გუშინ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “ტოტენჰემთან” სტუმრად, ანაგარიშით, 2-1 დამარცხდა და ოთხეულში შესვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.
“ჩვენთვის, “მანჩესტერ უნაიტედისთვის” უმთავრესია არა პირველ ოთხ გუნდს შორის ყოფნა, არამედ ტიტულების მოგება! ასე რომ, ახლა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მეორე თასის მოსაპოვებლად. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი წარმატება იქნება. ჩვენთვის ეს უმნიშნელოვანესია!”
“ვიცით, თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვითამაშებთ. ამიტომ, ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით. შესაძლოა, ის გუნდები, რომლებიც ოთხეულში არიან, სხვა დროს ჩვენს ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში, მათი მიზანიც ტიტულის მოგება იქნება.”
“ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გავრისკეთ და ევროპის ლიგაზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გაგვირისკავს! რაც გავაკეთეთ, ეს სწორი იყო! ორივე ფრონტზე უნდა გვებრძოლა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა,” – აცხადებს მოურინიო.