კასილასი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “პორტუს” შორის “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრა სტუმართა გუნდის კიპერ იკერ კასილასისთვის ტურნირზე ჩატარებული 158-ე მატჩი გამოდგა.

ამრიგად, ესპანელი მეკარე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. კასილასმა “ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველ ჩავის გაუსწრო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 157 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ “პორტუმ” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

 

კასილასი MLS-ში გადასვლას არ გამორიცხავს

“პორტუს” მეკარე იკერ კასილასი MLS-ში კარიერის გაგრძელების ალბათობას არ გამორიცხავს. იქვე ესპანელი კიპერი აღნიშნავს, რომ პორტუგალიური კლუბიდან აბარგებას მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს. ცნობისთვის, კასილასს “პორტუსთან” შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.

“ფეხბურთის მასშტაბები გაფართოვდა და ეს კარგია. ვითამაშებ თუ არა MLS-ში? რატომაც არა?!

“პორტუსთან” სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ვადის ამოწურვამდე არსად წასვლას არ ვაპირებ. “პორტუ” ჩემთვის ახალი გამოწვევაა და იმედი მაქვს, რომ ამ დიდებული კლუბის მოლოდინებს გავამართლებ”, – კასილასის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “პორტუმ” თელ ავივის მაკაბი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს იკერ კასილასისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 51-ე მატჩია, რომელშიც გოლი არ გაუშვია. ამ მაჩვენებლით 34 წლის ესპანელი მეკარე რეკორდსმენი გახდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ კიპერ ედვინ ვან დერ სარს ჩემპიონთა ლიგაზე 50 “მშრალი” შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვიქტორ ვალდესსა და პეტრ ჩეხს – 45-45, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონს – 37.

 

კასილასი ბუფონს გაუთანაბრდა

ესპანეთის ნაკრების კიპერმა იკერ კასილასმა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე 28-ე “მშრალი” მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა შინ ლუქსემბურგი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ევრო-2016-ზე თამაშის უფლება გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე “მშრალი” მატჩების რაოდენობით “ფურია როხას” მეკარე იტალიის ნაკრების კიპერ ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.

 

კასილასმა რონალდუსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს მას მადრიდის “რეალში” კრიშტიანუ რონალდუსთან პრობლემები ჰქონდა. ესპანელმა მეკარემ აღნიშნა, რომ ყველა უთანხმოება სწრაფად გვარდებოდა.

“კრიშტიანუ რონალდუ თავისებური ტემპერამენტისა და ხასიათის ადმაიანია. მე მას ექვსი წელია, ვიცნობ და ერთმანეთთან ყოველთვის დიდებული ურთიერთობა გვქონდა. როდესაც რაიმე პრობლემა წარმოიშვებოდა, მის გადასაჭრელად გზებს ერთად ვეძებდით”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

 

კასილასმა “პორტუს” სტადიონზე პირველად ითამაშა (ფოტო)

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა კლუბის საშინაო არენა “დრაგაოზე” პირველად ითამაშა და კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა. “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

პორტუგალიური კლუბის ქომაგები ესპანელ მეკარეს მქუხარე აპლოდისმენტით შეეგებნენ. მატჩს დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი “პორტუში” ამ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” გადავიდა.

Casillas

ტოტი “რეალიდან” კასილასის წასვლის შესახებ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის “რეალიდან” იკერ კასილასის წასვლის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ კასილასი წავიდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ის დიდებული პიროვნებაა. იკერი კლუბის სიმბოლოა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Goal.com-ი.

დღეს “რომა” “რეალს” ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

“რეალის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ასეთი შეხვედრები ყოველთვის პრესტიჟის საქმეა. დიდებულ გამოცდილებას მივიღებთ”, – დაამატა იტალიელმა ფეხბურთელმა.

 

კასილასმა პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა გამოსათხოვარი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.

კასილასის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია

 

კასილასის გამოსათხოვარი პრესკონფერენცია (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა გამოსათხოვარი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა მეკარემ ცრემლები ვერ შეიკავა.

“მადლობა, რომ მობრძანდით, რათა ერთად გავიზიაროთ ეს განსაკუთრებული დღე. ვემშვიდობები ყველას, ვინც მხარს უჭერს “რეალს”.
“პორტუში” ბევრი მიზეზის გამო მივდივარ: პირველი იმის გამო, რომ მწვრთნელმა დამანახა გუნდის გზნება. მეორეც, მათ ჩემდამი დიდი სითბო გამოავლინეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედები არ გავუცრუო და მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოვიგო.
25 წლის შემდეგ ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ყველაფერი მომცა. კლუბმა არამხოლოდ ის მასწავლა, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, არამედ ისიც, თუ როგორი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. თითოეული მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი იყვნენ ჩემი განვითარების საფუძველი.
მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებსა და ოჯახს.
მადლობა ფანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ კარგ და ცუდ პერიოდებში. მათ ხელი გამომიწოდეს, როდესაც წამოყენება მჭირდებოდა. არ მინდა დამიმახსოვრონ კარგ ან ცუდ მეკარედ, მინდა დამიმახსოვრონ კარგ ადამიანად, ჩემივე შეცდომებით.
სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის გავიმეორებ: “Hala Madrid!”, – აღნიშნა კასილასმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

 

ოფიციალურად: კასილასი “პორტუში” ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ “პორტუსთან” იკერ კასილასის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენი კლუბი 113 წლისაა და აქედან 25 წლის მანძილზე კასილასი “რეალში” თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში იკერი კლუბის ერთ-ერთი სახე გახდა, მან დაიმსახურა პატივისცემა, აღტაცება და სიყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი საქციელი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც “რეალში” თამაშზე ოცნებობს. მადლობა, იკერ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ კლუბის სიმბოლო გახდი. შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულებში”, – ვკითხულობთ “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

 

კასილასი “რეალიდან” აიბარგა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი დღეს საწვრთნელ ბაზაზე მაშინ მივიდა, როცა გუნდს ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. “ასის” თანახმად, 34 წლის კიპერი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზიდან საკუთარი ნივთები წამოიღო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კასილასი “პორტუსთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხება.

Casillas

 

“რეალი” კასილასისთვის გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” მეკარე იკერ კასილასისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალური გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და ფანებიც დაესწრებიან.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილასი შესაძლოა, “პორტუში” გადავიდეს, თუმცა პორტუგალიური კლუბის მესვეურთა ნაწილი და ქომაგები ესპანელი მეკარის ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. კასილასის მიწვევის ინიციატორი “დრაკონთა” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ყოფილა, რომელიც “რეალის” კიპერთან თავადვე გავიდა პირდაპირ კონტაქტზე.

იკერ კასილასმა გასულ სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.