გუშინ საქართველოს რიგით XXIX ჩემპიონატი დაიწყო. ეროვნული ლიგა მაყურებელს ბევრი ინოვაციით დაუბრუნდა. მათ შორისაა, ფორმატი, სახელწოდება, ლოგო და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი სიახლე ჰიმნია, რომლის მოსმენაც აქვე შეგიძლიათ.
გუშინ საქართველოს რიგით XXIX ჩემპიონატი დაიწყო. ეროვნული ლიგა მაყურებელს ბევრი ინოვაციით დაუბრუნდა. მათ შორისაა, ფორმატი, სახელწოდება, ლოგო და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი სიახლე ჰიმნია, რომლის მოსმენაც აქვე შეგიძლიათ.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ცნობილი კომპოზიციის არანჟირებული ვერსიაა, რომელიც ინგლისელმა კომპოზიტორმა ტონი ბრიტენმა 1992 წელს გადააკეთა. ჰიმნი უეფას სამ ოფიციალურ ენაზე სრულდება — ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. ჰიმნის სრული ვერსია 3-წუთიანია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე მისი მოკლე ვარიანტი სრულდება.
რაც შეეხება უეფას ევროპის ლიგის ჰიმნს, ის 2009 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში პარიზის ოპერაში კომპოზიტორ იოან ცვეიგის ხელმძღვანელობით ჩაიწერა. სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაწერილი კომპოზიცია პირველად 2009 წლის 28 აგვისტოს, გრიმალდის ფორუმზე ააჟღერს.
ჰიმნი ევროპის ლიგის ყველა მატჩის დაწყებამდე ირთვება. ასევე, სატელევიზიო ტრანსლაციების დროს ტურნირის გახსნის მუსიკალურ გაფორმებად გამოიყენება.
იოან ცვეიგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ჰიმნი საყოველთაო აღიარებას მოიპოვებს და ისეთივე წარმატებული გახდება, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნია. მართალია, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით ნაკლებად პრესტიჟული ტურნირია, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირს უკეთესი ჰიმნი აქვს. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ. არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ იმდენად პოპულარულია, რომ მის ჰიმნს სხვა ენებზეც მღერიან.
ამჯერად გთავაზობთ „ბარსელონას“ ჰიმნის ჩინურ ვერსიას.
მომღერალმა სალომე ქათამაძემ „დინამო თბილისის“ ინტერპრეტირებული ჰიმნი შეასრულა, რომელიც კლუბის ქომაგებს მიუძღვნა.
გთავაზობთ ვიდეომასალას.