ტურინის “იუვენტუსმა” და მილანის “მილანმა” გონსალო იგუაინი და ლეონარდო ბონუჩი ერთმანეთში გაცვალეს. ამ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ტურინის “იუვენტუსმა” და მილანის “მილანმა” გონსალო იგუაინი და ლეონარდო ბონუჩი ერთმანეთში გაცვალეს. ამ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
გუშინ გონსალო იგუაინმა კიდევ ერთხელ გაუტანა ლონდონის “ტოტენჰემს”. შემდეგ ეტაპზე, საბოლოოდ, “იუვენტუსი” გავიდა.
ომარ მომანიმ აღნიშნულ თემაზე ასეთი კარიკატურა შექმნა.
გონსალო იგუაინმა ახალი სეზონის დაწყების წინ პრესასთან ისაუბრა და ერთ-ერთ იმ მთავარ სისუსტეზე ისაუბრა, რაც მას საშუალებას არ აძლევს, ბოლომდე დაეხმაროს “იუვენტუსს”.
“ალეგრი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლის გატანა მმართებს? ის მართალია.
ახალ წელსა და ახალ სეზონზე ვფიქრობთ, რომელიც გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი უნდა გამოდგეს. ყველანი მოტივირებულები ვართ და 100 პროცენტით მზად ვართ დაწყებისთვის.
ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი მომეგო და უფრო მეტი გამეტანა. ჩემპიონთა ლიგაზე იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ,” – აცხადებს არგენტინელი თავდამსხმელი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების წინ, საინტერესო კომენტარი გააკეთა “იუვენტუსის” ფორვარდის, გონსალო იგუანის ძმამ, ნიკოლას იგუაინმა.
“სულაც არ იქნება უპატივცემულობა, თუ გონსალო მადრიდული გუნდის წინააღმდეგ გატანილ გოლს აღნიშნავს. ეს კლუბი ჩვენი მოსისხლე მტერი არაა. ჩემმა ძმამ იქ შვიდი ფანტასტიკური წელი გაატარა.”
“ბოლო პერიოდში, ყოველ უიქენდზე დავა ჩაღდებოდა იმაზე, გონსალო უნდა მდგარიყო ძირითადში, თუ კარიმი (ბენზემა, ავტ.). ვფიქრობ,ეს უსამართლობა იყო!” – განაცხადა ნიკოლასმა.
სამ მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მონაკო” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსთან” გონსალო იგუაინის დუბლით დამარცხდა და ფინალში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, ხელიდან გაუშვა. ამაში დიდი წვლილი სწორედ არგენტინელ თავდამსხმელს აქვს.
იგუაინის გმირობას ომარ მომანი ასე ეხმაურება.
“ალბისელესტეს” ყოფილი ვარსკვლავი, გაბრიელ ბატისტუტა თვლის, რომ მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში თამაშის შანსს იმსახურებს.
“იუვენტუსის” ფორვარდს არგენტინის ნაკრების მაისურით 31 გოლი აქვს გატანილი (68), თუმცა ბოლო დროს თავის გამოჩენა ძალიან უჭირს. ბოლოს მან გოლი პერუს ნაკრებს, ოქტომბრის თვეში გაუტანა.
“ცხრიანის” პოზიციაზე იმ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს, რომელიც გოლების გატანას შეძლებს.
იგუაინი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. მაგრამ, საუბედუროს ნაკრებში ის ისევე კარგად ვერ გამოიყურება, როგორც ევროპაში.
“იუვეში” ის ბრწყინვალედ გამოდის, ბევრი ტიტულისთვისაც იბრძვის, მაგრამ თუ მას დასვენება სჭირდება, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი იკარდის?
ეს ნაკრებია და არა კლუბი, გადაწყვეტილებები აწმყოზე დაკვირვებით უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ბატისტუტა.
17 დეკემბერს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.
“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და გონსალო იგუანის მიერ მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. “ბებერმა” ქალბატონმა ამ მოგებით მთელი შვიდი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან “რომას”.
ომარ მომანიმ 90-მილიონიანი იგუაინის მიერ გაკეთებული საქმე ასე შეაფასა
მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება გონსალო იგუაინის სათადარიგოთა სკამზე განწესებისა “ინტერთან” მატჩში, რომელშიც “ბებერი ქალბატონი” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
“მინდოდა აქცენტი ფიზიკურ თამაშზე გამეკეთებინა, ის მაშინ დამჭირდებოდა, როდესაც წინ გავიდოდით.” – განუცხადა მან La Gazzetta Dello Sport-ს.
“დარწმუნებული ვარ, რომ სასტარტო შემადგენლობა სწორად დავაკომპლექტე. მარიო მანჯუკიჩი რომ დამესვა სკამზე იგუაინის ნაცვლად, მაშინ ამ სვლაზე მომთხოვდით პასუხს.”
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილს იგუაინის ყოფილი კლუბი “ნაპოლი” ლიდერობს, რომელსაც სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება “იუვე”.
სულ ცოტა ხნის წინ გონსალო იგუაინი, “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” რეკორდულ ფასად, 90 მილიონ ევროდ გადავიდა.
ინტერნეტში ვრცელდება იმ თერთმეტეულის ფოტო, რომლის შეძენაც ამ ფასადაა შესაძლებელი.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გონსალო იგუაინმა “ნაპოლი” დატოვა და “იუვენტუსში” 75.3 მილიონ ფუნტად გადავიდა.
Goal.Com-ი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია ის შემადგენლობა, რომელიც “ბებერ ქალბატონს”, სავარაუდოდ, ეყოლება არგენტინელის დამატების შემდეგ მომავალ სეზონში.
ამ ზაფხულზე ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა იყო. არგენტინელმა ფორვარდმა 75.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვა “ნაპოლი”. აღსანიშნავია, რომ იგი ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.
იხილეთ იმ ხუთი მოთამაშის ჩამონათვალი, რომლებშიც გუნდებმა დიდი თანხა გადაიხადეს…
კრიშტიანუ რონალდუ – 85.1 მილიონი ფუნტი
გარეთ ბეილი – 80 მილიონი ფუნტი
გონსალო იგუაინი – 75.3 მილიონი ფუნტი
ნეიმარი – 71.5 მილიონი ფუნტი
ლუის სუარესი – 65 მილიონი ფუნტი
14 მაისს, იტალიის სერია A-ში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ფროსინონე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის 71-ე წუთზე, ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა ულამაზესი გოლი გაიტანა.