2013 წელს, ინტერნეტ-სივრცეში ბულგარელი ჟურნალისტის ფოტო გავრცელდა. ჰრისტო ჰრისტოვს ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორეულს უწოდებენ.
შვედური გამოცემა Expressen-ი ჰრისტოვს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ თავად ჟურნალისტს ეღიმება, როცა მას იბრაჰიმოვიჩს ადარებენ.
ჰრისტო ჰრისტოვი 1967 წელს დასავლეთ ბულგარეთში დაიბადა, იგი ამჟამად ვაშინგტონში მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტის გარდა, ის მკვლევარის პროფესიასაც ითავსებს.
“მე სერიოზული ჟურნალისტი ვარ და იმაზე, რომ ერთ-ერთ შვედ ფეხბურთელს მადარებენ, კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ მე ჯონი დეპს ვგავარ”, – ამბობს ადამიანი, რომელსაც იბრაჰიმოვიჩის ორეულს უწოდებენ.