თუ ბატონი გონსალო ჯერარდო იგუაინი უკმაყოფილო იყო ჩემით, ბევრი დრო დასჭირვებია ამის მისახვედრად. თუ რა თქმა უნდა, მატყუარა ან შესანიშნავი მსახიობი არ არის. ბოლო ვარიანტს გამოვრიცხავ, რამეთუ ასეთ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ.

2) ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით კი ბოლო დროს. მაგალითად, ჩვენ მთელი დღე ერთად ვიყავით რომში, 15 აპრილს, როდესაც დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით (4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით). ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის შუა პერიოდში ხდებოდა. დამიჯერეთ, იმ დღეს გონსალო საკმაოდ მშვიდად იყო და ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზიის გამოხატვას არ ცდილობდა.

3) რატომ არაფერს არ ამბობდა ამის შესახებ მისი აგენტი, როდესაც ჩვენ იგუაინის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავდით? მათთვის ამდენად აუტანელი რომ ვყოფილიყავი, ჩემთან ამდენ დროს არ დახარჯავდნენ ფინანსური საკითხის განხილვის დროს.

4) არ რცხვენია მის აგენტს, როდესაც ამბობს, რომ გუნდი, რომელშიც ის თამაშობდა და რომელიც გონსალოს 38 გოლის გატანაში დაეხმარა, არ იყო მზად გამოწვევებისთვის? არ რცხვენია იმის თქმა, რომ გონსალოს თანაგუნდელები უბრალო ნაგვები იყვნენ, როდესაც სწორედ “ნაპოლიმ” შექმნა ყველაზე მეტი საგოლე შანსი იტალიაში?

5) იმის თქმა, რომ გონსალო გუნდიდან ჩემს გამო წავიდა, უპატივცემულობის გამოხატვაა თითოეული ნეაპოლელის მიმართ. თუ იგუაინს ნეაპოლის ისტორია წაკითხული აქვს ეცოდინება, რომ ეს ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც ნაცისტებს იგერიებდა, მანამდეც კი, სანამ საქმეში ამერიკელები ჩაერთვებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უღალატო ამ ხალხს, თუ უსირცხვილო ხარ.”

ტოტი: “დღეს, ფეხბურთელები გულს აღარ უსმენენ, ისინი ფულს უფრო დასდევენ”

“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ მირალემ პიანიჩისა და გონსალო იგუაინის ქმედებები გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი “იუვენტუსში” გადაბარგდა.

“დღეს, ფეხბურთელები მომთაბარეებს უფრო გვანან. ისინი ფულს მისდევენ და გულს აღარ უსმენენ. ალბათ, სწორედ ეს არის განსხვავება ჩემსა და სხვა ფეხბურთელებს შორის.

საკუთარ გულისთქმას ბევრი სპორტსმენი არ მისდევს. მხოლოდ ფულზე რომ მეფიქრა, “რომადან” 10 წლის წინ წავიდოდი. ჩემთვის ეს ურთიერთობაა. საქმე ფულს არ ეხება.

ყოველთვის მიყვარდა ეს ფერები და ყოველთვის მინდოდა, ამ მაისურით მეთამაშა.” – განაცხადა 39 წლის ფეხბურთელმა.

“ნაპოლი”: “იგუაინს წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს”

ბოლო დროს, ინგლისური და იტალიური პრესა ბევრს იწერება გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლაზე, თუმცა “ნაპოლის” წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მას ამის შესახებ კლუბისათვის არაფერი უთქვამს.

“გონსალოს არასდროს უთქვამს, რომ წასვლა უნდოდა.” – აცხადებს “ნაპოლის” წარმომადგენელი ნიკოლა ლომბარდო.

“არც “იუვეს” წამოუწყია მოლაპარაკებები ჩვენთან მისი ტრანსფერის თაობაზე. აურელიო დე ლაურენტისს (პრეზიდენტს) მისი გაყიდვა არ სურს.

ამ შემთხვევაში, საქმე უბრალო ჭორებს ეხება, რომლებსაც პრესის წარმომადგენლებმა ნავთი გადაასხეს. იგუაინი ჩვენთან ერთად, დიმაროში იქნება და პრე-სეზონში 25 ივლისიდან ჩაერთვება.”

ლუკა ტონი: “იგუაინი სუარესზე უფრო ძლიერია”

ლუკა ტონის აზრით, “ნაპოლის” რეკორდსმენმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლუის სუარესსზე უკეთესი ფორვარდია.

“ვფიქრობ, რომ იგუაინმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია. მან გასაოცარი რამ გააკეთა, თანაც მას ყველა მატჩში არც მიუღია მონაწილეობა.

გონსალო სხვა პლანეტიდან არის მოსული. ჩემთვის, ის ლუის სუარესზე უფრო ძლიერი ფეხბურთელია.” – განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.

მიუხედავად იგაუინის შესანიშნავი ფორმისა, “ნაპოლი” მაინც ცდილობს ზლატანის გადაბირებას. ტონიმ კომენტარი ამაზეც გააკეთა: “ნაპოლისთვის” იბრაჰიმოვიჩის გადაბირება ძალიან რთული იქნება.”

ალეგრი: „ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში არამხოლოდ თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეჩერებაზე უნდა ფიქრობდეს.

„ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია. გონსალოს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, მაგრამ თვალყური არამხოლოდ მას უნდა ვადევნოთ. „ნაპოლის“ ლიგაში მეორე დაცვა ჰყავს. ასევე მათ სხვებზე მეტი გოლი გაიტანეს. ჩვენი მეტოქე ჩინებულ ფორმაშია და კარგად თამაშობს. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, ეს დიდი თამაში იქნება. თანაც, „სკუდეტოს“ მომავალი მფლობელი ამ შეხვედრაში არ გაირკვევა. ამის შემდეგ კიდევ 39 ქულა გაითამაშება“, – ციტირებს ალეგრის Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამჟამად „ნაპოლი“ ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და „ბიანკონერის“ 2 ქულით უსწრებს.