3 სექტემბერს, იაპონიისა და კამბოჯის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:0), შინჯი კაგავამ მეტოქის კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ შეძლო.
ჭდე: კაგავა
შინჯი კაგავამ ობამეიანგს შესანიშნავი პასი გაუკეთა (ვიდეო)
21 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰანოვერმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის 61-ე წუთზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი გაიფორმა, საგოლე პასი კი მას შინჯი კაგავამ გაუკეთა.
შინჯი კაგავამ ზიდანის სტილში შესანიშნავი ფინტი გააკეთა (ვიდეო)
28 ოქტომბერს, გერმანიის თასზე “სანქტ პაულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (0:3), შინჯი კაგავამ ზიდანის სტილში მშვენიერი მოძრაობა გააკეთა.
კაგავა: “მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი”
მთელი მსოფლიო ელოდა, რომ იაპონელები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებდნენ და შორსაც წავიდოდნენ, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა და ისინი ჯგუფში ცარჩნენ. იაპონელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩატარებული სამი თამაშიდან მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს.
იაპონელთა სასტარტო რიგებში იმყოფებოდა წითელი ეშმაკი შინჯი კაგავა. საბერძნეთთან სკამზე ჯდომის შემდეგ, იაპონელმა ვერ შეძლო კოლუმბიელებთან გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა და მეტიც, იაპონია სამხრეთ ამერიკელებმა ორი ბურთი სხვაობით დაამარცხეს ანგარიშით 3:1.
ეს კაგავასთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ის ძალიან იმედგაცრუებულია მიღებული შედეგით:
“მე ვიცი ბევრი ფანი გვედგა მხარში და მე მათი დიდი მოლოდინებიც ვიგრძენი. მაგრამ მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი რამის მიღწევისთვის და მე ძალიან ვწუხვარ, რადგან მათ იმედები გავუცრუე. ჩემთვის დამანგრეველია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიისთვის დასრულდა.”
როდესაც მის მომავალზე ჰკითხეს კაგავამ ასეთი პასუხი გასცა:
“ჩემი კარიერა გრძელდება. რათქმაუნდა ცოტა დრო დამჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, მაგრამ მე ჩემს თავს ხელში ავიყვან და წინ სვლას განვაგრძობ.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/
კაგავამ იაპონელები გააოცა
გასულ დღეებში პოპულარულმა სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” იაპონიაში საკმაოდ ორიგინალური ღონისძიება მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა შინჯი კაგავამ მიიღო.
კაგავა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ აღიარა,რომ ის შეეცდება დაივიწყოს მიმდინარე სეზონის წარუმატებლობა,რადგან მაქსიმალურად მზად შეხვდეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს.იაპონელმა ასევე განაცხადა,რომ მას ეჭვი არ ეპარება მის შესაძლებლობებში.
“მიმდინარე სეზონი ძალიან რთული გამოდგა ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით.როგორც გუნდმა ასევე მეც არც თუ ისე სახარბიელო სეზონი ჩავატარეთ,რითაც ნამდვილად ვერ ვიქნებით კმაყოფილნი,მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემპარვია.პრემიერ ლიგაში ვერ მოვახერხე გოლის გატანა,მაგრამ მე არ დავუშვებ რომ ამ ყველაფერმა ჩემზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.მე ყოველ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯები და ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას.” – განაცხადა იაპონელმა.
“ბოლო 4 წელი მე ევროპაში გავატარე და 3 სეზონი ზედიზედ შევძელი ადგილობრივი ჩემპიონატის მოგება,მაგრამ წარმატების შემდეგ ყოველთვის დგება ის რთული მომენტი რაც ჩვენ მიმდინარე სეზონში გამოვიარეთ.ამ ბოლო 4 წლის მანძილზე ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და ეხლა უკვე დროა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.” – დაასრულა კაგავამ.
შეგახსენებთ,რომ იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ შინჯი კაგავა იმ 23 კაციანი სიაში შეიყვანა,რომლებიც იაპონიის ღირსებას დაიცავენ მსოფლიო ჩემპიონატზე.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/
ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ფეხბურთელი, რომელთა მაისურები ყველაზე ხშირად იყიდება
ერთ-ერთ უცხოურ საფეხბურთო პორტალზე გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელების სია, რომელთა მაისურებიც ყველაზე ხშირად იყიდება.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეები არიან შესულნი.
10. სანტი კასორლა (“არსენალი”)
9. ჯეკ უილშირი (“არსენალი”)
8. ლუის სუარესი (“ლივერპული”)
7. ედენ აზარი (“ჩელსი”)
6. შინჯი კაგავა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
5. ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”)
4. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
3. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
2. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
1. მესუთ იოზილი (“არსენალი”)
ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები
პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები გამოავლინა.
კარლა ჰიგსი – ვაინსენ კომპანი
კაია ჰოლი – ფილ ჯონსი
კრისტინ ბლექლი – ფრენკ ლამპარდი
ჩარლინ სურიკი – გაელ კლიში
ანარა ატარესი – სამირ ნასრი
ევანჯელინა ანდერსონი – მარტინ დემიკელისი
მარგარეტ ნაცუკი – შინჯი კაგავა
ბიანკა სლეიტერი – რაიან ბერტრანდი
ლორენა ბერნალი – მიკელ არტეტა
ტანია რობინსონი – ფილ ბარდსლი
ალექს კურანი – სტივენ ჯერარდი
მენდი კაპრისტო – მესუთ იოზილი
ჯორჯინა დორსეტი – ტომ ქლევერლი
ელენა გომესი – ხავი გარსია
პოლი პარსონსი – თომას ვერმაელენი
ნატალი სალიმანი – კიერან რიჩარდსონი
კაილა კოლინსი – ეშლი კოული
ელენ ფლანაგანი – სკოტ სინკლერი
აბი კლენსი – პიტერ კრაუჩი
ლუდვინ სანია – ბაკარი სანია
მოიესი: “მანჩესტერი” კარგი იყო, იანუზაი – შესანიშნავი
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა “სუონსი” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდი შეაქო და ახალგაზრდა ადნან იანუზაის თამაში აღნიშნა.
“ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გულშემატკივარმაც სიამოვნება მიიღო. მათ მხარდაჭერას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით.
პირველი ათი წუთი ვდომინირებით, მაგრამ “სუონსიმ” მალე აუღო ალღო ჩვენს თამაშს, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ცალკე მინდა ავღნიშნო ადნან იანუზაის თამაში. მეორე ნახევარში კაგავამ ნახევარდაცვას მეტი სიმტკიცე შესძინა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა იანუზაიმ და შექმნილი თავისუფალი ზონები ძალიან გონიერად გამოიყენა. “მანჩესტერი” მისთვის იდეალური კლუბია” – განაცხადა მოიესმა.
“ატლეტიკო” კაგავას აკვირდება
როგორც ცნობილია, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელი ნახევარმცველის გადაბირებას ეცდება.
შეგახსენებთ, 24 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკთა” რიგებს გასულ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა. თუმცა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მან ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა.
როგორც ბრიტანული და ესპანური გამოცემები იტყობინებიან, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კაგავას დევიდ მოიესის გუნდის დატოვების შესაძლებლობა ექნება.
ამჟამად აზიელი მოთამაშის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,რომ “ბორუსია” ზამთარში მის დაბრუნებას შეეცადოს.
სანდრო საპანაძე
კაგავამ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა
25 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში, “მანჩესტერის” იაპონელმა ფეხბურთელმა, შინჯი კაგავამ “ლივერპულის” ნახევარმცველს, სტივენ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.