იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბათი.
წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მზად არის, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს. ტრანსფერი შესაძლოა, ზაფხულში განხორციელდეს.
ცოტა ხნის წინათ პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ტურინში ბედნიერია, თუმცა მთელი კარიერის განმავლობაში “იუვეში” თამაშს არ აპირებს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებული არიან სხვა ევროპული კლუბებიც, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედიც”, რომლის რიგებშიც პოგბა 2009-დან 2012 წლამდე ირიცხებოდა.
პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.