5 ივნისს, MLS-ში, “რეალ სოლთ ლეიქმა” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და მეტოქესთან ფრედ 1:1 ითამაშა.
სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი “მილანისა” და “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა კაკამ, მე-5 წუთზე გაიტანა.
5 ივნისს, MLS-ში, “რეალ სოლთ ლეიქმა” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და მეტოქესთან ფრედ 1:1 ითამაშა.
სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი “მილანისა” და “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა კაკამ, მე-5 წუთზე გაიტანა.
5 ივლისს, ამერიკის MLS-ში, “რეალ სოლთ ლეიქმა” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა კაკამ, მატჩის 45-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.
1 ივლისს, აშშ-ში, “ორლანდო სიტიმ” “კოლუმბუს ქრიუ” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კაკამ გაიტანა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 21-ე წუთზე დალაშქრა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთთან შეადარა.
“მესი გენიოსია, კრიშტიანუ რონალდუ კი თანამედროვე ფეხბურთის სახე გახდა. შედეგად, წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო იმის მიხედვით ნაწილდება, თუ რომელი ფეხბურთელი მიაღწევს უფრო მეტს თავის გუნდში. სხვა შემთხვევაში, ამ ორი ფენომენალური მოთამაშისთვის ორი “ოქროს ბურთი” უნდა მზადდებოდეს.
მინდა დავამატო, რომ კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მომწონს, რადგან ის სრულყოფილი ფეხბურთელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე ის მეგობრის რანგშიც მიყვარს და დიდად ვაფასებ”, – კაკას სიტყვებს ESPN ციტირებს.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ ერთი კვირის წინათ წელს გასამართი კოპა ამერიკისთვის “სელესაოს” განაცხადი გამოაქვეყნა. დღეს კი, ბრაზილიელმა სპეციალისტმა გუნდში დამატებით კიდევ შვიდ ფეხბურთელს უხმო:
მეკარე: ნეტო (“ფიორენტინა”, იტალია);
მცველი: კარლოს ჟილი (“კორინთიანსი”).
ნახევარმცველები: ფელიპე ანდერსონი (“ლაციო”, იტალია), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), რაფაელ ალკანტარა (“ბარსელონა”, ესპანეთი), კაკა (“ორლანდო სიტი”, აშშ).
თავდამსხმელი: ლეანდრო დამიაო (“კრუზეირო”).
პირველ ეტაპზე დუნგამ ბრაზილიის ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: დიეგო ალვესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), მარსელო გროე (“გრემიო”);
მცველები: დანილო (“პორტუ”, პორტუგალია), ფაბინიო (“მონაკო”, მონაკოს სამეფო/საფრანგეთი), ფილიპე ლუისი (“ჩელსი”, ინგლისი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), მარკინიოსი (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), მირანდა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიაგო სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი);
ნახევარმცველები: ელიასი (“კორინთიანსი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”, გერმანია), კაზემირო (“პორტუ”, პორტუგალია), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (“ალ აჰლი”, ეგვიპტე), დუგლას კოსტა (“შახტარი”, უკრაინა);
თავდამსხმელები: დიეგო ტარდელი (“შანდუნ ლუნენი”, ჩინეთი), ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი), რობერტო ფირმინიო (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), რობინიო (“სანტოსი”).
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
“ორლანდო სიტის” 33 წლის ნახევარმცველი რიკარდო კაკა წინააღმდეგი არ არის, ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდეს და წელს გასამართ კოპა ამერიკის ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს.
“თუ დუნგა ფიქრობს, რომ გუნდს გამოვადგები, მე დაბრუნებისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, კვლავ შემიძლია, რომ ნაკრებში ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობებითა და გამოცდილებით დავეხმარო, თუმცა “სელესაოში” გამოძახება ჩემზე არ არის დამოკიდებული”, – ციტირებს კაკას სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა წელს ჩილეში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით “პორტლენდ თიმბერსის” წინააღმდეგ ჩვენი დროით ნაშუაღამევს გამართულ მატჩში გოლი გაიტანა.
32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 85-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახდა. კაკა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. ეს მისთვის მეექვსე შეხვედრაში გატანილი მესამე გოლია.
“პორტლენდსა” და “ორლანდოს” შორის გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მადრიდის “რეალისა” და იტალიური “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ძირითადად ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვისთან ერთადაც მას უთამაშია.
მეკარე: ნელსონ დიდა;
მცველები: რობერტო კარლოსი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ;
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, ანდრეს ინიესტა;
თავდამსხმელები: რონალდინიო, რონალდო, კრიშტიანო რონალდუ;
9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში (MLS), “ორლანდო სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ნიუ იორკ სიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძლები მატჩის ბოლო წუთებამდე მარცხდებოდნენ, თუმცა 91-ე წუთზე, გამოცდილმა ბრაზილიელმა კაკამ ჯარიმა შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.
2007 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი კაკა ამერიკული “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, 32 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი აღნიშნულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “ორლანდო სიტი” ახალშექმნილი კლუბია და MLS-ში სადებიუტო სეზონი წელს ექნება.
32 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა “ოლრანდო სიტის” კაპიტანი იქნება. ცნობას მლს-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“კაკა მოედანზეც და გასახდელშიც ნამდვილი ლიდერია, რაც მან პირველივე დღეებში დაამტკიცა. ის სხვა მოთამაშეებისთვის ნამდვილი მაგალითია. ასე რომ, კაპიტნის არჩევა ბუნებრივად მოხდა” – განაცხადა “ორლანდოს” მწვრთნელმა ედიან ჰიტმა.
8 მარტს “ორლანდო სიტი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას მლს-ის კიდევ ერთ დებიუტანტ, “ნიუ-იორკ სიტისთან” გამართავს.