სკოლარი: „ეს არ ნიშნავს სამყაროს აღსასრულს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „სელესოას“ შანსები შეაფასა.

„როდესაც დახურულ ვარჯიშს ვატარებ, მაკრიტიკებთ. როდესაც ღია ვარჯიშს ვატარებ, მაინც მაკრიტიკებთ. ჩვენც არ მოგვწონს ნაჩვენები შედეგი, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ოთხეულში შევდივართ და ეს არ ნიშნავს სამყაროს აღსასრულს.

ვთვლი თუ არა, რომ ანგარიშით 1:7 მარცხის შემდეგ იმიჯი გავიფუჭე? შედეგი კატასტროფული იყო, თუმცა ანგარიშის გარდა არაფრის მრცხვენია. საკმაოდ პროდუქტიული სამუშაო გავწიეთ“, – განაცხადა სკოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებისთვის ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

ვან გაალი: „პენალტების სერიაში წაგებას ისევ 1:7 მარცხი სჯობდა“

ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ბრაზილიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე აცხადებს, რომ მისი გუნდი საშინელ მორალურ მდგომარეობაშია.

„იმედგაცრუებულნი ვართ. ჩვენი ოცნება დაიმსხვრა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. მიზანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. აი, ამიტომ ვართ ასე ცუდად. მართლაც საშინელებაა ასე დამარცხება. ამას ისევ 1:7 წაგება სჯობდა, რადგან ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ მარცხს იმსახურებდი. თუმცა, ჩვენ არ დავმარცხებულვართ, პენალტების სერიაში წავაგეთ, რაც ორმაგად სამწუხაროა. ვწუხვართ, რომ ფინალში ვერ გავაღწიეთ“, – ვან გაალის სიტყვები „მარკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებისთვის ბრაზილიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

ვლაარის პენალტი, რომელიც სერხიო რომერომ მოგიერია, კინაღამ გოლად იქცა

9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა.

პირველად პენალტის დასარტყმელად მცველი რონ ვლაარი მივიდა. მისი დარტყმული ბურთი არგენტინელთა მეკარე სერხიო რომერომ მოიგერია:

სერხიო რომეროს პენალტების სერიის დროს რჩევები ფურცელზე ეწერა

9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრებს პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლია.

ერთ-ერთი არგენტინული სატელევიზიო არხი ირწმუნება, რომ პენალტების სერიის დროს არგენტინელთა მეკარე სერხიო რომეროს ფურცელი თან ჰქონდა, სადაც კითხულობდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

არგენტინა მუნდიალის ფინალშია

არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა. 

გერმანიისა და ბრაზილიის ნახევარფინალს შემდეგ ჰოლანდია-არგენტინის შეხვედრამ მეორე პანზე გადაინაცვლა.

ორივე გუნდის მწვრთნელემა საკმაოდ პროგნოზირებადი შემადგენლობები დააყენეს. მოსალოდნელი სცენარით განვითარდა თვითონ მატჩიც. არგენტინელებმა გაცილებით სუსტ მეტოქეებთანაც შედეგზე ითამაშეს და გასაკვირი არ იყო, რომ ალბისელესტე ჰოლანდიელებთანაც ფრთხილ ტაქტიკას მიანიჭებდა უპირატესობას.

არგენტინელებმა მეტოქეს საკუთარი თამაშის თამაში აიძულეს. მატჩის დიდი ნაწილი ორთაბრძოლებისგან შედგებოდა. შეტევაში აქტიურად არც ჰოლანდიელები მიდიოდნენ და აქცენტს გრძელ გადაცემებზე აკეთებდნენ.

გუშინდელ შეხვედრაში კრეატიულობის მხრივ ორივე გუნდს საკმაო პრობლემები ჰქონდა, რაზეც პირველ ნახევარში კარისკენ დარტყმების ძალზედ მცირე რაოდენობა მეტყველებს.

შესვენების შემდეგ თანაბარ თამაშში უპირატესობის მოპოვების მცდელობა ჰოლანდიელებს ჰქონდათ. ვან გაალის შეგირდები უფრო აგრესიულები და მოტივირებულები ჩანდნენ. თუმცა, არგენტინელები იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და არჩეულ ტაკქტიკას არ გადაუხვიეს.

რეალური საგოლე მომენტის შემქნა მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოხერხდა. სნეიდერის კარიგ გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე რობენი აღმოჩნდა, თუმცა მაშერანომ მდგომარეობის განმუხტვა შესძლო.

ფინალისტის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ჰოლანდიელებს მიმდიანრე ტურნირზე ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდათ, თუმცა ამჯერად მეტოქე უფრო ზუსტი იყო. არგენტინელება ყველა დარტყმა გამოიყენეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც გერმანულ მანქანას დაუპირისპირდებიან.

ჰოლანდია – არგენტინა 0:0 (პენ. 2:4)

რობენი: “არგენტინას გერმანიასთან შანსი არ აქვს”

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიენ რობენა ნახევარფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებს ტურნირის ფინალში გერმანიის ძლევის შანსი არ აქვს.

“კოსტა-რიკასთან დავამტკიცეთ, რომ პენალტების სერია მხოლოდ იღბალზე არ არის დამოკიდებული. კარგად ვითამაშეთ და წარამტებასაც მივაღწიეთ. არგენტინასთან სამწუხაროდ ცოტა არ გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტილი ვარ, ჩემი გუნდით ვამაყობ. დარწმუნებული ვარ ჩემპიონი გერმანია გახდება. არგენტინელებს არანაირი შანსი არ აქვთ” – განაცხადა რობენმა.

რობენმა ტრიბუნაზე მყოფი თავისი ატირებული შვილის დამშვიდება სცადა

როგორც იცით, 9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდიას პენალტები სერიაში სძლია.

პენალტების სერიის დასრულების შემდეგ, არიენ რობენი ტრიბუნასთან მივიდა, სადაც მან თავისი შვილის დაწყნარება სცადა.

1

2

ლიონელ მესის რეაქცია, როცა არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერია მოიგო

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ლიონელ მესის ჰოლანდიის კარში მაქსი როდრიგესის მიერ გატანილი პენალტის შემდეგ.

ჰოლანდია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ მეკარე სერხიო რომერო დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რაც შეეხება ტურნირის ფინალურ მატჩს, ის 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა მესამე ადგილისთვის წინა დღის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ჰოლანდია – არგენტინა 0:0 (პენ. 2:4)

2014 წლის მუნდიალის ფინალში გერმანიის ნაკრებს არგენტინა დაუპირისპირდება. ჰოლანდიასა და არგენტინას შორის გამართული უგოლო ნახევარფინალური მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები საბელას შეგირდები აღმოჩნდნენ.

სნეიდერი: “რობენი ჰოლანდიელი მესია”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი არიენ რობენი ჰოლანდიელი მესია.

“არგენტინის ნაკრებს მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი, ნამდვილი ჩემპიონი – ლიონელ მესი ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვყავს ჩვენი მესი და ის არიენ რობენია. რობენი ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – ამბობს სნეიდერი.

პრევიუ: ჰოლანდია – არგენტინა

ჰოლანდია და არგენტინა დღეს მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ. 

მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინა მხოლოდ ლეო მესის თამაშითაა გამორჩეული, რაც ნახევარფინალამდე მოსასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ფინალში გასვლას არგენტინას ანხელ დი მარიას ტრავმა ურთულებს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ “რეალის” ნახევარმცველი ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, რაც საბელასთვის რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია. დი მარიას ნაცვლად ძირითადში ენცო პერესის ხილვაა მოსალოდნელი.

არგენტინელთა ბანაკში კარგი ამბებიც არის. მოედანს გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო უბრუნდება, მაგრამ სასტარტოში მისი გამოჩენა საეჭვოა.

ჰოლანდიას ნახევარფინალამდე საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ყავდა, თუმცა დიდი ალბათობით დღევანელ შეხვედრას ვან გაალი ოპტიმალური შემადგენლობით სეხვდება. თუმცა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ჰოლანდიას მეოთხედფინალში ფიზიკურად საკამაოდ დამღლელი მატჩის გადატანა მოუწიათ.

ჰოლანდია – არგენტინა

სასტარტო შემადგენლობები:

ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მარტინს ინდი – კუიტი, დე გუზმანი, ვეინალდუმი, ბლინდი – სნეიდერი – ვან პერსი, რობენი. 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, გარაი, დემიჩელისი, როხო – პერესი, მასკერანო, გაგო – მესი – აგუერო, იგუაინი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Netherlands_Argentina_GEO