ჰოლანდია – მექსიკა 2:1

საინტერესო და დრამატული გამოდგა ჰოლანდიასა და მექსიკას შორის გამართული 1/8 ფინალური შეხვედრა.

ანგარიში მექსიკელებმა 48-ე წუთზე ჯოვანი დოს სანტოსის გოლით გახსნეს. თუმცა, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სნეიდერმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მექსიკელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კლას იან ჰუნტელაარმა შეასრულა და ჰოლანდია 1/4 ფინალში გაიყვანა.

პრევიუ: ჰოლანდია – მექსიკა

ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებლად მოასპარეზე გუნდები ურთიერთობას 1/8-ფინალში გაარკვევენ. 

2010 წელს ჰოლანდია საკმაოდ ფრთხილი ფეხბურთი გათამაშების ფინალამდე მივიდა. ლუი ვან გალის გუნდი ბერტ ვან მარვეიკის ნაკრებისგან საგრძნობლად განსხვავდება. ახლა ჰოლანდიელების მთავარი იარაღი შეტევაა. თუმცა, შემტევი თამაშის საჩვენებლად ჰოლანდია ყოველთვის პირველ ნომრად თამაშს არ ირჩევს.

ამით მექსიკის ნაკრები დღევანდელ მეტოქეს ძალიან გავს. ბრაზილიასთან და ხორვატიასთან მიგელ ერერამ დაცვიდან ააწყო თამაში, მაგრამ პირველივე შესაძლებლობას მექსიკელები შესატევად იყენებდნენ.

ჰოლანდიას დისკვალიფიკაციის შემდეგ რობინ ვან პერსი უბრუნდება. მცირე პრობლემები ჰქონდათ რობენს, ბლინდს, დე ვრესი და ნაიჯელ დე იონგს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსალოდნელია ბრუნო მანტინს ინდის დაბრუნებაც.

მექსიკელებს დისკვალიფიკაციის გამო საყრდენი ნახევარმცველი ხოსე ხუან ვასკესი ვერ დაეხმარება. მოსალოდნელია, რომ მის ნაცვლად სასტარტოში ვეტერანი კარლოს სალსიდო გამოვა.

ჰოლანდია – მექსიკა

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მანტინს ინდი – იანმაატი, დე იონგი, დე გუზმანი, ბლინდი – სნეიდერი – ვან პერსი, რობენი.

მექსიკა: ოჩოა – როდრიგესი, მარკესი, მორენო – აგილარი, ერერა, სალსიდო, გუარდადო, ლაიუნი – დოს სანტოსი, პერალტა. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Netherlands_Mexico_GEO

 

სნეიდერი: „წინ დიდი გზა გველის“

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმველის უესლი სნეიდერის აზრით, მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა შეუძლია.

„როდესაც ტურნირში ვმონაწილეობ, მისი მოგება მსურს. წინა მუნდიალის ფინალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მძიმე იყო.

თუმცა ფეხბურთში რევანშის აღების შანსი ყოველთვის არის, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც მებრძოლი ხასიათი გააჩნია. ჰოლანდია მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.

წინ დიდი გზა გველის. მექსიკა ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, ამიტომაც ახლა მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ამის შემდეგ ვნახავთ, თუ რა მოხდება“, – განუცხადა უესლიმ ფიფა-ს ოფიციალურ საიტს.

ჰოლანდია: სამიდან სამი

ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. 

ჰოლანდია და ჩილე უკანასკნელი ტურის შეხვედრაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. გუნდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს. დებიუტში უპირატესობა ჩილეს გუნდამ მოიპოვა. სამპალოის შეგირდებმა იგრძნის, რომ ჰოლანდიელებს საუკეთესო დღე არ ქონდათ და მეტოქე შემტევი ტიკი-ტაკა შესთავაზეს. ჩილელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და ჰოლანდიელ მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ.

ლუი ვან გაალის გუნდმა მომენტების შექმნა ტაიმის ბოლოს დაიწყო. რობენმა და კომპანიამ თამაშის დალაგება მოახერხეს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო შესვენების შემდეგ გახდა. ჰოლანდიელები გასახდელიდან თითქოს დაქოქილები გამოვიდნენ და მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძოდნენ. ამის გამოყენებას ჩილელები ეშმაკურად ცდილობდნენ, თუმცა პენალტის მოპოვების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

გადამწყვეტი სიტყვა მატჩში ლუი ვან გაალმა სწორი ცვლილებით თქვა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოედანზე ახლადშემოსულმა ლეროი ფერმა ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ჩილემ დიდი ძალებით შეუტია და როგორც ხშირად ხდება ბოლო წუთებზე კონტრშეტევა მიიღო, რომელიც გოლით დეპაიმ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ჰოლანდია 2-0 ჩილე

გოლები: ფერი 77′ ; დეპაი 92′ 

ჰოლანდია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელიც მეორე საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 31 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ჰოლანდიამ ჩილე დაამარცხა

B ჯგუფის ლიდერები შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა ჩილე დაამარცხა.

ანგარიში 77-ე წუთზე ლეროი ფერმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე დიპეიმ დააფიქსირა.

პრევიუ: ჰოლანდია – ჩილე

ჰოლანდია-ჩილეს მატჩში B ჯგუფის გამარჯვებული გამოვლინდება. 

ჰოლანდიის და ჩილეს ნაკრებებმა პლეი-ოფის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს. ჯგუფის გამარჯვებული ვინაობს კი ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ. წაგებული 1/8-ფინალში დიდი ალბათობით ბრაზილიას შეხვდება, რაც სასიამოვნო პერსპექტივა არ არის. ამიტომ, აღნიშნულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჰოლანდიას პირველ ადგილზე გასასვლელად გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობის წყალობით ფრეც აწყობს. თუმცა, ჩილეს ძლიერ ნაკრებთან ეს შედეგი ადვილი მისაღწევი არ არის.

ევროპული ნაკრებები ბრაზილიაში ვერ ბრწყინავენ, თუმცა ჰოლანდიაზე ამას ვერ ვიტყვით. ესპანეთის განადგურების შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა ავსტრალიასაც აჯობეს და გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზის შესანიშნავი მაგალითი აჩვენებს მსოფლიოს.

პირველ ორ ტურში კარგი იყო ჩილეც. სწრაფი, ტექნიკური და შემტევი ფეხბურთით ჩილელებმა ავსტრალია და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხეს.

ორივე მწვრთნელს საკადრო პრობელმების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევთ. რობინ ვან პერსი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ბრუნო ბარტინ ინდიმ ტრავმა მიიღო. ჩილელებს ლაზარეთში ესპანეთის კარში გოლის ავტორი ჩარლს არანგისი ჰყავთ.

ჰოლანდია – ჩილე

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოლანდია: სილესენი – იანმაატი, დე ვრეი, ვლაარი, ბლინდი – დე იონგი, დე გუზმანი – სნეიდერი – რობენი, ლენსი, კუიტი. 

ჩილე: ბრავო – ჰარა, მედელი, სილვა – ისლა, დიასი, გუტიერესი, მენა – ვიდალი – სანჩესი, ვარგასი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Netherlands_Chile_GEO_2

ტიმ კეჰილის გასაოცარი გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

18 ივნისს, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ავსტრალიელმა ტიმ კეჰილმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

ავსტრალია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელმაც მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. მას მიმდინარე ტურნირზე აქტივში უკვე სამი გატანილი გოლი აქვს.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა 5-ჯერ.

 

პრევიუ: ავსტრალია – ჰოლანდია

ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალის შეგირდები ავსტრალიელებს შეხვდებიან. 

ჰოლანდიელებმა ფავორიტებიდან პირველ ტურში საუკეთსო მატჩი ჩაატარეს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების განადგურება იოლი საქმე არ არის. ახლა ლუი ვან გაალის გუნდს განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდებიან.

ავსტრალიელები პირველ მატჩში ჩილელებთან დამარცხდნენ, თუმცა შეხვედრის გარკვეული მონაკვეთები საკმაოდ კარგად ჩაატარეს.

მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაში ტრავმირებული ფრანიჩი ვერ დაეხმარება. ფეხბურთელისთვის ტურნირი უკვე დასრულებულია. თუმცა, ავსტრალიელთა მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ თადარიგში მარჯვენაფლანგელის ნორმალური შემცვლელი არ ჰყავთ. დიდი ალბათოით დაცვის ფლანგს ცენტრალური მცველი მაკგოვანი გაამაგრებს, რაც წინა შეხვედრის სასტარტოსთან შედარებით ერთადერთი ცვლილება იქნება.

ვან გაალისგან კი ტრადიციულ 4-3-3 სქემასთან დაბრუნებას ელიან. მარცხენა ვინგერი პოზიციაზე ლენსის გამოჩენა უნდა ვივარაუდოთ. დიდი ალბათობით, ძირითადში ადგილს შეინარჩუნებენ დე იონგი და სნეიდერი. ცვლილებებია მოსალოდნელი დაცვის ხაზშიც. ესპანელებთან ჰოლანდიამ 5 მცველით ითამაშა. აქ ვან გაალს საკმაოდ ბევრი ვარიანტი აქვს.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Australia_Netherlands_GEO

 

ვან პერსის გოლის ამსახველი ქაღალდის ანიმაცია (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომლის ავტორიც ქაღალდის ანიმაციის დამხარებით რობინ ვან პერსის ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს გვიჩვენებს.

დე იონგი: “ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ ჰოლანდიელები ესპანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ მიღებული ეიფორიიდან უნდა გამოვიდნენ და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ.

“ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, ამიტომ ბედნიერები ვართ. ეიფორიაში ვიმყოფებით. ახლა, მთავარია, რომ ეს ყოველივე თავიდან მოვიშოროთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”, – ამბობს დე იონგი.