კალეხონი “ატლეტიკოს” ელოდება

“ნაპოლის” გარემარბი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.

AS-ის ცნობით, კალეხონმა “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და “ატლეტიკოს” დათანხმდა.

ტრანსფერი სავარაუდოდ მომავალ სეზონში მოხდება. ესპანელს სურს იქ დაბრუნება, სადაც ოდესღაც “ესპანიოლის” და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი იყო.

“ნაპოლიმ” ხოსე მარია 2013 წელს შეიძინა, სადაც მან 28 გოლი გაიტანა, ხოლო 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში, 28 ჩატარებული მატჩიდან, კალეხონის ანგარიშზე 9 გოლია.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

კალეხონი: „პლეი-ოფზე საუბარი ადრეა“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხოსე მარია კალეხონმა „მარსელთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პირადად მე კარგი მატჩი ჩავატარე. „მარსელმა“ გოლის გატანა მხოლოდ თამაშის ბოლოს მოახერხა, რის გამოც ცოტა ვინერვიულეთ კიდეც“, – აღნიშნა კალეხონმა.

„იგუაინი? მიხარია, რომ იგი გუნდს გამოადგა. შესაძლოა, გონსალო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მას სულ ცოტა ხნის წინ ტრავმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგუაინი ათამაშდება“.

„პლეი-ოფში გასვლის შანსები? ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ „მარსელთან“ საპასუხო შეხვედრა გველის, რის შემდეგაც სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი თამაშების ჩატერება მოგვიწევს“, – დაასრულა ესპანელმა.

ამჟამად F ჯგუფში ერთდროულად სამ გუნდს „არსენალს“, „ნაპოლისა“ და „ბორუსიას“ ქულების ერთნაირი რაოდენობა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი