1 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “გრანადასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში კრიშტიანო რონალდუმ კარიმ ბენზემას საგოლე პასი ქუსლით გაუკეთა.
ჭდე: Granada
გრანადა – რეალი 0:4
პრიმერა დივიზიონის მეათე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “გრანადას” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
გრანადა 0-4 რეალი
გოლები: რონალდუ 2′ ; როდრიგესი 31′ ; ბენზემა 54′ ; როდრიგესი 87′
ლიონელ მესიმ კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ “გრანადასთან” გამართულ მატჩში კარიერაში რიგით მე-400 გოლი გაიტანა.
ფეხბურთელი კარატეს ილეთის შემდეგ ისე გაიქცა, თითქოს არაფერი მომხდარა
ესპანეთის ჩემპიონატში “გრანადასა” და “ვილიარეალს” შორის გამართულ მატჩში “გრანადას” ფეხბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, შემდეგ კი ისე გაიქცა, თითქოს არაფერი მომხდარა.
პატარა გოგონამ ინიესტას ინტერვიუს მიცემაში ხელი შეუშალა
12 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “გრანადამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაასახელა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, როდესაც ანდრეს ინიესტა ერთ-ერთ სატელევიზიო არხს ინტერვიუს აძლევდა, მას ტანზე პატარა გოგონა შემოეხვია.
ნეიმარის სიმულიანტობა “გრანადასთან” მატჩში
12 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “გრანადამ” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, “ბლაგაურნას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ისევ ისიმულიანტა.
დანი ბენიტესი კოკაინის მოხმარებაში გამოიჭირეს
„უდინეზეს“ ნახევარმცველი დანიელ ბენიტესი, რომელიც 2009 წლიდან იჯარის წესით ესპანურ „გარანადაში“ თამაშობს, კოკაინის მოხმარებაში გამოიჭირეს. 16 თებერვალს „ბეტისთან“ გამართული მატჩის შემდეგ ჩატარებული დოპინგ-ტესტის მეშვეობით გაირკვა, რომ 26 წლის ფეხბურთელი კოკაინს მოიხმარდა.
ბენიტესს კლუბისგან გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ჯარიმა ელის.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დანი ბენიტესმა 9 მატჩი ჩაატარა.
სეზონის ყველაზე კურიოზული აცილება?
14 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რაიომ” საკუთარ მოედანზე “გრანადა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამთავრდა.
აღნიშნულ მატჩში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა, სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა, ელ არაბიმ ცარიელ კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა.
ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი
ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.
1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)
27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)
33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)
28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)
ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.
5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)
მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.
ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი
1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)
დიტო ჭიჭინაძე
„ლევანტე“-„გრანადას“ მატჩზე შუქი ჩაქრა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში „ლევანტესა“ და „გრანადას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტადიონის განათება მწყობრიდან გამოვიდა. აღნიშნული ინციდენტი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა და მატჩი 20 წუთით შეჩერდა. მალე პრობლემა აღმოფხვრეს და თამაშიც გაგრძელდა.
ცნობისთვის, მატჩი „გრანადას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.