პოლ ჯორჯს ტვინის შერყევა აქვს

NBA.com-ის ცნობით, ექიმებმა „ინდიანა პეისერსის“ თავდამსხმელს პოლ ჯორჯს ტვინის შერყევა აღმოუჩინეს.

მოედანზე დაბრუნების წინ მოთამაშეს სპეციალური ტესტების გავლა მოუწევს. აქედან გამომდინარე, „პეისერსის“ ერთ-ერთი ლიდერი „მაიამი ჰიტთან“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩს გამოტოვებს, რომელიც შაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯმა მეორე შეხვედრაში დუეინ უეიდთან ორთაბრძოლაში თავი დაიზიანა. შემდგომ კალათბურთელმა აღიარა, რომ გარკვეული პერიოდით გონებაც კი დაკარგა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინდიანა პეისერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია მოგებით დაიწყო

დღეს „მაიამი ჰიტსა“ და „ინდიანა პეისერსს“ შორის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. მატჩი „პეისერსის“ 11-ქულიანი გამარჯვებით – 107:96 დასრულდა.

საუკეთესო „ინდიანას“ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 7 გადაცემაც გააკეთა. რაც შეეხება „ჰიტს“, მისი რიგებიდან დუეინ უეიდი გამოირჩა – მისმა მონაგარმა 27 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „მაიამი ჰიტი“107:96 (30:24, 25:21, 28:25, 24:26)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 7 პ.), უესტი (19 ქ. 7 მ.), ჰიბერტი (19 ქ. 9 მ.), სტივენსონი (17 ქ. 8 პ.)
„ჰიტი“: უეიდი (27 ქ.), ჯეიმსი (25 ქ. 10 მ. 5 პ. 3 ჩ.), ანდერსენი (!4 ქ.), ალენი (112 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 1:0

„ინდიანა პეისერსმა“ პლეიოფში მოხსნების საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელების ანგარიშზე „ვაშინგტონ უიზარდსთან“ სერიის მეხუთე მატჩში ჯამში მხოლოდ 23 მოხსნა დაფიქსირდა. ESPN.com-ს თუ დავუჯერებთ, კლუბის ისტორიაში პლეიოფში ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

„უიზარდსის“ კალათბურთელებმა თავის მხვრივ 62 მოხსნა დააგროვეს. მოხსნებში გუნდთა შორის საბოლოო სხვაობამ, შესაბამისად, 39 შეადგინა, მსგავსი შედეგი კი 1985 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

„პეისერსმა“ აღნიშნული მატჩი ანგარიშით 79:102 წააგო და პლეიოფის ისტორიაში საკუთარ მოედანზე მეორე მსგავსი მარცხი განიცადა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინდიანა პეისერსი“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ თავის სერიებში დაწინაურდნენ (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის ორი სერიის მესამე მატჩი ჩატარდა.

ვაშინგტონში „უიზარდსმა“ „ინდიანა პეისერსი“ მიიღო და 22 ქულით დამარცხდა. საუკეთესო დედაქალაქელთა რიგებში ბილი აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. სტუმართა შემადგენლობიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა – მისმა მონაგარმა 23 ქულა 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა შეადგინა.

„ვაშინგტონ უიზარდსი“ – „ინდიანა პეისერსი“ 63:85 (17:17, 16:17, 12:26, 18:25)

„უიზარდსი“: ბილი (16 ქ.), უოლი (15 ქ. 6 პ. 7 დ.), არიზა (12 ქ. 15 მ. 3 ჩ.), გორტატი (4 ქ. 10 მ.)
„ინდიანა პეისერსი“: ჯორჯი (23 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჰიბერtი (14 ქ. 5 მ. 3 ბ.), უესტი (12 ქ.), სკოლა (11 ქ.), სტივენსონი (9 ქ. 7 მ. 5 პ.), ჰილი (9 ქ. 5 მ. 5 პ. 3 ჩ.)

ანგარიში სერიაში: 2:1 „პეისერსის“ სასარგებლოდ

ლოს-ანჯელესში „კლიპერსმა“ „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ მიიღო და 6 ქულით წააგო. საუკეთესო დოკ რივერსის გუნდის რიგებიდან ბლეიკ გრიფინი იყო – მან 34 ქულა დააგროვა, 8 მოხსნა და 3 ბლოკშოთი გააკეთა. „თანდერის“ მხრიდან დურანტი და უესტბრუკი გამოირჩნენ – კევინის მონაგარმა 36 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი შეადგინა, ხოლო უესტბრუკმა 23 ქულა დააგროვა, 13 პასი და 8 მოხსნა გააკეთა.

„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ 112:118 (33:29, 30:32, 27:25, 22:32)

„კლიპერსი“: გრიფინი (34 ქ. 8 მ. 3 ბ.), პოლი (21 ქ. 16 პ. 3 ჩ. 0 დ.), კროუფორდი (20 ქ.), ბარნსი (14 ქ. 5 მ.), ჯორდანი (10 ქ. 11 მ. 3 ბ.)
„თანდერი“: დურანტი (36 ქ. 8 მ. 6 პ.), უესტბრუკი (23 ქ. 13 პ. 8 მ.), იბაკა (20 ქ. 6 მ.), ბატლერი (14 ქ.), ჯექსონი (14 ქ.)

ანგარიში სერიაში: 2:1 „თანდერის“ სასარგებლოდ

„პეისერსი“ ინდიანაპოლისში მინიმუმ 13 წლით რჩება

ინდიანაპოლისის განვითარების კავშირმა ერთხმად დაადასტურა, რომ „პეისერსი“ ქალაქის სახელს მინიმუმ კიდევ 13 წლის განმავლობაში დაიცავს, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება.

მიღწეული შეთანხმების შედეგად, კლუბმა 164 მილიონი დოლარი მიიღო, რომელსაც არენა „Bankers Life Fieldhouse“-ს განვითარებაზე უახლოესი ათი წელიწადის განმავლობაში დახარჯავს. ამასთან დაკავშირებით „პეისერსმა“ ხსენებულ დარბაზში თამაშის უფლებაც შეინარჩუნა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ფინიქს სანსთან“ მატჩის წინ ტაირიკ ევანსი ლიფტში გაიჭედა

„ნიუ-ორლეან პელიკანსის“ ფორვარდი ტაირიკ ევანსი არენა „US Airways Center“-ში, სადაც მის გუნდს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თანაგუნდელებზე გვიან ჩავიდა, რადგან სასტუმროს ლიფტში გაიჭედა.

აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, „პეისერსის“ თავკაცმა მონტი უილიამსმა ევანსი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. სათამაშო დროის 36 წუთში ტაირიკმა 14 ქულა დააგროვა, 5 მოხსნა და 4 პასი გააკეთა, თუმცა მისი გუნდი ანგარიშით 104:116 დამარცხდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფაჩულიას “მილუოკი” “ინდიანას” კვლავ გაუძალიანდა

ზაზა ფაჩულიას „მილუოკი“ ბოლო 5 დღეში მეორედ შეხვდა ნბა-ს ერთ-ერთ ლიდერ „ინდიანას“ – ამჯერად სტუმრად და ბრძოლაში, 5 ქულით დამარცხდა – 96:101.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ თავის ინდიანელ ოპონენტთან შედარებით შედეგიანობა ვერ გამოიჩინა.

ზაზამ 8 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაყოლა. რაც შეეხება მის ოპონენტ როი ჰიბერტს, ინდიანელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი – 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

„მილუოკისთვის“ ეს იყო 46-ე წაგება 57-ე მატჩში. მორიგ მატჩს ლიგის აუტსაიდერები 1 მარტს, შინ „ბრუკლინთან’ გამართავენ.

GBF.GE

ფაჩულიას ინდიანასთან ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიდერ “ინდიანას” უმასპინძლა და ბრძოლაში –100:110 დამარცხდა. “მილუოკის” ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითააშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ფაჩულიამ მოედანზე ზუსტად 27 წუთი გაატარა, მას ძირითადად ინდიანელთა ცენტრ როი ჰიბერტისთან უძევდა პაექრობა. ჰიბერტმა შეხვედრა 4 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა, თუმც აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა თავდამსხმელმა დევიდ ვესტმა გაილაღა, რომელმაც მილუოკელებს 30 ქულა ჩაუგდო.

ფაჩულიამ ქულების უმეტესობა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 10 საჯარიმოდან კი კალათში 8 მოათავსა და მთლიანობაში 10 ქულა მოიპოვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

“მილუოკის” 10 მოგების წილ 44 წაგება აქვს და ამ გუნდის საპლეიოფო ამბიციები დასრულებულია. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 24 თებერვალს, ფილადელფიაში, ადგილობრივ “სიქსერსთან” ელის.

GBF.GE

„პეისერსმა“ სოლომონ ჰილი D-ლიგაში გაუშვა

„ინდიანა პეისერსის“ ხელმძღვანელობამ ფორვარდ სოლომონ ჰილის D-ლიგაში გაშვება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ჰილი კლუბ „ფორტ უეინის“ ღირსებას დაიცავს.

მიმდინარე სეზონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალწვეულმა თექვსმეტ მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში, სათამაშო დროის 9 წუთში, მისმა საშუალო მონაგარმა 1,5 ქულა და 1,6 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბულზმა“ და „ლეიკერსმა“ იმარჯვეს, „როკეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ღამით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი წინასასეზონო მატჩი შედგა.

„ჩიკაგო ბულზმა“, რომლის შემადგენლობაშიც გამოჯანმრთელებულმა დერიკ როუზმა ითამაშა, „ინდიანა პეისერსი“ 6 ქულით დაამარცხა. „პეისერსის“ მხრიდან კარგი შედეგებით დევიდ უესტი და პოლ ჯორჯი გამოირჩნენ, რომელთა მონაგარმაც 14-14 ქულა შეადგინა. „ხარების“ რიგებში კი საუკეთესო ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება მოახერხა. რაც შეეხება როუზს, მისმა მაჩვენებელმა 13 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ჩიკაგო ბულზი“ 76:82 (19 : 23 | 22 : 21 | 23 : 14 | 12 : 24)

„პეისერსი“: უესტი (14 ქ. 4 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.); ჯორჯი (14 ქ. 5 მ. 2 გ. 1 ჩ. 1 ბ.), ჰიბერტი (11 ქ. 9 მ. 2 ჩ. 2 ბ.), ჰილი (8 ქ. 2 მ. 6 გ. 1 ჩ. 2 ბ.), სკოლა (7 ქ. 3 მ. 1 ბ.), გრეინჯერი (6 ქ. 2 გ.), სტივენსონი (5 ქ. 4 მ. 1 გ.), უოტსონი (3 ქ. 2 მ. 1 გ.), სლოუნი (2 ქ. 1 მ.), მაინმი (2 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ს. ჰილი (2 ქ. 2 მ. 1 გ. 2 ჩ.), კრის კოუპლენდი (2 ქ. 1 ჩ), ორლანდო ჯონსონი (2 ქ.)

„ბულზი“: გიბსონი (18 ქ. 12 მ. 1 გ. 3 ბ.), დენგი (15 ქუ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.) როუზი (13 ქ. 2 მ. 3 გ. 2 ჩ.), ბატლერი (11 ქ. 6 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.) ჰაინრიკი (6 ქ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.), მოჰამედი (5 ქ. 6 მ. 1 გ. 3 ბ.), დანლივი-უმცროსი (4 ქ. 2 მ. 3 გ.), ტიგი (3 ქ. 1 გ.), მერფი (3 ქ. 4 მ. 2 გ.), ბუზერი (2 ქ. 7 მ. 1 გ. 1 ბ.), სნელი (2 ქ. 1 მ. 2 გ.)

ძალიან საინტერესო გამოდგა „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ნიუ-ორლეანს პელიკანსის“ შეხვედრა, რომელიც ნიუ-ორლეანელებმა მხოლოდ ერთი ქულით მოიგეს და საბოლოო ჯამში, 115:116 იმარჯვეს.

„ჰიუსტონ როკეტსი„ – „ნიუ-ორლეანს პელიკანსი“ 115:116 (33 : 22 | 24 : 31 | 34 : 29 | 24 : 34)

„როკეტსი“: ჰარდენი (21 ქ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კასპი (20 ქ. 2 მ. 1 ბ.), ჰოვარდი (19 ქ. 9 მ. 3 გ. 1 ბ.), ჯონსი (13 ქ. 5 მ. 1 ჩ.), ბევერლი (12 ქ. 5 გ.), პარსონსი (11 ქ. 6 მ. 2 გ.), ლინი (11 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (4 ქ. 6 მ. 3 გ.), კოვინგტონი (4 ქ. 1 მ.), ბრიუესი (1 მ. 1 გ. 1 ბ.), ბრუკსი (1 მ. 1 გ.)

„პელიკანსი“: მოროუ (26 ქ. 5 მ. 1 გ.), დევისი (21 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 ბ.), რივერსი (21 ქ. 1 მ. 5 გ. 2 ჩ.), ჰოლიდეი (13 ქ. 2 მ. 3 გ.), სმიტი (12 ქ. 5 მ. 2 გ. 2 ჩ), ონუაკუ (8 ქ. 7 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ევანსი (7 ქ. 2 მ. 1 გ.), ამინუ (4 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), ჰეივორდი (2 ქ. 1 მ. 2 ჩ.), რომასი (2 ქ. 4 მ.), სტიმსმი (1 . 1 ბ.)

ახალი სეზონისთვის თავისი მოსამზადებელი მატჩი „ლოს-ანეჯელეს ლეიკერსმაც“ გამართა, რომლის მეტოქეც „გოლდენ სტიტ უორიორსი“ იყო. შეხვედრა კალიფორნიელთა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. საუკეთესო მათ რიგებში ხავიერ ჰენრი იყო, რომელმაც 29 ქულის დაგროვება შეძლო. „უორიორსის“ რიგებიდან კი კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 26 ქულა შეადგინა.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 104:95 (28 : 29 | 32 : 28 | 10 : 14 | 34 : 24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (29 ქ. 7 მ. 2 ჩ.), იანგი (17 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ჩ.), ფარმარი (12 ქ. 3 მ. 7 გ. 3 ჩ.), კამანი (10 ქ. 10 მ. 4 გ. 2 ბ.) საკრე (9 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ბ.), ბლეიკი (6 ქ. 2 მ. 3 გ. 1 ჩ.), უილიამსი (4 ქ. 5 მ. 1 გ.), ჰარისი (4 ქ. 1 მ.) ჰილი (3 ქ. 6 მ.), მიკსი (3 ქ. 1 გ.), ლენდრი (3 ქ. 2 გ. 1 ბ.), გადზურიჩი (2 ქ. 3 მ. 1 გ.), ჯონსონი (2 ქ. 3 მ. 1 გ)

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“: ტომპსონი (26 ქ. 1 მ. 1 გ.), იგუდალა (!5 ქ. 3 მ. 1 გ. 2 ჩ.), ბარნსი (10 ქ. 7 მ. 3 გ. 2 ჩ.), ლი (10 ქ. 4 მ. 5 გ. 1 ბ.), ბოგური (7 ქ. 12 მ. 1 გ. 1 ჩ.), კარი (5 ქ. 4 მ. 2 გ. 2 ჩ.), დუგლასი (5 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ.), სპეიტსი (4 ქ. 5 მ.), ბეიზმორი (4 ქ. 1 ბ.), დედმონი (2 ქ. 2 მ.), ჯონსი (2 ქ. 1 გ. 2 ჩ.), გრინი (2 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კატი (1 გ.)

ალექსანდრე მატევოსოვი

”პეისერმა” ჯორჯთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

”ინდიანა პეისერსის” მენეჯერებმა პოლ ჯორჯთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რის შესახებაც  ESPN.com-ი წერს. გაფორმებული შეთანხმებით, ფორვარდს ხელფასის სახით ამ პერიოდში 80 მილიონი დოლარი ექნება გარანტირებული, თუმცა მას დამატებითი 10 მილიონის გამომუშავებაც შეეძლება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იგი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდება და MVP-ს წოდებას მიიღებს.

გასული სეზონის ერთ მატჩში 23 წლის ჯორჯის საშუალო მონაგარმა 17,4 ქულა, 7,6 მოხსნა და 4,1 გადაცემა შეადგინა. გარდა ამისა, პოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო გათამაშების ყველაზე პროგრესიულ მოთამაშედ აღიარეს.

ალექსანდრე მატევოსოვი