“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თანახმაა, გუნდმა ვეტერან კაპიტანთან თანამშრომლობა განაგრძოს.
ცოტა ხნის წინ, ჯონ ტერიმ იმედი გამოთქვა, რომ “არისტოკრატებთან” მუშაობას გააგრძელებდა. როგორც ჩანს, გარიგება შედგა.
“ჯონმა დაიმსახურა ყველანაირად, გუნდისგან ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება მიიღოს. ტერი “ჩელსის” ნამდვილი ლიდერია. როგორც კლუბს სურს მისთვის ყველაფერი, ისე სურს მას კლუბისთვის ყველაფერი,”-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
34 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით, 25 მატჩი ჩაატარა.