ასეთი გოლი გაუტანა “ჯენოას” ფეხბურთელმა “უდინეზეს” (ვიდეო)

2 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “უდინეზესა” და “ჯენოას” შორის გამართულ მატჩში (2:4) ჯოვანი მარკეზემ “უდინეზეს” ულამაზესი გოლი გაუტანა

“ჯენოა” “ლივერპულისგან” 20 მილიონს ითხოვს

“ჯენოასა” და იტალიის ნაკრების კიპერი მატია პერინი “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა.

მერსისაიდული კლუბი არასტაბილური მინოლეს შემცვლელს ეძებს. იტალიელები პერინში “ლივერპულისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ჯენოა” არ აპირებს პერინის იანვარში გაშვებას. მისი გაყიდვა შესაძლებელი მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეა.

ამ სეზონში “ჯენოას” მაისურით პერინიმ სერია ა–ში ცხრავე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 8 ბურთი გაუშვა.

“იუვენტუსი” “ჯენოასთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს IX ტურში ტურნის “იუვენტუსი” “ჯენოას” ესტუმრა და მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე ლუკა ანტონინიმ გაიტანა. “ბიანკონერისთვის” ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია. სხვათა შორის, აღნიშნული მატჩი ჯანლუიჯი ბუფონისთვის ტურინული კლუბის რიგებში ჩატარებული მე-500 შეხვედრა გახლდათ. “იუვენტუსის” წაგებით ისარგებლა “რომამ”, რომელმაც “ჩეზენა” 2:0 დაამარცხა და “ბებერ სინიორასთან” ქულათა სხვაობა აღმოფხვრა.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ხელით გატანილი გოლის წყალობით “ემპოლიმ” “ჯენოასთან” ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს VII ტურის დასკვნითი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” “ემპოლი” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლეს: მარცხენა ფრთიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ გენუელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, ბურთი ხელზე მოხვდა “ემპოლის” მცველ ლორენსო ტონელის და კარში შეგორდა. არბიტრებმა ვერ შენიშნეს, რომ ტონელიმ ხელით ითამაშა და გოლი ჩაითვალა — 1:1.

“ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში, იბრძოდა ბურთისთვის, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და საჭირო დროს დაცვასაც მიეხმარა.

იტალიის სერია A
“ჯენოა” — “ემპოლი” 1:1 (0:1)
გოლები: ბერტოლაჩი 14′ — ტონელი 77′.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

„ჯენოა“ – „შახტარის“ მატჩი წყალდიდობის გამო გადაიდო

„ჯენოას“ ოფიციალური საიტის ცნობით, 12 ოქტომბერს დონეცკის „შახტართან“ დაგეგმილი მატჩი არ ჩატარდება.

ამხანაგული შეხვედრის გადადების მიზეზი კი, წყალდიდობაა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გენუის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჰონდამ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმართა მაროკოელმა ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა გახსნა. 56-ე წუთზე „მილანის“ იაპონელმა ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა და კლარენს ზეედორფის გუნდის უპირატესობა განამტკიცა. 73-ე წუთზე მარკო მოტას დარტყმული ხარიხას მოხვდა, შემდეგ კრისტიან აბიატის შეეხო და კარში შეგორდა. ასე გაქვითეს ერთი ბურთი გენუელებმა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

„მილანს“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია, „ჯენოა“ კი 39 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია A
„ჯენოა“ — „მილანი“ 1:2
გოლები: აბიატი 73′ (ა.გ.)  — ტაარაბტი 20′, ჰონდა 56′.
გაფრთხილებები: ანტონელი 28′ — აბიატი 88′.

ბუფონის მოგერიებული პენალტი “ჯენოასთან” მატჩში

16 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ჯენოასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ჯანლუიჯი ბუფონმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პენალტი არ გაატანინა.

ბუფონი: “ვიცოდი, რომ პირლო ჯარიმას გაიტანდა”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა “ჯენოასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ხოლო, როგორც ბუფონმა აღნიშნა, მან იცოდა, რომ პირლო ამ სტანდარტს გოლად აქცევდა.

“სიმართლე გითხრათ, როცა პირლო ბურთთან მივიდა, მჯეროდა, რომ ის გოლს გაიტანდა. ანდრეას იმედი ყოველთვის მაქვს”, – ამბობს ბუფონი.

ანდრეა პირლომ “ჯენოას” ულამაზესი საჯარიმო გაუტანა

16 მარტს, იტალიის სერია A-ში, “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქესთან ანაგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ გაიტანა.

ელ შაარავი:მე მილანიდან არ წავალ

მილანის თავდამსხმელი სტეფან ელ შარავი, რომელიც წელს ტრავმებმა გააწამეს და მოედანზე გასული თითქმის არ გვინახავს აცხადებს რომ ის ‘როსონერიდან’ წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელი მზადაა, რომ ტრავმის მოშუშებას დაელოდოს. ეგვიპტელ ფეხბურთელს კლარენს ზეედორფის სამწვრთნელო შესაძლებლობებისაც ეიმედება.

შეგახსენებთ რომ მილანმა სტეფანი 2011 წლის ზაფხულში ჯენოადან €10 მილიონად შეიძინეს.

გენუის დერბი და სტადიონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები

დღეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგება: გენუის დერბი —  „ჯენოა“-„სამპდორია“.

იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს, სტადიონ „ლუიჯი ფერარისზე“ პარკირება აიკრძალა, არენაზე კი კარაბინიერთა გაძლიერებული ძალებია მობილიზებული. გენუის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხირდან ასეთი მოქმედებები დღეს საღამოს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამოწვეული.

მატჩი „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

საფეხბურთო უიკენდის ტოპ-10

“ოქროს ბურთი” მადრიდში, მატა მანჩესტერში, ბუნდესლიგის დაბრუნება და საფეხბურთო უიკენდის სხვა საინტერესო მოვლენები ჩვენს ტოპ-10-ში.

 

მატა მანჩესტერში

კვირას, 26 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა ხუან მატას ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიდან”. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ესპნელში მანჩესტერელებმა 37,1 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დანიშნვის შემდეგ, მატამ ლიდერის როლი დაკარგა და მეორე პლანზე გადავიდა, რაც ამ დონის მოთამაშისთვის საკმაოდ რთულია.

რონალდუს ექსპოზიცია

რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.

პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.

პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

ბუფონის ორმაგი სასჯელი

“იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ლაციოსთან” გამართულ მატჩი წითელი ბართი 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც მიროსლავ კლოზეს წინააღმდეგ დაარვია თამაშის წესი რაც თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დამთავრდა. 2011 წლის 20 თებერვლის შემდეგ ეს ბუფონის პირველი გაძევებაა. მაშინ მეკარე “ლეჩესთან” სტუმრად გამართულ მატჩი გააგდეს. “იუვემ” ის შეხვედრა 2:0 წააგო, ამჯერად კი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბუნდესლიგის დაბრუნება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ბუნდესლიგის გათამაშება. მეთვრამეტე ტურის პროგრამა მიუნჰენგლადბახში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” მოინხენის “ბაიერნი” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის სხვა ლიდერებმა ქულები დაკარგეს და “ბაიერნიც” წინ ათქულიანი ჰანდიკაპით გაიჭრა.

მესის დუმილი

“ბარსელონა” პრიმერას ლიდერობას განაგრძობს. ამჯერად კატალონიელებმა “მალაგას” სძლიეს. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლეო მესიმ თასზე 4 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატში კი მეტოქეთა კარის აღებას ჯერ ვერ ახერხებს. თუმცა, ამჯერად არგენტინელმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, რომელიც პედრომ გამოიყენა.

აკვილანი – “ჯენოას” ჯადო

ალბერტო აკვილანიმ ბოლო დროს “ფიორენტინას” სასტარტოში ადგილი დაკარგა, თუმცა ბორხა ვალეროს ტრავმამ აკვილანის შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან მშვენივრად შესძლო. აკვილანი “ჯენოასთან” გამართული მატჩის გმირი გახდა. თუმცა, ზუსტად შესრულებული პენალტი და ორი შესანიშნავი საჯარიმო გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აკვილანიმ გენუელებს პირველ წრეშიც გაუტანა.

ბლაშიკოვსკიმ სეზონი დაასრულა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

დე ბრიუინე ისვე გერმანიაშია

“ვერდერში” წარმატებული იჯარის შემდეგ “ჩელსიმ” დე ბრიუინე “ვოლფსბურგში” 17 მილიონ ევროდ გაყიდა. “მგელბის” შემადგენლობაში ბელგიელს დებიუტი “ჰანოვერის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქონდა. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელმა ღირებული ვერაფერი ვერ შექმნა.

“მონაკო” ფალკაოს გარეშე იგებს

მიუხედავად რადამელ ფალკაოს ტრავმისა “მონაკომ” კვლავ მოიგო. მორი ტურში “მონაკომ” “მარსელი” დაამარცხა. თავი ვალერ ჟერმენმა და ემანუელ რივიერმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მონაკომ 48 ქულას მოუყარა თავი და “პსჟ”-სთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

“სიტის” თავგადასავალი

“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.