როგორ აართვა მატს ჰუმელსმა ბურთი ალვარო მორატას (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:3) მატს ჰუმელსმა ალვარო მორატას ბურთი ძალიან კარგად აართვა.

ბონუჩი: „იუვენტუსს“ უფრო მეტი გოლი უნდა გაეტანა“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ ამ მატჩის წინ თავდაჯერებულები ვიყავით, მეტოქის არ გვეშინოდა. ვიცოდით, თუ რა გაგვეკეთებინა უპირატესობის შესანარჩუნებლად. კარგი კონტრშეტევები გვქონდა, კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა. ბუფონს თამაშში ჩართვა სულ ერთხელ მოუწია, რაც აჩვენებს, თუ რამდენად კარგად ვითამაშეთ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ბონუჩიმ.

“იუვენტუსის” შთამბეჭდავი გამარჯვება დორტმუნდში

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანარიში მე-3 წუთზე კარლოს ტევესმა ულამაზესი გოლით გახსნა და ტაიმიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრაში, 70-ე წუთზე ალვარო მორატამ საკუტარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 9 წუთში კი, ტევესმა დუბლით საბოლოო აგნარიში დააფიქსირა და ორი შეხვედრის ჯამში საკუთარ გუნდს 1/4 ფინალის საგზურიც გაუფორმა.

დორტმუნდი 0-3 იუვენტუსი

გოლები: ტევესი 3′ ; მორატა 70′ ; ტევესი 79′

დორტმუნდი: ვაინდეფელერი – პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – ბენდერი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, მხიტარიანი, როისი – ობამეიანგი

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – ვიდალი, მარკიზიო, პოგბა – პერეირა – მორატა, ტევესი.

ბუფონი: “მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” არასდროსაა მოსაწყენი”

“ბორუსია დორტმუნდთან” გამართულ მატჩამდე, ჯანლუიჯი ბუფონმა პრეს-კონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ორი განმეორებითი მატჩი გაიმართება, ერთ-ერთში კი “სიგნალ იდუნა პარკზე” “ბორუსია” “იუვენტუსს” მიიღებს.

“სიგნალ იდუნა პარკი? – აქ მატჩი არასდროსაა მოსაწყენი. გულშემატკივრებისგან სითბოს პირველიდან ბოლო წუთამდე გრძნობ”.

“გულშემატკივრების აქტიურო მხარდაჭერა მასპინძლების პლიუსია, მაგრამ ვეცდებით, მათი ეს უპირატესობა არ გავხადოთ შესამჩნევი”.

პირველ მატჩში, “იუვენტუსმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ვიდალი: „იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ბიანკონერის“ შემადგენლობაში დარჩენის სურვილი აქვს.

„წასვლაზე ფიქრო რთულია, როდესაც ჩემპიონი ხდები და ჩინებული გუნდის წევრი ხარ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ყველაზე მთავარი ტიტულის მოგებაა. ტურინში ხალხს ვუყვარვარ. ოჯახის მსგავსად, თავს აქ კარგად ვგრძნობ. წასვლა რატომ უნდა მინდოდეს? „იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ“, – განაცხადა ჩილელმა.

8 ყველაზე იმედისმომცემი 23-წლამდე ფეხბურთელი ევროპაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა რვა ყველაზე იმედისმომცემი 23-წლამდე ფეხბურთელი.

ხოსე ლუის გაია (ესპანეთი)
კლუბი: “ვალენსია”
ასაკი: 19 წლის

8

ნაბილ ფექირი (საფრანგეთი)
კლუბი: “ლიონი”
ასაკი: 21 წლის

6

პაულო დიბალა (არგენტინა)
კლუბი: “პალერმო”
ასაკი: 21 წლის

7

ფელიპე ანდერსონი (ბრაზილია)
კლუბი: “ლაციო”
ასაკი: 21 წლის

4

პოლ პოგბა (საფრანგეთი)
კლუბი: “იუვენტუსი”
ასაკი: 22 წლის

1337949-28752676-1600-900

ჰარი კეინი (ინგლისი)
კლუბი: “ტოტენჰემი”
ასაკი: 21 წლის

3

ლუსიანო ვიეტო (არგენტინა)
კლუბი: “ვილიარეალი”
ასაკი: 21 წლის

2

ალექსანდრ ლიაკაზეტი (საფრანგეთი)
კლუბი: “ლიონი”
ასაკი: 23 წლის

1

მხითარიანი „იუვენტუსთან“ არ იქნება?

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა გენრიხ მხითარიანმა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.

„კიოლთან“ გერმანიის ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში სომხეთის ნაკრების მოთამაშემ ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი იტალიურ კლუბთან თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 18 მარტს შედგება. პირველი მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

პოგბა: “ჭორებისგან შეიძლება ჭკუიდან შევიშალო”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცვემა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ძალიან დაღალა მის მომავალთან დაკავშირებით გაუთავებელმა მითქმა-მოთქმამ და ცდილობს, ამან ასპარეზობაზე კონცენტრირებაში ხელი არ შეუშალოს.

ტურინულ კლუბს არაერთხელ განუცხადებია, რომ პოგბასთან განშორებას არ გეგმავს. მისი შეძენით კი, “მანჩესტერი”, “ჩელსი”, “პსჟ”, “რეალი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან.

“ჩემთვის მთავარი ამოცანა საკუთარ თამაშზე ფოკუსირებაა და მოარული ჭორები ძალიან მიშლის ხელს. შეიძლება ჭკუიდან შევიშალო, იმდენად აუტანელია ეს ყველაფერი. არაერთხელ მითქვამს, რომ მე მაინც ნუ დამისვამთ შეკითხვებს და უმჯობესია, ჩემ აგენტს გაესაუბროთ. მე მხოლოდ თამაში მაინტერესებს და ახლა, იტალიის ჩემპიონატის მოგების გარდა არაფერი მინდა,”-განაცხადა პოგბამ.

პოლ პოგბამ “იუვენტუსს” ლამაზი გოლით მოაგებინა (ვიდეო)

10 მარტს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე, პოლ პოგბამ გაიტანა.

“იუვენტუსს” კასერესი ათი კვირით გამოაკლდა

“ბებერმა ქალბატონებმა” ურუგვაელი მცველი თითქმის მთელი სეზონით დაკარგეს.

მარტინ კასერესმა ოპერაცია ჩაიტარა. მას მარცხენა ფეხის ტერფის დაზიანება ჰქონდა, რომლის მოშუშებასაც მაისის ბოლომდე მოუნდება.

ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 27 წლის ცენტრალური მცველი ამ სეზონში მოედანზე გასვლას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ეს მარტინისთვის ლაზარეთში მოხვედრის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მიმდინარე სეზონში.

რაიოლა: “პოგბა იუვენტუსში 99%-ით დარჩება”

“იუვენტუსის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი მომავალ სეზონშიც ტურინულ გუნდში ითამაშებს.

“ჩვენ შევუთანხმდით “იუვენტუსს”: პოლი არ წავა. ვესაუბრე პრეზიდენტს ანდრეა ანიელის. სპორტულ დირექტორებს: პაველ ნედვედს, ბეპე მაროტას და ფაბიო პარატიჩს. მათ არ სჭირდებათ ფული”.

“ამჟამად, “იუვენტუსი” პოგბასთან ერთად სრულყოფილია. ტურინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან სხვა გუნდის შეთავაზებას, თუ ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება”.

“არის შვიდი გუნდი, რომელიც ფრანგით ინტერესდებიან: “რეალი”, “ბარსელონა”, “პსჟ”, “ბაიერნი”, “მანჩესტერი”, “სიტი” და “ჩელსი”.

“პოგბას “იუვენტუსში” დარჩენის ალბათობა 99%-ია. პოლი მომავალ სეზონშიც იტალიაში ითამაშებს,”-დაასრულა რაიოლამ.

ვიდალს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩილეს ნაკრების ნახევარმცვლემა არტურო ვიდალმა თავის გეგმებზე ისაუბრა. როგორც შუახაზელმა აღნიშნა, მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რის შემდეგაც კოპა ამერიკას მოგებაზეც იფიქრებს.

„ამერიკის თასის მოგება ცუდი არ იქნებოდა, თიმცა ამის წინ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებდი. ერთად უკვე რამდენიმე წელი ვთამაშობთ და შეთამაშებაც იგრძნობა. როდესაც ყველა შემადგენლობაშია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“, – ციტირებს ვიდალს „Gazzetta dello Sport“-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ალეგრის გუნდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ შინ ანგარიშით 2:1 მოუგო.