“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ვერატი: “”პსჟ”-სთან ერთად ამ ტიტულის მოგება მსურს!”

მარკო ვერატიმ ამ ზაფხულზე “პსჟ”-სთან ახალ, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის პარიზში 2021 წლამდე იქნება. 23 წლის მოთამაშე 2012 წელს გადაბარგდა ფრანგულ გუნდში და 4 წლის მანძილზე ოთხჯერ აღმართა “ლიგა 1”-ის თასი.

ვერატიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან სურს “პსჟ”-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება.

“ჩვენ ბევრი რამ მოვიგეთ საფრანგეთში, ახლა კი ჩემს გუნდთან ერთად ევროპის მასშტაბითაც მსურს წარმატების მიღწევა. გვინდა, ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ, მომავალ სეზონში სწორედ ეს იქნება ჩემი და მთლიანად გუნდის მთავარი მიზანი.”

“ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელსაც დიდი მიზნები უნდა გააჩნდეს. “

“აქ პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. ასევე, კოლექტივს შესანიშნავი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ეს ყველაფერი ხელს მიწყობს იმაში, რომ განვვითარდე და პროგრესი განვიცადო. 4 წლის მანძილზე პარიზულ გუნდში, როგორც სპორტსმენი, ძალიან გავიზარდე. მე ხომ უმაღლესი დონის თამაშებში ვიღებ მონაწიელობას… ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობ… ეს ყველაფერი ნამდვილი ფუფუნება ახალგაზრდა მოთამაშისთვის,” – განაცხადა მარკო ვერატიმ.

გრანდმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა

ფუტსალის ჩემპიონატის მონაწილე გრანდი სეზონის ბოლო ამხნაგურ თამაშში უნვიერსიადის ნაკრებს ესპარინგა.

აღსანიშნავია რომ, სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან გრანდელები კი საპლაჟო ეროვნული ჩემპიონატისთვის.

მატჩი სტუდენტთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარვებით, 10-1 დასრულა.

გრეხეტბოლის ტურნირი “გრანდის” წარმომადგენლებმა მოიგეს

ლევან ჩაჩუა და სერგი მაჭარაშვილმა გრეხეტბოლის ტურნირში გაიმარჯვეს სადაც ფინალამდე სტუს-ს და ილიას უნივერსიტეტის ფავორიტად შრაცხული გუნდები დააამარცხეს.

ფინალური შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. “გრანდის” წარმომადგენლებმა ღია უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაჯაბნეს.

ასე რომ, “გრანდი” წარმატებულად ფუტსალის გარდა სპორტის სხვა სახეობებშიც ასპარეზობს.

“გრანდმა” “ლილოს” სძლია

მიუხედავად ჩაშლილი ჩემპიონატისა ფუტსალის კლუბი “გრანდი” მზადებას არ წყვეტს და ამხანგურ შეხვედრებს მართავს.

გლდანში მდებარე ხელბურთის კომპლექსის დარბაზში “გრანდი” ბიზნეს ლიგის წარმომადგენელ “ლილოსთან” გამართა მატჩი.

დაძაბულ შეხვედრაში “ლილო” 9-4-ს იგებდა, მაგრამ გრანდელებმა შესძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ბოლო წუთებზე 13-12 დაამარცხეს “ლილოს” გუნდი.

დრამატული მატჩი ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის გათამაშების გადადებულ მატჩში ერთმანეთს ორი აუტსაიდერი “გრანდი” და “ნორჩი დინამოელი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში “გრანდელები” დომინირებდნე, რაც შედეგზეც აისახა და დავით ლომაშვილის გოლით “გრანდმა” პირველი ნახევარის მოგება მოახერხა.

თუმცა, მეორე ტაიმში მატჩის სცენარი შეიცვალა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ნორჩი დინამოელის” ფეხბურთელებმა მცირე ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. “გრანდი” არ დანებდა და თამაზ მუჩაიშვილის გოლით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. მაგრამ, სტუმრებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შეხვედრის ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 2:3.

თბილისური დერბი ფუტსალში

მოგეხსენებათ, ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატს რიგი მიზეზების გამო ბოიკოტს რვა გუნდი უცხადებს.

ფორმის შესანარჩუნებლად, გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. დღეს თბილისური დერბი შედგა ბოიკოტის გამომცხადებელმა ორმა ლიდერმა “გრანდმა” და “თელასმა” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც გამოცდილმა თელასმა 12–9 დაამარცხა დებიუტანტი.

თბილისის “გრანდმა” მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

საფეხბურთო კლუბებთან ერთად მეორე წრისთვის ფუტსალიგ გუნდებიც ემზადებიან. “გრანდ თბილისმა” ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. დღეს გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ბიზნეს ლიგის ერთ-ერთ ლიდერს “ლილოს” ესპარინგა. მატჩი უმაღლესლიგელთა გამარჯვებით,  12–4  დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ “გრანდის” შემადგენლობაში 15 წლის მეკარემ ირაკლი მიქაშვილმა და 15 წლის მიხეილ კანდარელმა ითამაშეს, რომელბიც სწორედ “გრანდის” ფუტსალის სკოლიდან დაწინაურდნენ ასევე თბილისურ კლუბში გამოცდილი მოთამაშეებიც გამოჩდნენ დათი ცინცქილაძის და სხვა მოთამაშეთა სახით.

“გრანდის” შემდეგ სპარიგნი სავარაუდოდ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან, “თელასთან” გაიმართება.

თბილისში ფუტსალის სკოლა იხსნება

საკმაოდ კარგი ამბავი გავიგეთ ფუტსალის სამყაროდან. როგორც იქნა საშველი დაადგა და თბილისში, საქართველოში ფუტსალის პირველი სკოლა გაიხსნება. ამ მნიშვნელოვანი საქმის წამომწყებია თბილისი “გრანდი“. ეს გუნდი წელს პირველად მონაწილეობს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში. აქვე აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ “გრანდს“ ამ საქმეში ფუტსალის ასოციაციას ეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“გრანდის“ მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა იქნება, რომლებიც შემდგომში ქართულ კლუბებს და რაც ყველაზე მნიშნველოვანია ნაკრებ გუნდებს გამოადგებიან.

საქართველოში ფუტსალის პირველი სკოლა სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. გთავაზობთ სკოლის საკონტაქტო ნომერს.

551509830

“გრანდი” საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში იასპარეზებს

წელს, საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში ცვლილებებია. წინა წელთან შედარებით, წლევანდელი ტუნრირი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ეს ყოველივე იმით გამოიხატება, რომ ჩემპიონატში პირველად იასპარეზებს კლუბი “გრანდი”.

“გრანდი” დიდი ხანია ბავშვებს ზრდის და ათი ასაკობრივი გუნდიც ყავს. წელს სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდი ფუტსალის ჩემპიონატშიც გამეოყვანა. “გრანდმა” ფუტსალში პირველი ორი ამხანაგური შეხვედრა ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ გუნდთან, “თელასთან” გამართა.

“დამარცხების მიუხედავად, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო. კლუბის მთავარი მიზანი ღირსეული გამოსვლა და თანდათან შედეგის გაუმჯობესებაა. პირობას ვდებ, რომ სამ წელიწადში სამეულში მოხვედრას და ძლიერ გუნდებთან ჭიდილს შევძლებთ. თავდაპირველად, “გრანდი” ქართველებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც ახლა მიმდინარეობს. მომდევნო წლებში კი, ევროპელი ინსტრუქტორების ჩამოყვანას და ლეგიონერებით გაძლირებას ვაპირებთ”, – ამბობს “გრანდის” პრეს-მდივანი, ლაშა კვიციანი.