ბუფონი კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში აპირებს.

“ამ წლის შემდეგ, კიდევ ორ სეზონს ჩავატარებ, მანამ სანამ კარიერას დავასრულებ. არ მინდა 40 წლის შემდეგ კიდევ ვითამოშო, თუმცა მინდა, რომ 40 წლამდე მივიდე.

თუნდაც ორჯერ მეტი ხელფასი შემომთავაზონ, მე “იუვეს” მაინც არ გავცვლი. ამ კლუბის ნაწილი ვარ, რითიც ვამაყობ კიდეც, ეს ჩემთვის ძალზედ ღირებული რამ არის. დღეს კი ღირებულებებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

საკმაოდ გამოცდილი კი ვარ, თუმცა მწვრთნელობას არ ვაპირებ. მირჩევნია რეკრუიტორად* ვიმუშავო, ისინი ამბიციურები არიან. წავალ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: აშშ და ჩინეთი, რომელთაც უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ.” – განაცხადა ჯიჯიმ.

*ადამიანი რომელიც მუშაობს გარკვეული პროექტის პოპულარიზაციაზე

აგენტი: “დონარუმა “მილანს” მხოლოდ უცხოურ კლუბში გაცვლის”

ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ ეს უკანასკნელი “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და აღნიშნავს იმასაც, რომ ის სხვა იტალიურ კლუბში არასდროს გადავა.

“დონარუმა იტალიაში მხოლოდ “მილანს” ხედავს, თუ ის კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მისი არჩევანი სხვა იტალიური კლუბი არასდროს იქნება. არაფრის დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ის სხვა კლუბები ყურადღებას იპყრობს.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მილანში თავის საქმეს დიდებულად აკეთებს. კრისტიან აბიატი მისთვის ძმასავით არის, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.”

როგორც იცით, დონარუმა ჯერჯერობით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში ირიცხება, თუმცა რაიოლას უნდა, რომ ანტონიო კონტემ მას თავის გუნდში თამაშის შანსი მისცეს: “ვიცი, რომ კონტე მისთვის ყველაფერს გააკეთებს, იმედი მაქვს მას შანსი მიეცემა.”

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ჯანლუიჯი ბუფონი 2018-ში?

როგორც იცით, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ნაკრებში დაახლოებით 20 სეზონი აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

იტალიის ნაკრებში მისი ჩანაცვლება ნამდვილად ძალიან რთული იქნება. თუმცა, იტალიელთა საბედნიეროდ მათ ჰყავთ რამოდენიმე ნიჭიერი მეკარე, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე იკისროს.

გთავაზობთ იტალიის ნაკრების მთავარი მეკარეობის 5 კანდიდატურას:

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

ბუფონი: “მინდა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა იმ დროზე ისაუბრა, როდესაც, მისი თქმით, “ბებერი სინიორა” ყველაზე თვალსასეიროდ თამაშობდა. გარდა ამისა, ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი.

“იუვენტუსში” ჩემი ყოფნის პერიოდში გუნდი ყველაზე კარგად 2002/2003 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც მას მარჩელო ლიპი თავკაცობდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და პენალტების სერიაში დავმარცხდით. მაშინდელი “იუვენტუსი” ლამაზად და ეფექტიანად თამაშობდა. თუ შემადგენლობების მხრიოვ ვიმსჯელებთ, მაშინ საუკეთესო გუნდი ფაბიო კაპელოს თავკაცობის პერიოდში გვყავდა.

როდისთვის მინდა ლურსმანზე ბუცების დაკიდვა? მინდა, რომ კარიერა თავაწეულმა დავასრულო. ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო ყოველთვის იყო ის, რომ ჩემ წინ მდგარი ნებისმიერი კაცისთვის თვალის გასწორება შემეძლოს. ფეხბურთელის ამპლუაში ჩემი ბოლო ამოცანა 40 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია”, – ბუფონის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ბუფონი: “ამ ორი გუნდის გარდა ნებისმიერთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში “მანჩესტერ სიტის” დამარცხებით (1:0) კმაყოფილია. იტალიელმა კიპერმა აღნიშნა, რომ “ბებერ სინიორას” მიუნხენის “ბაიერნისა” და “ბარსელონას” გარდა, ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თანაბრად თამაში.

“დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ “იუვენტუსს” ნებისმიერ გუნდთან შეუძლია ტოლ-სწორად თამაში “ბაიერნისა” და “ბარსელონას” გარდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Tmw.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ამ გამარჯვების წყალობით ჯგუფში “მანჩესტერ სიტის” გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში “ბებერი სინიორა” “სევილიას” ესტუმრება, “ქალაქელები” კი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მიიღებენ.

 

ბუფონი: “სანამ ეს მისწრაფება და სურვილი მექნება, ვითამაშებ”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” მიზნების შესახებ ისაუბრა. 37 წლის მეკარემ ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“დღეიდან უნდა დავადგეთ იმ პროგრესის გზას, რომელიც თავის კულმინაციას ევრო-2016-ზე მიაღწევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა რაც შეგვეძლება, ყველაფერი უნდა გავიღოთ.

კი ბატონო, გარკვეულ ასაკს მივაღწიე, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს მებრძოლი სული. არ ვიცი, როდემდე ვითამაშებ. სანამ ეს მისწრაფება და სურვილი მექნება და სანამ ფიზიკურადაც მზად ვიქნები, მანამდე ვითამაშებ. საკუთარ თავს არანაირ შეზღუდვას არ ვუწესებ. ასე რომ არ ვფიქრობდე, კარიერა უკვე დიდი ხნის დასრულებული მექნებოდა”, – ბუფონის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ბუფონს „ბორუსიასთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრება

„ინტერტან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტრავმა მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, მიუნხნეგლადბახის „ბორუსიასთან“ მატჩი გამოტოვოს.

„ფეხი დავიზიანე და ერთ ფეხზე 65 წუთი აკრგად ვითამაშე. მიხარია, რომ თამაშის დასრულება მოვახერხა. ვნახოთ, მოვახერხებ თუ არა ოთხშაბათს თამაშს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნეტუ ჩემ შესაცვლელად მზადაა“, – განაცხადა ბუფონმა.

კასილასი ბუფონს გაუთანაბრდა

ესპანეთის ნაკრების კიპერმა იკერ კასილასმა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე 28-ე “მშრალი” მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა შინ ლუქსემბურგი ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ევრო-2016-ზე თამაშის უფლება გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე “მშრალი” მატჩების რაოდენობით “ფურია როხას” მეკარე იტალიის ნაკრების კიპერ ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.

 

მორატა: “ბუფონი “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კლუბის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. ესპანელის თქმით, ბუფონი “ოქროს ბურთს” იმსახურებს.

“ჯიჯი “ოქროს ბურთს” იმსახურებს. სამწუხაროა, რომ მეკარეებს მხოლოდ “ოქროს ხელთათმანის” მოგების შესაძლებლობა აქვთ. ჩემთვის დიდი პატივია როგორც მასთან ერთად თამაში, ასევე სანაკრებო დონეზე მის წინააღმდეგ ასპარეზობა”, – მორატას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მეკარეებს შორის “ოქროს ბურთი” ამ დრომდე მხოლოდ ლევ იაშინს აქვს მოგებული, რომელმაც ეს ჯილდო 1963 წელს დაისაკუთრა.

 

ბუფონი: „თავის მართლება არ ღირს“

„იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „მანჩესტერ სიტისთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ცოტა მაღიზიანებს, როდესაც ხალხი ყველაფერს კენჭისყრას აბრალებს. სპორტში და ცხოვრებაში საკუთარი ფასის ცოდნა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ. საჭიროა პასუხისმგებლობის გრძნობა და თავის გასამართლებლად სხვა მიზეზების პოვნა.

ჩვენმა ბოლო მატჩებმა დიდად არ გამახარა, მაგრამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. უბრალოდ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევთამაშედეთ“, – განაცხადა „ბიანკონერის“ კარის დარაჯმა.

90-იანების ათი საუკეთესო მეკარე, რომელიც დღემდე თამაშობს

წარმოგიდგენთ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთში მოსულ იმ ათ მეკარეს, რომელიც დღემდე აქტიურ სპორტშია.

1. მარკ შვარცერს ოქტომბერში 43 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. არადა, ავსტრალიელი ჯერ კიდევ 1994/95 წლების სეზონში დრეზდენის „დინამოში“ თამაშობდა

2. ადრე ამჟამად 40 წლის შეი გივენის გარეშე „ნიუკასლის“ წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 2009 წელს მან ცდუნებას ვერ გაუძლო და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ჯო ჰარტს კონკურენცია ვერ გაუწია, რის გამოც „ასტონ ვილაში“ წასვლა მოუწია, სადაც მხოლოდ განვლილი სეზონის ბოლო ნაწილში ითამაშა

NEWCASTLE SHAY GIVEN WATCHES THE BALL GO IN AT ST JAMES PARK.

3. იკერ კასილიასი 18 წლის იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მადრიდის „რეალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. და, აი, ახლა, 16 წლის შემდეგ, ის „სამეფო კლუბს“ ტოვებს

4. სხვათაშორის, იმ პერიოდში კასილიასმა შემადგენლობიდან ალბანო ბიზარის ამოგდება გამოუვიდა. მოგვიანებით ბიზარი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა წარმატებას ვერც „ჯენოაში“ და ვერც „ლაციოში“ მაიღწია. განვლილ სეზონში მან „კიევოში“ ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი ვერონელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა

5. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ძირითადი მეკარე „იუვეში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე გახდა

Parma's goalkeeper Gianluca Buffon (C) celebrates with his team mate Nestor Sensini (L) and Alain Boghossian (2R) after saving a penalty from Inter Milan's Ronaldo's (R) during their Italian Serie A soccer match in Milan's at San Siro stadium May 8. Ôîòî: REUTERS

6. „რომას“ ამჟამინდელი მეკარე მორგან დე სანქტისი 37 წლის ბუფონზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია

LEVERKUSEN, GERMANY - DECEMBER 09:  UEFA POKAL 99/00 Leverkusen; TSV BAYER 04 LEVERKUSEN - UDINESE CALCIO 1:2; JUBEL TORWART Morgan de SANCTIS (22); Massimo MARGIOTTA (29)/UDINESE  Ôîòî: Gettyimages.ru/Frank Peters/Bongarts

7. კრისტიან აბიატი „მილანში“ 1998 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა 2008 წელს „როსონერიში“ დაბრუნდა

 

8. ალექს მანინგერი მრავალი წლის განმავლობაში „არსენალის“ მეორე მეკარე იყო. ავსტრიელმა ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც „მეთოფეების“ დატოვება მოუწია. მანინგერი ერთი პერიოდი „იუვენტუსშიც“ იყო. ამჟამად ის „აუგსბურგში“ ირიცხება და ბუნდესლიგაში პერიოდულად თამაშიც უწევს

9. გავიხსენოთ „მილანის“ კიდევ ერთი მეკარე, თუმცა დღეს ის „როსონერიში“ აღარ თამაშობს. ნელსონ დიდა 90-იანების შუაში ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა. ამჟამად ის ბრაზილიურ „ინტერნასიონალშია“, რომლის შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, 41 წლის გოლკიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

Brazil V Canada

 

10. „სან-პაულუში“ თამაში და გოლების გატანა როჟერიო სენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო. 42 წლის მეკარეს ეს წარმატებით დღესაც გამოსდის

გატუზო ბუფონის კლუბის მწვრთნელი გახდა

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო სერია С1-ში მოთამაშე “კარარეზეს” მთავარი მწვრტნელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ კლუის მფლობელი “იუვენტუსის” მეკარე, ჯნლუიჯი ბუფონი გახლავთ.

ამ თანამდებობის გამო გატუზომ “მილანის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობაზე უარი თქვა.

მთავარი მწვრთნელის რანგში გატუზოს შვეიცარიულ “სიონში”, “პალერმოში” და ბერძნულ ოფიში უმუშავია, სადაც ის გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის დამრიგებელი იყო.