ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” ვაგნერი გიაფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმიდან” სანდრო ვაგნერი გაიფრომა. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. 30 წლის თავდამსხმელმა ორ-ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ის კლუბს იანვარში შეუერთდება და 2020 წლის ივნისამდე დარჩება. ტრანსფერის ღირებულება 13 მილიონი ევროა.

გეტყვით, რომ სანდრო ვაგნერი “რეკორდმაისტერის” აღზრდილია. მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2007 წლის 11 აგვისტოს ბუნდესლიგის მატჩში, როსტოკის “ჰანსას” წინააღმდეგ შედგა, სადაც ბავარიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.  ამის შემდეგ ვაგნერს გამოვლილი აქვს ისეთი გერმანული კლუბები, როგორებიცაა: დიუსბურგის “მსვ”, ბრემენის “ვერდერი 2”, ბრემენის “ვერდერი”, ბერლინის “ჰერტა”, “დარმშტადტ 98” და, როგორც უკვე ვთქვით, ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმი”.

“სანდრო ვაგნერის სახით, ჩვენ კიდევ ერთი გერმანელი დავიმატეთ. გვჯერა, რომ ის დააკმაყოფილებს გუნდის სათამაშო დონეს. მას ამის კლასი და გამოცდილება გააჩნია,” – აცხადებს გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი.

“ჰოფენჰაიმი” – “ლივერპული”: “წითლებმა” გერმანიაში გამარჯვება მოიპოვეს

15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში “ჰოფენჰაიმმა” საშინაო არენაზე მერსესაიდის “ლივერპული” მიიღო.

ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი კრამარიჩს მიეცა მე-12 შანსზე, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 35-ე წუთზე კი ალექსანდერ-არნოლდის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმით ანგარიში გაიხსნა.

მატჩის მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჯერ 74-ე წუთზე ნორდტვეიტმა გაიტანა ავტოგოლი, შემდეგ კი უტმა აიღო სიმონ მინოლეს კარი.

განმეორებითი მატჩი კი 23 აგვისტოს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს “ენფილდზე”.


“ჰოფენჰაიმი”: ბაუმანი; ჰუბნერი, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი (ნორდტვეიტი 54′); ზუბერი, დემირბეი, რუპი (ამირი 53′), კადერაბეკი; გნაბრი, ვაგნერი, კრამარიჩი

მთავარი მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, ალბერტო მორენო; ემრე ჯანი, ჰენდერსონი (ჯეიმს მილნერი 63′), ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


“ჰოფენჰაიმი” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მატჩში ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმი” მერსესაიდის “ლივერპულს” მასპინძლობს.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ კლუბების სასტარტო შემადგენლობებს:

“ჰოფენჰაიმი”: ბაუმანი, კადარაბეკი, ბიჩაკჩიჩი, რუპი, დემირბეი, ვაგნერი, ზუბერი, ჰუბნერი, ვოგტი, კრამარიჩი, გნაბრი.

“ლივერპული”: მინოლე, არნოლდი, ლოვრენი, მატიპი, მორენო, ჰენდერსონი, ჩანი, ვეინალდუმი, მანე, ფირინო, სალაჰი.

“ლაიფციგის” დირექტორი: “ბავარიელებმა” ანჩელოტის შემცვლელი უკვე იპოვეს”

გერმანული “ლაიფციგის” სპორტული დირექტორი, რალფ რანგნიკი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა თვალი “ჰოფენჰაიმის” მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს დაადგეს.

როგორც იცით, ნაგელსმანი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსს ატარებს. ახალგაზრდა მწვრთნელმა მოკლე პერიოდში “ჰოფენჰაიმის” სამშვიდობო ზონაში გაყვანა შეძლო და ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება.

“ის ახალგაზრდა და ამავდროულად თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მას გუნდის მართვისა და მოტივირების ბრწყინვალე შესაძლებლობაც აქვს, რასაც მისი ქარიზმაც ემატება ბონუსის სახით.

“ბაიერნში” იულიანი უკვე განიხილება, როგორც ანჩელოტის პოტენციური შემცვლელი,” – განაცხადა რალფმა “ჰოფენჰაიმის” თავკაცზე საუბრისას, რომლის გუნდიც ერთადერთია მიმდინარე სეზონში (ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით), რომელსაც ჯერ არ წაუგია.

ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” “ჰოფენჰაიმის” ორი ფეხბურთელი გაიფორმა

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ გუნდმა მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე “ჰოფენჰაიმის” ორი ფეხბურთელი, სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე გაიფრომა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოთამაშეები 2017 წლის 1 ივლისიდან გადავლენ ბავარიულ გუნდში.

რუდის ზანსჰაიმურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და, შესაბამისად, იგი და თავისუფალი აგენტის სტატუსით მივა “ბაიერნში”. 26 წლის ნახევარმცელმა სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი.

მეორე ფეხბურთელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკლას ზიულეა. უცნობია, რა თანხა გადაიხადა “რეკორდმაისტერმა” 21 წლის ცენტრალურ მცველში. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოფიციალურად: “ჰოფენჰაიმმა” “ლესტერიდან” კრამარიჩი დაიმატა

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელი, ანდრეი კრამარიჩი მომავალი სეზონიდან კარიერას გერმანულ “ჰოფენჰაიმში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანიაში არენდის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც გერმანული მხარე მას გამოისყიდის კიდეც.

კრამარიჩის კონტრაქტი “ჰოფენჰაიმთან” 2020 წლამდე არის გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერმა” გუნდში კრამარიჩი 2015 წელს, კლუბისთვის რეკორდული თანხის, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოიყვანა.

“ჰოფენჰაიმს” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გაწვრთნის

“ჰოფენჰაიმის” მთავარი გუნდი 28 წლის მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩაიბარა, რომელიც აქამდე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.

ნაგელსმანმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა, ამით კი მან გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა.

გერმანელი სპეციალისტის “ჰოფენჰაიმში” დანიშვნამდე, გერმანული ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი მატიას ზამერი იყო. გერმანელი სპეციალისი “ბორუსიას” 32 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში, 34 წლისამ კი ჩემპიონატი მოაგებინა დორტმუნდელებს.

 

„ჰოფენჰაიმი“ მთავარი მწვრთნელის გაშვებასთან ახლოსაა

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჰოფენჰაიმის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის მარკუს გიზდოლის გაშვებაზე დაფიქრდა. სავარაუდოდ, ეს ამბავი უახლოეს დროში გაოფიციალურდება.

დიდი ალბათობით, „ჰოფენჰაიმის“ ახალი თავკაცი „შტუტგარტის“ ყოფილი მთავარი მწვრთNელი, გამოცდილი ჰუბ სტევენსი იქნება.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის ათი ტურის შემდეგ „ჰოფენჰაიმი“ 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

კურანი „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა

გამოცდილი თავდამსხმელი კევინ კურანი სამშობლოში დაბრუნდა. გერმანიის ნაკრების ექს-ფორვარდი კარიერას „ჰოფენჰაიმში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს კურანიმ მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ითამაშა. რუსული კლუბი გერმანელმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კურანი: “მოსკოვის “დინამოში” ძირითადად ფულის გამო გადავედი”

ოფიციალურად: რობერტო ფირმინო “ლივერპულის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “ლივერპულმა” ზაფხულის მეოთხე ოფიციალური ტრანსფერის განხორციელება დაადასტურა.

მერსისაიდელებმა 23 წლის ბრაზილიელი შემტევი “ჰოფენჰაიმიდან” დაიმატეს.

რობერტო ფირმინიოს პირადი კონტრაქტის დეტალები და სატრანსფერო თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია.

მოდესტმა”ჰოფენჰაიმი” “კიოლნზე” გაცვალა

“ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვეგვერდის ცნობით კლუბის ფორვარდი ანტონი მოდესტე “კიოლნში” გააგრძელებს კარიერას. ტრანსფერის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

“მადლობა “ჰოფენჰაიმის” ხელმძღავანელობას ბუნდესლიგაში თამაშის საშუალებისთვის. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ორი წელი გავატარე და ახლა ახალ გამოწვევებს ველი” – განაცხადა 27 წლის შემტევმა.

გასულ სეზონში მოდესტემ ბუნდესლიგის 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 2 გოლიც ფრანგმა თასზე გაიტანა.

“ტორინომ” “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველი დაიმატა

განის ნაკრების ნახევარმცველი აფრიე აკვა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. “ტორინოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბმა “ჰოფენჰაიმთან” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია. ცნობილი მხოლოს ის არის, რომ მოთამაშემ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად მთელი კარიერა აკვამ იტალიაში გაატარა, სადაც “პალერმოს”, “პარმას” და “სამპდორიას” ღირსებას იცავდა.