ჰარდენის 40 ქულა და 14 პასი „ტორონტოსთან“ მატჩში (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკერსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ტორონტოსთან“ ანგარიშთ 113:107 მოგებულო მატჩში 40 ქულა და 14 პასი მიითვალა.

სათამაშო დროის 43 წუთში თამაშიდან მან 20 მომენტიდან 11 გამოიყენა, ხაზიდან კი 19 სროლიდან 15 ჩააგდო. მის ანაგრიშზე ასევე 5 მოხსნა და 1 დაკარგვაა.

„20 მატჩი დაგვრჩა და დასავლეთ კონფერენციის რვიანს ვხურავთ. ყველა შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვება აუცილებელია“, – ციტირებს ჰარდენს ESPN.com-ი.

ამ მოგებით „ჰიუსტონმა“ „ტორონტოს“ 12-მატჩანი საშინაო მოგებების სერია დაასრულა.

მაიკლ ბიზლი ჩინეთის ლიგიდან NBA-ში დაბრუნდა

NBA-ს ოფიციალური ვებსაიტი „ჰიუსტონ როკეტსის“ თავისუფალ აგენტთან მაიკლ ბიზლისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ წერს. 2008 წლის დრაფტის მეორე ნომერი ტეხასურ კლუბში 8 ნომრით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მიმდინარე სეზონი ჩინურ „შანდონგ გოლდენ სტარსში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ჰოვარდი: „ჰიუსტონიდან“ გაქცევას არ ვაპირებ“

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა აღნიშნა, რომ ის გუნდის ცუდი შედეგების გამო სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

„გამარჯვება და შექმნილი სიტუაციის შეცვლა მსურს. თავის დროზე „ჰიუსტონი“ ავირჩიე და აქედან გაქცევას მხოლოდ შექმნილი სირთულეების გამო არ ვაპირებ. ამჟამად უბრალოდ ვვარჯიშობ და სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადები. რაც არ უნდა თქვან, მე მხოლოდ მოედანზე მიმდინარე მოვლენების შეცვლა შემიძლია. ჩემი კონცენტრაცია ამაზეა გადატანილი“, – ციტირებს კალათბურთელს ESPN.

„ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობა ჰოვარდის გაცვლას არ აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ხელმძღვანელობა ცენტრ დუაიტ ჰოვარდის გაცვლას არ გეგმავს. აქამდე პრესა კალათბურთელის სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ბევრს წერდა.

როგორც ESPN იტყობინება, თავად მოთამაშეს 2015/16 წლების სეზონის დასრულება ტეხასელთა რიგებში სურს. ჰოვარდის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის ზაფხულში მას თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეუძლია.

მიმდინარე სეზონის 40 მატჩში 30 წლის ცენტრის საშუალო მონაგარი 14,4 ქულას, 11,8 მოხსნასა და 1,6 ბლოკს შეადგენს.

ფაჩულიამ „ჰიუსტონთან“ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა

„დალას მავერიკსის“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ „ჰიუსტონ როკეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩი ფეხის დაზიანების მიზეზით გამოტოვა. ტრავმა სერიოზული არ არის და, სავარაუდოდ, ზაზა მოედანზე სულ მალე დაბრუნდება.

მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის 43 მატჩში ფაჩულიას საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 29,2 წუთში 10,4 ქულასა და 10,9 მოხსნას შეადგენს.

ზაზას ადგილი „ჰიუსტონთან“ ტუნისელმა სალამ მეჟდიმ დიაკავა, რომელმაც ამ შეხვედრაში პირველად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბლ-დაბლი გაიფორმა.

რონდომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ლიგისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შესახებაც ESPN.com წერს.

თავის ყოფილ გუნდთან „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში რონდომ მსაჯთან კამათისშთვის ორი ტექნიკური მიიღო. სათქმელია, რომ მეორე ტექნიკურის შემდეგ მან მსაჯის გადაწყვეტილების აპელირება სცადა, თანაგუნდელები მის დაწყნარებასაც ეცადნენ.

რონდო „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

ჰარდენმა 50 ქულა დააგროვა და სეზონის რეკორდი დაამყარა

„ფილადელფია სიქსერსთან“ ანგარიშით 116:114 მოგებულ მატჩში „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 50 ქულა დააგროვა. ახლო და საშუალო დისტანციიდან ჯეიმსმა 16 სროლიდან 8 ჩააგდო, 12 სამქულიანიდან კი 6 გამოიყენა. გარდა ამისა, გარდენმა 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

NBA-მ „კლიპერსი“ – „როკეტსის“ მატჩის ბოლოს მსაჯების შეცდომა აღიარა

ეროვნულმა საკალათბურთო ახოციაციამ აღიარა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ მატჩის ბოლოს მსაჯებმა ერთ-ერთ გადამწყვეტ ეპიზოდში შეცდომა დაუშვეს, იტყობინება ESPN-ი. ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 19 წამით ადრე, როდესაც „როკეტსი“ 107:015 იგებდა, მსაჯებმა დუაიტ ჰოვარდის მხრიდან თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირეს. წესების მიხედვით, ბლეიკ გრიფინის შემდეგ „კლიპერსისთვის“ ორი ქულა უდნა დაემატებინათ და ანგარიშიც გათანაბრდებოდა.

ცნობისთვის, „ჰიუსტონმა“ ანგარიშით 109:105 მოიგო.

გრიფინი: „დარწმუნებული ვარ, მსაჯები სპეციალურად არ შეცდნენ“

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩის ბოლოს შეცდომის გამო „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა მსაჯების კრიტიკა არ დაიწყო.

„ეს კლასიკური თამაშის წესის დარღვევა იყო. ვიცი, რომ მსაჯობა ძალიან რთლია. ზაფხულში ჩემი თავი საბავშვო გუნდების მატჩი გამოვცადე, რაც არც ისე კარგად გამომივიდა. თამაში სწრაფად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, შეცდომა მსაჯებს სპეციალურად არ დაუშვიათ“, – ციტირებს გრიფინს „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“.

ზედიზედს სამი მარცხის მიუხედავად, ჰარდენი არ ნერვიულობ

„ჰიუსტონ როკეტსის“ შემტევმა უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა სეზონის პირველ სამ მატჩში მარცხის ახსნა სცადა.

„ზუსტად ისე ვისვრი, როგორც ადრე. ვცდილობ, ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ჩემი დონის სნაიპერებს სეზონის განმავლობაში ჩავარდნები ახასიათებთ. სულ რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და რითმში შესვლა რთულია, მაგრამ ამას გადავიტან.

„როკერსმა“ ჯერ თავისი რითმი ვერ იპოვა. სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები გვაქვს – ეს როგორც წინა, ასევე უკანა ხაზებს ეხება. დიახ, ზედიზედ სამჯერ დავმარცხდით, თუმცა ეს განგაშის სიგნალი ჯერ არ არის“, – ციტირებს ჰარდენს ESPN-ი.ჯეიმს

ჰარდენი „ჰიუსტონში“ თამაშს კარიერის ბოლომდე აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ შემტევმა უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა განაცხადა, რომ თავის კლუბში თამაშს კარიერის ბოლომდე აპირებს.

„ყველაფერი რიგზე მაქვს. ის, რაზეც ვფიქრობდი, გამაჩნია. ოჯახში ასევე ყველაფერი კარგად მაქვს. არც მეგობრებიც ყურადღება მაკლია. შესანიშნავი სამსახური გამაჩნია. ეს კარგი ადგილია. ჰიუსტონში გულშემატკივრებს ვუყვარვარ, ისინი აქ მხარს მიჭერენ. ყოველთვის ვიღიმი.

ვაპირებ თუ არა „ჰიუსტონშ“ აიკრიერის ბოლომდე თამაშს? რა თქმა უნდა, ჩემი კარიერა სწორედ აქ უნდა დასრულდეს“, – ციტირებს ჰარდენს „Houston Chronicle“.

ჰარდენმა მუხლი დაიზიანა

„ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა „ორლანდო მეჯიკთან“ წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 119:123 წააგო, მარჯვენა მუხლი დაიზიანა, რის შესახებაც ESPN.com იუწყება. უკანახაზელმა იმ მომენტისთვის 12 ქულა და 4 გადაცემა მიითვალა. საბოლოოდ, ჰარდენმა თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

ჰარდენმა ტრავმა ევან ფურნიესთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

ამჟამად ტრავმის სირთულის შესახებ ცნობილი არაფერია.