პოლ პოგბას გასაოცარი გოლი “სასუოლოს” კარში

18 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში პოლ პოგბამ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

სომეხმა ბიჭუნამ პოგბას შორტი არ გამოართვა

14 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

“იუვენტუსი” ვიდალის გასაყიდად მზადაა

ტურინის “იუვენტუსი” მზად არის, იანვარში ნახევარმცველ არტურო ვიდალის სატრანსფერო შემოთავაზებები განიხილოს. 27 წლის ჩილელ ფეხბურთელს ბოლო პეროდში დისციპლინური პრობლემები აქვს. გასულ პარასკევს ვიდალი დისკოთეკაზე გახლდათ, რის გამოც დილის ვარჯიშზე დაგვიანა. ამის გამო კლუბმა ფეხბურთელი 100 ათასი ევროთი დააჯარიმა და “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსმა” არტურო ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა, თუმცა იტალიურ პრესაში იწერება, რომ ტურინში ჩილელ ფეხბურთელს ხელშეუხებელ ფიგურად აღარ თვლიან.

Football Italia-ს ცნობით, “იუვენტუსი” არტურო ვიდალს 35 მილიონ ევროდ შეელევა.

 

კევინ სტროოტმანმა “იუვენტუსის” ფანს შეაგინა (ვიდეო)

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და როგორც ჩანს, დაძაბულობის ნაკლებობას არც ტრიბუნაზე განიცდიდნენ.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ აგინებს რომაელთა ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი ერთ-ერთ ტურინელ გულშემატკივარს.

Sky Italia-ს ცნობით, სტროოტმანის გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ “იუვენტუსის” გულშემატკივარმა ადემ ლაიალიჩს თავისი სარწმუნების (ადემ ლაილიჩი მუსლიმია) გამო შეურაწყოფა მიაყენა.

იუვენტუსი-რომას მსაჯი დასაჯეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანლუკა როკის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. არბიტრი სერია A-ს უახლოეს ორ ტურს გამოტოვებს.

Gazzettа dello Sport-ის ცნობით, მსაჯის მიმართ სანქციების გატარების მიზეზეზი “იუვენტუსი” – “რომას” შეხვედრის დროს დაშვებული შეცდომები გახდა. შეგახსენებთ, ტურინში გამართულ მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, როკიმ სამი პენალტი დანიშნა (ორი სტუმართა კარში).

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალგერიმ აღიარა, რომ ტურინელთა გამარჯვების გოლი შეცდომით ჩაითვალა. თავად როკი კი თვლის, რომ მხოლოდ ერთელ, “რომას” კარში დანიშნული პენალტის დროს შეცდა.

 

აი, რატომ არის პოლ პოგბა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

 

რის გამო გააგდეს “რომას” მწვრთნელი მოედნიდან

ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მოედნიდან ამ ჟესტის გამო გააგდეს:

ლეონარდო ბონუჩიმ “რომას” გასაოცარი გოლი გაუტანა

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში (3:2) გამარჯვების გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა.

იუვენტუსი – რომა 3:2

დაძაბული და უხგოლიანი გამოდგა სერია A-ს ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა.

იუვენტუსი 3-2 რომა

გოლები: ტევესი 27′ (1:0); ტოტი 32′ (1:1); იტურბე 44′ (1:2); ტევესი 45’+3 (2:2); ბონუჩი 86′

პროგნოზისტთა კონკურსი (“იუვენტუსი” — “რომა”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მერვე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “იუვენტუსი” – “რომა”

სუპერ ჯიჯი! როგორ დააბნია ბუფონმა “ატალანტას” ფეხბურთელი პენალტის დარტყმისას

27 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე, როცა ტურინელები 0:1-ს იგებდნენ, “ატალანტას” ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონმა იყოჩაღა.

მასიმილიანო ალეგრი: “გამარჯვება “მილანთან” – ეს არ იყო შურისძიება”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შეაფასა ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი, სადაც მისმა გუნდმა “როსონერის” სძლია  0-1.

“ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი მატჩი. “მილანი” თავს იცავდა, ჩვენ შევქმენით რამოდენიმე მომენტი რათა ანგარიში გაგვეხსნა, რამდენიმეჯერაც გავრისკეთ რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს”

“დროთა განმავლობაში ჩვენ მოუმატებთ. კიდევ ბევრია სამუშაო, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მოთამაშეები აკონტროლებდნენ მთლიანად მატჩს სანამ გოლს გავიტანდით. გუნდმა თავიდან ავიცილა შესაძლო რისკები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”

“მილანში” სამ წელიწადნახევარი გავატარე, დღეს დიდმა ემოციებმა შემიბყრო, გავიხსენე ის დაუვიწყარი მომენტები რაც ამ გუნდთან მაკავშირებს…”

“დღევანდელი გამარჯვება არ იყო შურისძიება. ახლა მე “იუვენტუსის” მწვრთნელი ვარ. “მილანში” ყოფნისას “იუვენტუსთან” ბრძოლაში წავაგე სკუდეტო, მიუხედავად ამისა, გუნდის ხელმძღვანელობამ ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაყიდეს, რამაც გუნდის დასუსტება გამოიწვია”

“მილანში” ჩემი გადასვლა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში, მე ვამაყობ ამით. მაგრამ ახლა “იუვენტუსში” ვარ და ორიენტირებული ვარ ამ გუნდის გამარჯვებაში. ვფიქრობ რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა “მილანისა” და “იუვენტუსის” გაწვრთნაზე” – განცხადა მასიმილიანო ალეგრიმ