უილშირი ექვს კვირას იუქმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ინგლისისა და დანიის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

„მეთოფეთა“ მოთამაშემ მარცხენა დაიზიანა, რის გამოც თავის გუნდს ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობისთვის, პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში „არსენალის“ მეტოქე „ევერტონი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფლამინი და უილშირი ვარჯიშზე წაკინკლავდნენ

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას, მასპინძელთა ნახევარმცველები მატიე ფლამინი და მესუთ იოზილი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ.

გუნდში ყველაფერი წესრიგში რომ არ არის, ეს დღევანდელმა ვარჯიშმაც დაადასტურა. საწვრთნელი პროცესის დროს ერთმანეთს კვლავ ფლამინი და ჯეკ უილშირი წაეკიდნენ. სიტუაცია ბაკარი სანიამ განმუხტა.

როგორც ჩანს, დისციპლინის მოყვარულ არსენ ვენგერს თავის ფეხბურთელებთან ამ მხრივ მუშაობის ჩატარება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

“არსენალის” მშვენიერი კომბინაცია და ჯეკ უილშირის გოლი

19 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო. შეხვედრაში ანგარიში “მეთოფეთა” ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა გახსნა, გოლი კი მართლაც ლამაზი კომბინაციის შემდეგ გავიდა.

უილშირმა მოწევას თავი დაანება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, რომელიც ფოტოზე იმ ეპიზოდში აღბეჭდეს, როცა ის სიგარეტს ეწეოდა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა პირობა დადო, რომ სიგარეტს აღარ გაეკარება. აღნიშნული ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) შემდეგ მოხდა, როდესაც პაპარაცებმა უილშირი დილის ოთხ საათზე, ღამის კლუბთან დააფიქსირეს. ფაქტს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ინგლისელი ფეხბურთელის საქციელი.

„შეცდომა დავუშვი. ასეთი რამ ხანდახან ხდება ხოლმე. მეტს აღარ მოვწევ. მწვრთნელს ვესაუბრე, მან მთხოვა, რომ ყველაფერი ამეხსნა. ყველაფერი გავარკვიეთ და მომდევნო მატჩში მან ძირითად შემადგენლობაში გამამწესა. იმედი მაქვს, ის ამ ინციდენტს დაივიწყებს. იმ დღეს უკანასკნელად მოვწიე“, – უილშირის სიტყვები „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

უილშირმა ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ზიდანი სიგარეტს ეწევა

მიმდინარე კვირაში ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირი პაპარაცებმა ღამის კლუბთან იმ დროს დააფიქსირეს, როცა ის სიგარეტს ეწეოდა. ინგლისელი ფეხბურთელი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და თავის მიკრობლოგზე ზინედინ ზიდანის ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ფრანგი სიგარეტს ეწევა. ეს სურათი იმ დროს არის გადაღებული, როცა ზიზუ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო.

„მე საერთოდ არ ვეწევი“, – დაწერა უილშირმა.

ფაქტს „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უილშირის სიტუაცია ყოვლად მიუღებელია.

ბექა დოგრაშვილი

“სნაიპერი” ჯეკ უილშირი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ათავსებს ზუსტად ზედიზედ სამ ბურთს ჯეკ უილშირი ნაგვის ურნებში.