ხუთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ხუთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანიათ.

5) ლორან ბლანი – 36 წლის და 338 დღის

4) ხავიერ ძანეტი – 37 წლის და 71 დღის

3) ფილიპო ინძაგი – 37 წლის და 86 დღის

2) რაიან გიგზი – 37 წლის და 289 დღის

1) ფრანჩესკო ტოტი – 38 წლის და 3 დღის

ინძაგი: “დასაკარგი არაფერი გვაქვს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” მომავალ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს “როსონერი” “ბიანკონერის” “სან სიროზე” მიიღებს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

“სერია A-ს პირველ ორ ტურში ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. “იუვენტუსთან” რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

ვიცით, რომ “სან სირო” ბოლომდე გაივსება, გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, ხოლო ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან”, – ამბობს ინძაგი.

რას დაპირდა ფილიპო ინძაგი ფერნანდო ტორესს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანში” გადმოსვლამდე ფილიპო ინძაგიმ ფერნანდო ტორესს დაურეკა და მას დაპირებით მიმართა.

ესპანელი მოთამაშე “როსონერის” გასულ თვეში ლონდონის “ჩელსიდან” ორწლიანი იჯარით შეუერთდა.

Calcio Mercato-ს ცნობით, ინძაგიმ ტორესს ასეთი რამ უთხრა: “გადმოდი “მილანში”. მე გაგხდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ადრე იყავი, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს. ასევე, გამორჩეული იქნები ეროვნულ ნაკრებშიც.”

შეგახსენებთ, რომ კვირას, იტალიის სერია A-ში “პარმას” დაუპირისპირდება, “შავ-წითლებში” ტორესის დებიუტი კი სწორედ ამ დღეს შედგება.

 

ინძაგი: “საბედნიეროდ, გაზეთებს ხშირად არ ვკითხულობთ”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ ის და მისი გუნდის ფეხბურთელები გაზეთებს იშვიათად კითხულობენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ “როსონერი” კარგად ვერ გამოიყურება, პრესაში კი “შავ-წითლებს” ხშირად აკრიტიკებენ.

“საბედნიეროდ, მე და ჩემი ბიჭები გაზეთებს ხშირად არ ვკითხულობთ. მინდა, ჩვენმა გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ”, – ამბობს ინძაგი.

პაცინი: “ინძაგი ხშირად მესაუბრება”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი მასთან ხშირად საუბრობს.

“ინძაგიმ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს “მილანი”. ის ცდილობს, რომ მილანური სულისკვეთება ჩვენც გადმოგვცეს. ვფიქრობ, ფილიპო ძალიან კარგი მწვრთნელია. ის ხშირად მესაუბრება, მისგან კი რჩევების მიღება კი ჩემთვის სასიამოვნოა”, – ამბობს პაცინი.

ფილიპო ინძაგი: “დარწმუნებული ვარ, რომ ბალოტელი დარჩება”

მილანის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ბალოტელის სავარაუდო წასვლის შესახებ ხმები უარყო.

“ბალოტელი “მილანისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვეცდები მისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო.

მისი წასვლის შემთხვეაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ პაცინი გვრჩება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ბალოტელი დარჩება” – განაცხადა ინძაგიმ.

ფილიპო ინძაგიმ “მილანის” ვარჯიშზე გოლების გატანა დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მწვრთნელია, ფილიპო ინძაგი “როსონერის” ვარჯიშებზე თავისი შედეგიანი თამაშით მაინც გამოირჩევა.

ინძაგი: “ჩვენი მთავარი მიზანი გულშემატკივრების “სან სიროზე” დაბრუნებაა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაში და გულშემატკივრების “სან სიროზე” დაბრუნებაა.

“როცა გუნდში მოვედი, კარგი სიტუაცია დამხვდა. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქის დასამარცხებლად 100 პროცენტით დაიხარჯებიან. თითოეული მოთამაშე, რომელიც გუნდში იქნება, ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ “მილანის” მაისურის ტარების ღირსია. ჩვენი მთავარი მიზანი გულშემატკივრების “სან სიროზე” დაბრუნებაა”, – ამბობს ინძაგი.

ანჩელოტი: “ინძაგი “მილანისთვის” კარგი მწვრთნელი იქნება”

მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ თუ კლარენს ზეედორფი “მილანს” დატოვებს, გუნდისათვის ინძაგი კარგი მწვრთნელი იქნება.

“პიპომ ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობით საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. ფილიპო ძალიან ემოციურია და ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს. თუ კლარენსი “მილანს” დატოვებს, მაშინ ინძაგი “როსონერისათვის” კარგი მწვრთნელი იქნება. თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, მას წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ანჩელოტი.

“მილანმა” ინძაგი “სასუოლოში” არ გაუშვა

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბმა ფილიპო ინძაგის “სასუოლოში” გაშვებაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ ინძაგი ამჟამად “მილანის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის.

“სასუოლომ ოფიციალურად მოგვმართა, თუმცა ჩვენ უარი ვუთხარით. პიპო კლუბის ოფისში დღეს დილით მოვიდა და ჩვენ მას ვუთხარით, რომ ვერსად ვერ გავუშვებთ. ინძაგი მწვრთნელობას ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში სწავლობას. მას კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს. ინძაგი ჩვენი გუნდის ლეგენდაა და ის არსად არ წავა” – განაცხადა გალიანიმ.

შევჩენკო: “მასიმილიანო ალეგრის რჩევები გამომადგება”

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო მილანში იმყოფებოდა, სადაც რა თქმა უნდა, “მილანელო” და “როსონერის” წევრები მოინახულა.

ცხადია, იტალიელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და შევჩენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს.

allegri

– როგორ გრძნობთ თავს “მილანელოზე”?
– როდესაც “მილანელოზე” მოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვხვდები ძველ მეგობრებს და აქედან წასვლის სურვილი აღარც კი მიჩნდება. სამწვრთნელო კურსებს გავდივარ. მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე, მან თავისი ხედვები გამიზიარა, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება.

– ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა. მათთან ხშირად ვსაუბრობ. გატუზომ და ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაიწყეს. შესაძლოა, მალე მათ გზას მეც გავუდგე.

– “სან სიროზე” თბილად შეგხვდნენ. (შევჩენკო და მალდინი “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – ავტ.)
– მინდა, რომ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩემს გულში არიან და როცა აქ მოვდივარ, ძველი დრო მახსენდება. მიხარია, რომ იმ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, რომელსაც “მილანი” ჰქვია.

maldin

– რას გვეტყვით “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაზე?
– “მილანმა” მოგება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. მიხარია, რომ კაკამ გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, “როსონერის” ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, უბრალოდ, გუნდს ამ პერიოდში, პატარა ჩავარდნა აქვს.

– რას გვეტყვით კაკაზე?
– დრო გადის, მაგრამ კაკა კვლავაც მოტივირებული და შრომისმოყვარეა. მან “მილანისთვის” ბევრი რამ გააკეთა და კარგია, რომ ისევ აქ დაბრუნდა.

– მოგწონთ ელ შაარავი? თქვენ მას სტადიონზე ესაუბრეთ.
– ელ შაარავი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ტრავმა აწუხებს. თუმცა, სტეფანს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს, ტრავმას მალე მოირჩენს და გუნდს ისევ დაეხმარება. ის ძალიან ნიჭიერია.

el

– რომელი წელი იყო საუკეთესო, “მილანში” ყოფნისას?
– გამოვარჩევდი იმ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსი” დავამარცხეთ. როდესაც ბოლო პენალტი შევასრულე და გოლი გავიტანე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

დიტო ჭიჭინაძე