კასილიასი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფავორიტი არ ჰყავს“

„პორტუს“ ამჟამინდელი და „რეალის“ ექს-მეკარის იკერ კასილიასის აზრით, მის ყოფილ გუნდსა და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ ფინალურ მატჩის ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტები არ არსებობენ. 16 წლის წინ „ვალენსიას“ შევხვდით, მაშინ ბევრი ფავორიტად მეტოქეს მოაიზრებდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.

თამაშში უამრავი ასეთი ფაქტორია. შესაძლოა, მათ გასაგებად თქვენ თავად უნდა ითამაშოთ.

ესპანური ფეხბურთისთვის და მადრიდისთვის კარგია, რომ ფინალში ისევ ეს ორი გუნდი თამაშობს. მე მადრიდიდან ვარ და, მსურს, ამ ქალაქის მიმართ ყოველთვის პოზიტიური ყურადღება არსებობდეს“, – ციტირებს კასილიასს ესპანური „მარკა“.

კასილიასმა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეები დაასახელა

„პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა, თავისი ვერსიით, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერები დაასახელა.

„ჩემთვის ესენია: დავიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ბერნ ლენო“, – დაწერა ესპანელმა თავისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კასილიასი: „ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა“

„პორტუს მეკარემ იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მიღმა დარჩენის შესახებ ისაუბრა.

„შეცდომები დავუშვით, რის გამო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დავემშვიდობეთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურდა, მაგრამ წაგება უნდა ვიცოდეთ.

სხვა მხვრივ, ევროპის ლიგა ჩემთვის ახალი გამომწვევა იქნება. შევეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ.

იმედია, „რეალს“ ყველაფერი გამოუვა და „პორტუ“ მას სუპერთასზე შეხვდება“, – ციტირებს ვეტერანს „AS“-ი.

კასილიასი: „მოურინიოსთან კონფლიქტი ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა, რომელიც ამჟამად „პორტუში“ თამაშობს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლლიქტის შესახებ ისაუბრა.

„იყო მომენტი, როდესაც არ მესმოდა, თუ რა ხდება. ყველამ ყურადღება ჩემზე გადაიტანა და მხოლოდ კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებდი.

ყველამ იცოდა, რომ მოურნიოსთან ბევრ ფეხბურთელს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ეს მე მეხებოდა. კლუბის ხელმძღვანელობას არ მივუთითე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა კასილიასმა დოკუმენტურ ფილმ „იკერის მემუარებში“.

დელ ბოსკე: „დე ხეა კასილიასის შესაცვლელად ემზადება“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა ნელ-ნელა ეროვნულ გუნდში იკერ კასილიასის შესაცვლელად ემზადება.

„როდესაც კასილიასი ნაკრებში აღარ იქნება, მისი შემცვლელის პოვნა მოგვიწევს. ერთ-ერთი, ვინც ამისთვის ემზადება, დე ხეაა. საკითხი იმაში არ მდგომარეობს, რომ იკერი აუცილებალდ ერთა ადამიანმა უდნა შეცვალოს. უბრალოდ, ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ“, – ციტირებს დელ ბოსკეს „Bernabeu Digital“-ი.

ჩამოართმევს თუ არა ხელს მოურინიო იკერ კასილიასს?

„პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მეკარე იკერ კასილიასთან დაკავშირებულ კითხვას ელოდებოდა და ამ თემაზე ჟურნალისტს კითხვის დასმამდე ესაუბრა.

„ვიცი, რაც უნდა მკითხოთ. დიახ, კასილიასს მატჩის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ აუცილებლად მივესალმები. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას ხელს ჩამოვართმევ. მოდით, ამ თემაზე მეტი არაფერი მკითხოთ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტა.

კეილორ ნავასმა „რეალში“ იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა

„გრანადასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა თავისი გუნდის კარი მშრალად შეინახა. ამით მან „ბლანკოსის“ ყოფილი კარის დარაჯის იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა, რომელსაც 2008/09 წლების სეზონში გოლი 450 წუთის განმავლობაში არ გაუშვია.

გარდა ამისა, ნავასმა „რეალის“ კიდევ ერთი მეკარის მიგელ ანხელის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 1975/76 წლების სეზონში პრიმერას პირველ ოთხ ტურში კარი მშრალად შეინახა.

კასილიასი: „მოგებასთან ახლოს ვიყავით“

„პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა კიევის „დინამოსთან“ გასვლითი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა გოლი ბოლო წუთებზე გაუშვა, რის გამოც შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა

„პორტუ“ ნაჩვენები თამაშის გამო მოგებას იმსახურებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს არ გაგვიმართლა. რთულ პირობებში მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, პორტუგალიაში მხოლოდ ერთ ქულით ვბრუნდებით“, – ციტირებს იკერს უეფას ოფიციალური საიტი.

კასილიასი: „პორტუში“ თავს როგორც სახლში ვგრძნობ“

მადრიდის „რეალიდან“ პორტუგალიის „პორტუში“ გადასულმა იკერ კასილიასმა თავისი ახალი კლუბის გულშემატკვირებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, „პორტუში“ ის თავს როგორც სახლში გრძნობს.

„გულშემატკვირებს ასეთი სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი. აქ თავს როგორც სახლში ვგრძნობ. გლშემატკივრების მხრიდან სიყვარული ერთ-ერთი დიდი რამაა, რომლის მიღება სპორტსმენს შეუძლია“, – განაცხადა კასილიასმა.

90-იანების ათი საუკეთესო მეკარე, რომელიც დღემდე თამაშობს

წარმოგიდგენთ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთში მოსულ იმ ათ მეკარეს, რომელიც დღემდე აქტიურ სპორტშია.

1. მარკ შვარცერს ოქტომბერში 43 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. არადა, ავსტრალიელი ჯერ კიდევ 1994/95 წლების სეზონში დრეზდენის „დინამოში“ თამაშობდა

2. ადრე ამჟამად 40 წლის შეი გივენის გარეშე „ნიუკასლის“ წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 2009 წელს მან ცდუნებას ვერ გაუძლო და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ჯო ჰარტს კონკურენცია ვერ გაუწია, რის გამოც „ასტონ ვილაში“ წასვლა მოუწია, სადაც მხოლოდ განვლილი სეზონის ბოლო ნაწილში ითამაშა

NEWCASTLE SHAY GIVEN WATCHES THE BALL GO IN AT ST JAMES PARK.

3. იკერ კასილიასი 18 წლის იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მადრიდის „რეალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. და, აი, ახლა, 16 წლის შემდეგ, ის „სამეფო კლუბს“ ტოვებს

4. სხვათაშორის, იმ პერიოდში კასილიასმა შემადგენლობიდან ალბანო ბიზარის ამოგდება გამოუვიდა. მოგვიანებით ბიზარი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა წარმატებას ვერც „ჯენოაში“ და ვერც „ლაციოში“ მაიღწია. განვლილ სეზონში მან „კიევოში“ ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი ვერონელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა

5. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ძირითადი მეკარე „იუვეში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე გახდა

Parma's goalkeeper Gianluca Buffon (C) celebrates with his team mate Nestor Sensini (L) and Alain Boghossian (2R) after saving a penalty from Inter Milan's Ronaldo's (R) during their Italian Serie A soccer match in Milan's at San Siro stadium May 8. Ôîòî: REUTERS

6. „რომას“ ამჟამინდელი მეკარე მორგან დე სანქტისი 37 წლის ბუფონზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია

LEVERKUSEN, GERMANY - DECEMBER 09:  UEFA POKAL 99/00 Leverkusen; TSV BAYER 04 LEVERKUSEN - UDINESE CALCIO 1:2; JUBEL TORWART Morgan de SANCTIS (22); Massimo MARGIOTTA (29)/UDINESE  Ôîòî: Gettyimages.ru/Frank Peters/Bongarts

7. კრისტიან აბიატი „მილანში“ 1998 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა 2008 წელს „როსონერიში“ დაბრუნდა

 

8. ალექს მანინგერი მრავალი წლის განმავლობაში „არსენალის“ მეორე მეკარე იყო. ავსტრიელმა ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც „მეთოფეების“ დატოვება მოუწია. მანინგერი ერთი პერიოდი „იუვენტუსშიც“ იყო. ამჟამად ის „აუგსბურგში“ ირიცხება და ბუნდესლიგაში პერიოდულად თამაშიც უწევს

9. გავიხსენოთ „მილანის“ კიდევ ერთი მეკარე, თუმცა დღეს ის „როსონერიში“ აღარ თამაშობს. ნელსონ დიდა 90-იანების შუაში ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა. ამჟამად ის ბრაზილიურ „ინტერნასიონალშია“, რომლის შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, 41 წლის გოლკიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

Brazil V Canada

 

10. „სან-პაულუში“ თამაში და გოლების გატანა როჟერიო სენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო. 42 წლის მეკარეს ეს წარმატებით დღესაც გამოსდის

ხორდი ალბამ იკერ კასილიასის „რეალიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა

„ბარსელონას“ მცველი ხორდი ალბა მადრიდის „რეალიდან“ იკერ კასილიასის წასვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, იკერი კატალონიური კლუბის ფეხბურთელებსაც დააკლდება.

„იკერმა ყველაფერი გააკეთა, რათა მსოფლიოში პატივისცემა დაემსახურებინა. განვლილ სეზონი მას „რეალთან“ არააფერი მოუგია, ჩავი კი, ჩვენი რიგებიდან წასვლისას, პირიქით, ყველა ტურნირის გამარჯვებული გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კასილიასს „ბარსელონაც“ ემშვიდობება“, – ციტირებს ალბას გამოცემა AS-ი.

იხილეთ ასევე: რა ნომრით ითამაშებს „პორტუში“ იკერ კასილიასი?

ბენიტესმა კასილიასის წასვლის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მეკარე იკერ კასილიასის „პორტუში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„იკერი მადრიდის „რეალის“ ცოცხალი ლეგენდაა, კლუბის ისტორიაში ის საუკეთესო გოლკიპერია. თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა. როგორც მწვრთნელი, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, „რეალის“ გულშემატკვიართა გულებში ის სამუდამოდ დარჩება. იმედია, „პორტუში“ ის თავს გამოიჩენს“, – განაცხადა ფეხბურთს ესპანელმა სპეციალისტმა.

იხილეთ ასევე: რა ნომრით ითამაშებს „პორტუში“ იკერ კასილიასი?