გავრდიოლა პოჩეტინოს პასუხობს: “ჩემი კოლეგების მიმართ არასდროს ვყოფილვარ უპატივცემულო! არასდროს!!!”

პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჯერ სექტემბერია. “ჩელსიმ” გასულ სეზონში მიყოლებით 13 თამაში მოიგო. ასევე, გვაყვს მეტოქეებად “მანჩესტერ იუნაიტედი” და ჰარი კეინის გუნდი.” 

აღნიშნულ სიტყვებს ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო გამოეხმაურა. არგენტინელი დამრიგებლის აზრით, “ქალაქელთა” თავკაცმა “სპურსების” მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. მისი თქმით, როგორც გვარდიოლას დროინდელი “ბარსა” არ იყო ლიონელ მესის გუნდი, ასევე არც “ტოტენჰემია” მხოლოდ კეინის.

დღეს პოჩეტინოს გვარდიოლამ უპასუხა: “მე უპატივცემულობა გამოვიჩინე? მაურისიოს აქამდეც შევხვდი და მას ვესაუბრე. შეიძლება, ჩემი ინგლისური საკმაო დონეზე გასაგები არაა. პრესკონფერენციაზე კოლეგების მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემულობა! არასდროს! როცა ვთქვი, “ჰარი კეინის გუნდი”, ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ჰარის ბევრი გოლები გაჰქონდა. ძალიან კარგად ვიცნობ “ტოტენჰემს” და ვიცი, რომ ის მხოლოდ კეინი არაა!” – ამბობს პეპი.

გვარდიოლა “ბაიერნის” პრეზიდენტს შეხვდა

მას შემდეგ რაც, მიუხენის “ბაიერნი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, გერმანელები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთი კანდიდანტი, რომელსაც გერმანულ კლუბს უკავშირებენ, ესპანელი ლუის ენრიკეა. SKY SPORT-ის ცნობით, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს გვარდიოლა და ული ჰიონესი.

ასევე, ამ გამოცემაზე დაყრდნობით MARCA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს მხარეები უშუალოდ შეხვდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ ყველაფერი იქ გაირკვევა.

“აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალია “

სერხიო აგუერო რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიიღო.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი ორ თვეს იუქმებდა, მაგრამ  დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ ავრცელებს, თუმცა დღეს ლონდონის “ჩესლის” წინააღმდეგ აგუეროს გამოჩენა გამორიცხულია.

ამის შესახებ “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ კოუნმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან აგუეროს ეგოისტი და არაპროფესიონალი უწოდა. ასევე, მისი თქმით, ფეხბურთელისათვის პრიორიტეტი ფეხბურთი უნდა იყოს და გართობაზე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა იფიქროს.

ასევე, გავრცელდა გვარდიოლას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შესახებ დილით შეიტყო. მის ფეხბურთელებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომლის გამოყენებაც არგენტინელმა ამსტერდამში კონცერტზე გადაწვიტა. სწორედ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ავარია.

კარიკატურა: გვარდიოლა აზარის რადიაციის ქვეშ მოექცა (ფოტო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა. დედალაქელთა მხრიდან ორივე გოლი ედენ აზარმა გაიტანა.

საგულისხმოა, რომ ამ მარცხით პეპ გვარდიოლას გუნდის პრემიერ ლიგის მოგების შანსები ძალიან მიზერული გახდა. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

გვარდიოლა: “ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ ძალიან დამამწუხრა”

გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “სპორტინგი” გაანადგურა (6:1). დაპირისპირების შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში იგი კატალონეილტა მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა “ბლაგურნას” ყოფილი და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა.

“როგორც გულშემატკივარი, ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ჩვენ “ბარსელონასთვის” იდეალური მწვრთნელი დავკარგეთ. ამ ყველაფერს მისი ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარე ვამბობ.”

“სამი სეზონის მანძილზე ლუის ენრიკეს დამოძღვრილი “ბარსელონა” ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. მადლობა მას იმისთვის, რაც ჩემი გუნდისთვის გააკეთა.”

“როგორც მწვრთნელი, მესმის მისი გდაწყვეტილება და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – განაცხადა გვარდიოლამ.

კარიკატურა: მოურინიო “მანჩესტერის” საკვანძო ფიგურაა? მაშინ, გვარდიოლა მას ასე გაანადგურებს (ფოტო)

ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის წარმატების საკვანძო ფიგურა სწორედ ისაა.

კრიზისში მყოფი გვარდიოლა, ომარ მომანის აზრით, ასე იქცევა

 

კარიკატურა: გვარდიოლა დაბადების დღეს მარტო აღნიშნავს (გიფი)

დღეს “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა. ესპანელი სპეციალისტი 46 წლის გახდა.

ომარ მომანის აზრით, კრიზისში მყოფი გვარდიოლა, წლის გამოსარჩევ დღეს ასე აღნიშნავს

დაბრუნდება თუ არა კოუნტინიო “სიტისთან” შეხვედრაში?

“ლივერპულის” ფეხბურთელმა, ფილიპე კოუნტინიომ 26 ნოემბერს “სანდერლენდის” წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მის შემდეგ აღარ უთამაშია.

მერსესაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს დაბრუნებაზე ისაუბრა.

“31 დეკემბერს “მანჩესტერ სიტისთან” რთული დაპირისპირება გველის. ზუსტად ვიცი, რომ კუნტინიო ამ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, ბრაზილიელს ვერც შემდეგ შევხერაში, “სანდერლენდის” წინააღმდეგ ვიხილავთ,” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა: “რთულია, “სიტი” “რეალისა” და “ბარსელონას” დონეზე აიყვანო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “გლადბახთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან “ქალაქელთა” ზოგად დონესა და მიზნებზე ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც “ბარსელონას” დამარცხება შევძელით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო.

ამ დროისთვის, ჩვენ ტიტულის მოგებაზე პრეტენზიას ვერ გამოვთქვამთ. იქნებ, ამისთვის 10 წელი დაგვჭირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან რთულია.

“ბარსა” და “რეალი” ყოველწლიურად იმყოფებიან ამ დონეზე. მაქსიმალურად ვცდილობ “სიტი” მათ დონეზე ავიყვანო, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დაჭირდება.

რაც შეეხება “გლადბახს”, ეს კლუბი საკმაოდ ძლიერია, დიდებული მენტალიტეტით. თუმცა, სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გავიღებთ.”

ნასრი: “გვარდიოლამ მითხრა, რომ ჩემი ადგილი “ბარსელონაშია”

გასულ ზაფხულზე “მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. პირველ სატრანსფერო ფანჯარაზევე ძალიან რამდენიმე ცვლილება განხორციელდა მანჩესტერულ კლუბში. მათ შორის, 29 წლის ფეხბურთელი, სამირ ნასრი ერთწლიანი არენდის წესით “სევილიაში” გადავიდა.

ფრანგმა მოთამაშემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან მისსა და გავრდიოლას მოკლეხნიან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“გვარდიოლამ მითხრა, რომ განსაკუთრებული და სპეციფიკური თვისებები მქონდა, რომლებიდან გამომიდნარეც არა “მანჩეტსერ სიტიში”, არამედ “ბარსელონაში” უნდა მეასპარეზა.”

“განვიხილეთ რამდენიემ ვარიანტი. მას უნდიოდა, რომ დავრჩენილიყავი, თუმცა დიდ სათამაშო დროს არ მპირდებოდა. ვუთხარი, რომ არ ვიყავი მის შემოთავაზებაზე თანახმა, რადგან  მსურდა პრაქტიკა და ფორმაში ჩადგომა.”

“პეპმა ისიც მითხრა, რომ შეცდომას ვუშვებდი. ასე არ ვფიქრობ… “სიტისთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვეცდები, ჩემი მომავალი სწორად წარვმართო,” – განაცხადა ნასრიმ.

ლუის ენრიკე: “კრიტიკოსებს გვარდიოლას წარმატებების შურთ”

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლას გამოექომაგა, რომლის “მანჩესტერ სიტიც” უკვე ანტირეკორდებს ამყარებს.

“გვარდიოლას კრიტიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ მოგებას გააგრძელებს, კვლავ მოიგებს ტიტულებს. ამაში დარწმუნებული ვარ.

ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები მუდმივად ცდილობენ პეპის გაკრიტიკებას, რადგანაც მათ შურთ იმ ადამიანების, რომლებიც ყოველტვის იგებენ…

ამასთანავე, პეპი კარგი ფეხბურთის თამაშით მიაღწევს ამ ყველაფერს. მჯერა, რომ მისი ფილოსოფია და მოსაზრებები სწორია და რომ ბოლოს მაინც ის გაიმარჯვებს. წარმატებამდე მათემატიკას არ მივყავართ.”

გვარდიოლამ ანტირეკორდი დაამყარა

26 ოქტომბერს EFL თასის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მარცხით პეპ გვარდიოლამ ანტირეკორდი დაამყარა: მან ზედიზედ 6 შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

აქამდე მისი ანტირეკორდი ხუთი მოუგებელი მატჩი იყო, რომელსაც ადგილი 2009 წელს “ბარსელონაში” მოღვაწეობის დროს ჰქონდა.