არ არის გამორციხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მილანმა” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ისკო შეიძინოს. Football Italia-ს ცნობით, ვიჩენცო მონტელას ესპანელი მოთამაშე ძალიან მოსწონს.
24 წლის შემტევ ნახევარმცველს გასულ სეზონში, “სამეფო კლუბის” ძირითად შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევდა, ამიტომ მისი სხვა გუნდში ხილვის შანსი კიდევ უფრო რეალურია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სილვიო ბერლუსკონიმ “მილანის” 99.93 პროცენტი ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა.