ირლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გავიდა.
ჭდე: ირლანდია
უეფამ კვირის საუკეთესო გოლი დაასახელა — ოქრიაშვილი თუ მაკგიდი
უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი კვირის საუკეთესო გოლად ეიდენ მაკგიდის მიერ საქართველოს ნაკრებში გატანილი ბურთი დაასახელა.
ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველმა ბურთი ტექნიკურად მიიღო, დაამუშავა და ძლიერი დარტყმით გაგზავნა როინ კვასხვაძის კარში. ამ გოლის წყალობით ირლანდიის ნაკრებმა თბილისიდან 3 ქულა წაიღო.
“კარგად ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის”, – გამოტყდა მატჩის შემდეგ მაკგიდი.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმაც გაიტანა არანაკლები სილამაზის გოლი, თუმცა უეფამ საუკეთესოდ ირლანდიელის მიერ გატანილი ბურთი დაასახელა.
თორნიკე ოქრიაშვილი რობი კინის წინააღმდეგ
7 სექტემბერს, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ქართველების მხრიდან გამორჩეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის კაპიტანი რობი კინი მშვენიერი ფინტით მოატყუა.
მაკგიდი: “პირველი გოლის მომენტში გაგვიმართლა”
ირლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ეიდენ მაკგიდი აცხადებს, რომ მის გუნდს პირველი გოლის მომენტში გაუმართლა.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ირლანდიელთა მხრიდან ორივე გოლი მაკგიდიმ გაიტანა.
“პირველი გოლის მომენტში ცოტათი გაგვიმართლა. მაკკარტის შეეძლო თვითონვე დაერტყა, მაგრამ პასი გამიკეთა და მე გოლის გატანა მოვახერხე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი გოლი გავიტანო. შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ”, – ამბობს მაკგიდი.
ირლანდიამ საქართველო ბოლო წუთზე გატეხა
“დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა.
თემურ ქეცბაიამ პირველივე წუთებიდან თამაში მეორე ნომრად არჩია. საქართველოს ნაკრებმა აქცენტი ძლიერ უკანა ხაზზე გააკეთა და სასტარტოში მოედანზე სამი ცენტრალური მცველი, ხუბუტია, კვერკველია და გურამ კაშია იყვნენ, რომლებსაც ფლანგებიდან კვირკველია და ლობჟანიძე ეხმარებოდნენ.
მატჩი ირლადნიელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. ჯონ უოლტერსის სწრაფ გარღვევას კუთხური მოჰყვა, რომელსაც განსაკუთრებული ხითაფი არ მოჰყოლია. მე-12 წუთზე სტუმრებს სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მიეცათ. თუმცა, ქუინის ჩაწოდება ლორიას იოლი ნადავლი გახდა. ირლანდიელთა შემდეგ შეტევაში მეკარესთან პირისპირ რობი კინი რჩებოდა. ლორიამ აქაც დროულად დატოვა კარი და ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია.
საქართველოს ნაკრებმა სტუმართა აქტიურ სტარტს გაუძლო და 21-ე წუთზე პირველი მომენტიც შექმნა. გელაშვილის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ანანიძის ჩაწოდების შემდეგ გატანის შანსი კიდევ ერთხელ იყო, თუმცა ჯანოს გადაცემას შეტევაში ჩართული ქართველი მცველები ვერ შეწვდნენ. ირლანდიელებმა საპასუხო შეტევაში მოახერხეს ანგარიშის გახსნა. ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილ ეიდენ მაკგიდის გატანა არ გასჭირვებია – 0:1.
33-ე წუთზე კარში კანკავამ დაარტყა. კაპიტნის მცდელობა საკმაოდ სუსტი იყო და სტუმართა მეკარეს მისი მოგერიება არ გასჭირვებია. 5 წუთში კი ფორდი უძლური იყო. ოქრიაშვილის ულამაზესმა დარტყმამ მიზანს მიაღწია – 1:1.
მეორე ტაიმის დებიუტში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად მასპინძელთა კარში ადგილი როინ კვასხვაძემ დაიკავა. როგორც შემდეგ გაირკვა, ლორიას ერთ-ერთ ეპიზოდში ირლანდიელ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ნეკნი დაუზიანდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. 52-ე წუთზე ოქრიაშვილის სახიფათო დარტყმას ირლანდიელები გადაეღობნენ. მალევე ანანიძემ გააკეთა კარგი გამჭოლი გადაცემა, თუმცა დევიდ ფორდი ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო.
54-ზე უკვე ირლანდიელები უტევდნენ სახიფათოდ. ვითარების განმუხტვა ზუსტი თამაშით კვერკველიამ შესძლო. მოგვიანებით ეიდენ მაკგიდის დუბლის შესრულების შანსი მიეცა. ირლანდიელთა 7 ნომრის სახიფათო საჯარიმო მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
67-ე წუთზე ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა თარგამაძემ იაქტიურა, თუმცა მისი დარტყმა ძალიან სუსტი გამოდგა. ამის შემდეგ ქეცბაიას შეგირდებმა ტერიოტრიული უპირატესობის მოპოვება შესძლეს. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ბურთს სწორედ ქართველები აკონტროლებდნენ და რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო იერიშიც განახორციელეს.
გატანა ირლანდიელებსაც შეეძლოთ. სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე აქტიური ეიდენ მაკგიდი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მისი მცდელობა ამჯერად უშედეგო გამოდგა.
შეხვედრის ბედი დაკსვნით მონაკვეთში გადაწყდა. მატჩის ბოლო წუთები ირლანდიელთა კარნახით წარიმართა, რაც 90-ე წუთზე ეიდენ მაკგიდის გოლით დასრულდა. ირლანდიელმა დუბლი გიაფორმა და საქართველოს ნაკრები სასტარტო მატჩში უქულოდ დატოვა.
ევრო-2016 (საკვალიფიკაციო ეტაპი)
საქართველო — ირლანდია 1:2 (1:1)
საქართველო: ლორია (კვასხვაძე 46′), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ხუბუტია, კვირკველია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე (თარგამაძე 63′), ოქრიაშვილი (მჭედლიძე 88′), გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, მაკკარტი (მეილერი 90+1′), კუინი (ბრედი 76′), უოლტერსი, უილანი, მაკგიდი, კინი (ლონგი 76′).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.
გოლები: ოქრიაშვილი 38′ — მაკგიდი 24′ 90.
გაფრთხილებები: კვირკველია 36′, ხუბუტია 48′, დაუშვილი 83′ — უოლტერსი 36′.
მთავარი მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია).
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები
მარტინ ონილი: “საქართველოს ნაკრებიდან ვერავის გამოვარჩევდი”
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის შემდეგ შეხვედრის შესახებ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილმა ისაუბრა.
მარტინ ონილი: „ვთვლი, რომ მატჩი ჩვენი ტერიტორიული უპირატესობით მიმდანირეობდა. სტუმრად თამაშის დროს ბურთზე კონტროლის დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან არ გავუშვით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
ჩვენი გუნდის თამაშში დიდი პროგრესი შეინიშნება. საქართველოს ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუცმა დღეს მათი საუკეთესო დღე არ ყოფილა, ამიტომ ვერავის გამოვარჩევდი. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ეიდენ მაკგიდი მიმაჩნია, რომელიც იგნლისურ პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მას გაცილებით მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში.
გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩის ბოლო ფრეზე თანახმა იყო. შეიძლება, ეს დაღლილობის ბრალიც იყო. საქართველოს თამაში ადრეც მაქვს ნანახი. განსაკთერებით საფრანგეთის გუნდთან ჩატარებულ შეხვედრას გამოვყოდი. მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში.”.
ოქრიაშვილის ლამაზი გოლი
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ ლამაზი გოლი გამოუვიდა, რის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.
საქართველო 1:2 ირლანდია
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. თემურ ქეცბაიას გუნდმა “დინამო არენაზე” ირლანდიის ნაკრები მიიღო და ანაგრიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში ეიდენ მაკგიდიმ 24-ე წუთზე გახსნა. თორნიკე ოქრიაშვილმა 38-ე წუთზე ლამაზი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა იმავე მაკგიდიმ 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ირლანდიელებმა თბილისიდან 3 ქულა წაიღეს.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს შოტლანდიაში გამართავს.
ევრო-2016 (საკვალიფიკაციო ეტაპი)
საქართველო — ირლანდია 1:2 (1:1)
საქართველო: ლორია (კვასხვაძე 46′), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ხუბუტია, კვირკველია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე (თარგამაძე 63′), ოქრიაშვილი (მჭედლიძე 88′), გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, მაკკარტი (მეილერი 90+1′), კუინი (ბრედი 76′), უოლტერსი, უილანი, მაკგიდი, კინი (ლონგი 76′).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.
გოლები: ოქრიაშვილი 38′ — მაკგიდი 24′ 90.
გაფრთხილებები: კვირკველია 36′, ხუბუტია 48′, დაუშვილი 83′ — უოლტერსი 36′.
მთავარი მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია).
მატჩის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ მოგვიანებით.
საქართველო — ირლანდია (სასტარტო შემადგენლობები)
სულ უფრო ცოტა დრო რჩება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის მატჩის დაწყებამდე. ჩვენთვის უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ხუბუტია, კვირკველია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, მაკკარტი, კუინი, უოლტერსი, უილანი, მაკგიდი, კინი.
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.
მთავარი მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია)
პროგნოზისტთა კონკურსი (საქართველო — ირლანდია)
გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეოთხე საკონკურსო კვირის მეექვსე მატჩის კითხვები, რომელიც საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.
ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.
საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: საქართველო – ირლანდია
თემურ ქეცბაია: “ხვალ რთული მატჩი გველის, რომელშიც წარმატებას ბოლომდე ბრძოლა მოგვიტანს”
ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე თემურ ქეცბაიამ და სანდრო კობახიძემ ნაკრების კონდიციებზე და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
თემურ ქეცბაია: “ხვალ ახალი ციკლი იწყება. მატჩისთვის გუნდი ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. ირლანდიასთან მოსაგებად გავალთ მოედანზე და ამისთვსი ყველაფერს გავაკეთებთ.
– მარცხენა მცველის პოზიციაზე ვის მოიაზრებთ ძირითად შემადგენლობაში?
– ჩვენს პრობლემებზე სასაუბროდ აქ შესაფერისი ადგილი არ არის. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება და შანსი ვისაც მიეცემა, დარწმუნებული ვარ, ის ბოლომდე დაიხარჯება.
– რა განწყობაა გუნდში და რას უნდა ველოდოთ ხვალ საქართველოს ნაკრებისგან?
– ჩვენთვის მთავარია, რომ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეთ. გიბრალტარის გარდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის პრეტენზია ალბათ ყველას აქვს. ამიტომ, კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა,ხვალინდელ შეხვედრაში მთავარია არ წავაგოთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა.
2008 წელს ირლანდიის ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ახლა 2014 წელია და მთავარი ხვალინდელი მატჩში წარმატების მიღწევაა.
ირლანდიის ნაკრების მეკარე შეი გივენი ჩემი კარგი მეგობარია. მიხარია მისი საქართველოში ნახვა, თუმცა ცუდია, რომ გივენი ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს. ის საკმაოდ კარგი დონის მეკარეა. ვეცდებით ხვალ მას გოლი გავუტანოთ.
შორს ვართ იმ დონიდან, რომ ირლანდიის ნაკრების კალიბრის გუნდთან პირველ ნომრად ვითამაშოთ. ჩვენთვის მთავარი შედეგია და არ აქვს მნიშვნელობა მას პირველ თუ მეორე ნომრად თამაშით მივაღწევთ.
ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა პრემიერლიგის და ჩემპიონშიპის გუნდებში ასპარეზობენ. ფიზიკურად მეტოქე საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ასე რომ, ხვალ რთული მატჩი გველის, რომელშიც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
აქვე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჰოლანდიაში მოპოვებული გამარჯვება მინდა მივულოცო. თავიანთ გუნდებში მათ მეტი სათამაშო დრო მიეცათ და ფეხბურთელებმაც სულ რაღაც ერთ თვეში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეს, რაც შედეგებზეც აისახა.”
სანდრო კობახიძე: “ირლანდია საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტოქის დამარცხების და ქულების აღების შანსი გვაქვს. ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
მარტინ ონილი: “საქართველოს ნაკრებს პრობლემების შექმნა შეუძლია”
ხვალინდელი მატჩის წინ ირალნდიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” მსუბუქი ვარჯიში გამართა. მანამდე კი, ჟურნალისტების კითხვებს ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილმა და გუნდის კაპიტანმა რობი კინმა უპასუხეს.
მარტინ ონილი: “ოფიციალური მატჩების დაწყებას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ნაკრებთან ერთად ნოემბრიდან ვართ და აქამდე მხოლოდ ამხანაგური თამაშები გვქონდა. სასტარტო 11 ფეხბურთელზე უკვე ჩამოვყალიბდი, თუმცა მოთამაშეებმა ამის შესახებ ჯერ არ იციან. ჯერჯეობით ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ხვალ რობი კინი.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაში ნანახი გვაქვს. დაცვაში ფიზიკურად საკმაოდ ძიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. გამოვყოფდი საფრანგეთთან საკმაოდ კარგ მატჩს. გუნდში მინიმუმ 3-4 მაღალი დონის მოთამაშეა, რომლებსაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. თუმცა, მატჩის შედეგი საბოლოო ჯამში ჩვენზეა დამოკიდებული.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოთხი მატჩიდან სამს სტუმრად ვთამაშობთ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში ყველა თანაბარ პირობებშია.”
რობი კინი: “საქართველოსთან გასამართ შეხვედრას ყველა გასნაკუთრებულად ველოდებით. ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმატების მისაღწევათ საკმარისია.
ნებისმიერ შეჯიბრში კარგი სტარტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვება მომავლაში მთელს ნაკრებზე დადებითად იმოქმედებს. არ აქვს მნიშნველობა ვინ არის მეტოქე და სად თამაშობ, მთავარია შედეგი დადებითი იყოს.
აქამდე ირლანდია მხოლოდ პლეი-ოფით გადიოდა დიდ ტურნირებზე. ვფიქრობ, რომ ახლანდელი ფორმატით, როდესაც ჯგუფიდან ორი გუნდი პირდაპირ გადის, ჩვენს გუნდს მოტივაცია გაეზრდება.“