“ევროპის ლიგა? მადლობა, მაგრამ არა” – ეს ბუფონის სიტყვებია, სტამბოლში გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იტალიის ჩემპიონი ასპარეზობას სწორედ ამ ტურნირზე გააგრძელებს. საინტერესოა, სკუდეტოს მფლობელი კლუბი იმ ჯგუფიდან ვერ გავიდა, სადაც მათ გარდა “რეალი” “კოპენჰაგენი” და “გალათასარაი” ასპარეზობდნენ. თანაც “იუვე” მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შესძლო. არა და სეოზნის სტარტზე ტურინული კლუბის მესვეურებმა, კონტეს შარშანდელი რეზულტატის გაუმჯობესება დაავალეს. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა ოპეარატიული რეაგირება მოახდინა “იუვეს” ამ წარუმატებლობაზე და გულშემატკივარტა შორის გამოკითხვაც ჩატარა, რომლის მიზანიც “იუვენტუსის” წარუმატებლობის მთავარი მიზეზის პოვნა იყო. გამოკითხვას სამი სავარაუდო პასუხი ჰქონდა:
1.გუნდი თავის ევროპულ კონკურენტებზე სუსტია;
2.მეტეოროლოგიური პირობები;
3.კონტე.
ამ ეტაპზე 45 %-ით პირველი ვარიანტი ლიდერობს, ამინდს 30% აბრალებს წარუმატებლობას, 25% კი პრობლემას კონტეში ხედავს.
სეზონის სტარტზე ფეხბურთის ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ “იუვენტუსის” თამაში მეტად იქნებოდა ორიენტრებული შეტევაზე. ამ აზრს “ბებერი სენიორას” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც ამყარებდა. “იუვენტუსმა” ძლიერი შემტევები შეიძინა ტევესის და ლიორენტეს სახით, რომლებმაც გუნდს მრავალფეროვნება მოუტანეს თამაშში. თუმცა ეს ყველაფერი “იუვეს” მხოდო სერია А-ში გამოსდიოდა. ევროპულ ასპარეზზე კი, მრავალფეროვნება სადღაც ქრებოდა. განსაკუთრებული კრიტიკა ტევესმა დაიმსახურა. მისგან ყველა ლიდერობას ელოდა, არგენტინელი კი უბრალოდ იკარგებოდა მოედანზე.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გუნდის ხერხემლის, პირლოს ტრავმა. ფაქტია, რომ პირლოს გარეშე “იუვე” უფრო სწრაფად და აგრესიულად გამოიყურება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას აბსურდული და გაუმართლებებლი ქმედებები მოჰყვება. პირლოს მთავარი ამოცანა ამ ტემპის დარეგულირება და შეტევისთვის გააზრებული მიმართულება მიცემა იყო. სწორედ ეს აკლდა “იუვეს” სტამბოლის მატჩში. აღსანიშნავია, რომ სწორედ პირლოს ნაცვლად მოთამაშე პოლ პოგბას შეცდომას მოჰყვა სნეიდერის გოლი.
ანტონიო კონტემ წარუმატებლობა მოედნის საფარს დააბრალა. მისი თქმის, ასე მინდორზე “იუვე” თავის ფეხბურთს უბრალოდ ვერ ითამაშებდა და თამაში მეორე დღესაც უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, ყველასთვის გასაგებია, რომ მოედანი “გალათასარაისთვისაც” იგივე იყო. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ თურქები ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებენ ასპარეზობას, “იუვე” კი რანგით მეორე ტურნირზე გადაერთვება…