ჰოვარდ უებმა პროფესიული კარიერა დაასრულა

43 წლის ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ უებმა, რომელიც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა, პროფესიული კარიერა დაასრულა.

25-წლიანი მუშაობის განმავლობაში მან ინგლისის ჩემპიონატისა და ევროთასების 500-ზე მეტ მატჩში იმსაჯა.

2010 წელს ჰოვარდ უები გახდა პირველი არბიტრი, რომელსაც ერთ წელს მიანდეს როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის განსჯა.

უები ამიერიდან ინგლისის სამსაჯო სისტემაში გააგრძელებს მუშაობას და კომიტეტის ტექნიკური დირექტორის პოზიციას დაიკავებს. მისი მოვალეობა ახალგაზრდა მსაჯების მომზადება და კონტროლი იქნება.

 

ჰოვარდ უებმა პანენკას სტილში გაიტანა

ცნობილმა ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ უებმა საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი პანენკას სტილში შესრულებული პენალტით გამოიჩინა.

აშკარა პენალტი და ურეაქციო ჰოვარდ უები

17 თებერვალს, “არსენალსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ჰოვარდ უებმა, ლონდელთა კარის მიმართულებით აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მსოფლიოს ფეხბურთის ბომბა-კადრები

ხშირად, სოცილაურ ქსელებში ფეხბურთთან დაკავშირებულ სახალისო კადრებს ვაწყდებით, რომლებსაც ხალხი “ბომბა-კადრებს” უწოდებს.

10. ჰოვარ უები

9. კარლოს ტევესი

8. მარიო ბალოტელი

7. ფილ ჯონსი

6. დევიდ ბექჰემი

5. მამადუ სახო

4. დევიდ მოიესი

3. ვისენტე დელ ბოსკე

2. მარტინ კასერესი

1311592807128

1. დავიდ ლუისი

„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“

„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ესპანური „მარკა“ პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურინის „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ხვალ გასამართ მატჩს ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის. მოგეხსენებათ, ეს მსაჯი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოემსახურა. იმ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა ალონსოს გულმკერდის არეში გაშლილი ფეხი ჩაარტყა, თუმცა უებმა ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედნიდან არ გააძევა.

„რეალს“ ჰოვარდ უებთან თბილი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს. ინგლისელმა არბიტრმა „რეალის“ მონაწილეობით უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე იმსაჯა, როდესაც „სამეფო კლუბმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, თუმცა წყვილის პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხების გამო, ტურნირს გამოეთიშა.

უები სჯიდა „რეალის“ მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის 2011/2012 წლების სეზონის ნახევარფინალურ მატჩსაც, რომელშიც მადრიდული კლუბი მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ჰოვარდ უებმა „იუვენტუსის“ მონაწილეობით მატჩი 2009 წლის 30 სექტემბერს განსაჯა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბიანკონერი“ „ბაიერნს“ უგოლოდ დაუზავდა.

მატჩი „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი