დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ილკაი გუნდოგანის გარეშემო სიტუაცია ჯერჯერობით არ წყნარდება.
აქამდე ევროპული პრესა გიუნდოგანის წამყვან ევროპულ კლუბებში ტრანსფერის შესახებ წერდა. პირველ რიგში, ილკაის სახელი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირდებოდა.
ცნობილი გერმანული გამოცემის, „Kicker“-ის ინფორმაციით, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშეს ულტიმატუმი წაუყენა – იმ შემთხვევაში, თუ იგი მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მას ზაფხულში გაყიდიან.
ცნობისთვის, მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ, რის გამოც „ბორუსია“ შიშობს, რომ გიუნდოგანი კლუბს უსასყიდლოდ დატოვებს.