“მილანმა” “კალიარი” ბაკას გოლით დაამარცხა (ვიდეო)

8 იანვარს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მილანმა” “კალიარის” უმასპინძლა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათ მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა: 88-ე წუთზე კარლოს ბაკამ მოახერხა მეტოქის დამწუხრება და მისი გუნდისთვის სამი ქულის მოტანა.

19 ტურის შემდეგ მილანურ კლუბს 36 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება “კალიარის”, ამ კლუბმა 23 ქულა მოაგროვა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

 იხილეთ მიმოხილვა

“ემპოლიმ” “კალიარი” მჭედლიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

 

 

„იუვენტუსის“ მეკარე „კალიარიში“ გადადის

ტურინის „იუვენტუსის“ 38 წლის მეკარე მარკო სტორარი ზაფხულში „კალიარიში“ გადასვლას გეგმავს.

როგორც „ტუტომერკატოვები“ წერს, ორივე კლუბის ხელმძღვანელობა მარკოს ტრანსფერის თაობაზე უკვე შეთანხმდა. ოფიციალურად ვეტერანის გადასვლა მას შემდეგ უნდა დადასტურდეს, რაც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში „ფიორენტინას“ მეკარე ნეტო გადავა.

აღსანიშნავია, რომ სტორარის „კალიარიში“ აქამდეც უთამაშია – 2008 წელს ის სარდინიული კლუბის კარს იჯარით იცავდა.

“კალიარის” ფანები გუნდის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

“კალიარის” ტიფოზები გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ.

ფანებმა ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, კერძოდ – სახეში ხელი გაარტყეს.

ინციდენტი გუშინ დილით მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი საღამოს გახდა.

მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა დილის ვარჯიში გადადო, თუმცა ამის მიზეზი ცნობილი მოგვიანებით გახდა.

ფანების გულისწყრომა გუნდის არადამაჯერებელმა ასპარეზობამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ “კალიარის” 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიცია უკავია და მე-17 ადგილამდე რვა ქულა აშორებს.

 

“კალიარის” ფეხბურთელმა იგნასიო აბატე “დატროლა”

21 მარტს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბოლო გოლი 78-ე წუთზე, მილანელთა თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანიშნული პენალტი სადაო საკითხი გახდა, რადგან “კალიარის” ფეხბურთელმა თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “როსონერის” მარჯვენა მცველი Sky TV-ს ინტერვიუს აძლევდა, როცა კადრში “კალიარის” ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო ფერნანდო აველარი გამოჩნდა. აველარს ხელში მობილური ეჭირა, რომლის საშუალებითაც ის იმ ეპიზოდს აჩვენებდა, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა.

„მილანის“ „კურვა სუდი“ გულშემატკივრებს „კალიარისთან“ მატჩში ბოიკოტისკენ მოუწოდებს

„მილანის“ ულტრასებმა გულშემატკივრებს „კალიარისთან“ სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩზე პროტესტის ნიშნად სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

„ისინი სრულიად მარტონი უნდა დარჩნენ. ბოლო წლებში კლუბი ზუსტად ასე გვექცევა“, – ნათქვამია „კურვა სუდის“ მორიგ განცხადებაში.

ცნობისთვის, ამჟამად „როსონერი“ სატურნირო ცხრილის მეათე ადგილზე იმყოფება და, დიდი ალბათობით, ევროთასების აგრეშე მიმდინარე სეზონშიც დარჩება. ბოლო დროს ინფორმაცია კლუბის აქციების გაყიდვაზეც გავრცელდა, თუმცა კონკრეტულად ცნობილი ჯერ არაფერია.

„კალიარისთან“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

“კალიარიმ” ძოლა მოხსნა და ზემანი დაიბრუნა

იტალიური “კალიარის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯანფრანკო ძოლას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა.

მიზეზი ნათელია: “კალიარი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და გავარდნის კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ მხსნელის ფუნქცია კლუბმა ძოლას გასული წლის დეკემბრიდან დააკისრა, როდესაც ცნობილმა ფეხბურთელმა ამ პოსტზე ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი შეცვალა.

თუმცა, ძოლამ რთული მისიის შესრულება ვერ შეძლო. გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ “კალიარიმ” მთავარ მწვრთნელად კვლავ ზემანი დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ 67 წლის სპეციალისტის გარდა, სავარუადო მესაჭეთა შორის დელიო როსი, სერსე კოსმი, კლაუდიო რანიერი და გუნდის ყოფილი ფორვარდი დავიდ სუაზო განიხილებოდნენ.

მაურო იკარდიმ “კალიარის” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

23 თებერვალს, იტალიის სერია A-შ, “კალიარიმ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 68-ე წუთზე, “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ლამაზი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.


5 ფეხბურთელი ევროპაში, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა ევროპაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.

5. ალბინ ეკდალი (“კალიარი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 71-ჯერ

ITALY SOCCER SERIE A

4. ნაბილ ფეკირი
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

4

3. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

3

2. ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” / “ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 88-ჯერ

2

1. პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 99-ჯერ

1

ძენგამ კალიარის უარი საინტერესო ფორმით უთხრა

ზდენეკ ზემანის გათავისუფლების შემდეგ “კალიარის” მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარი კანდიდატი ვალტერ ძენგა გახდა.

სპეციალისტს 1,5-წლიანი კონტრაქტიც კი შესთავაზეს, თუმცა ძენგამ კლუბი უარით გაისტუმრა. ამის შესახებ კი “კალიარის” ხელმძღვანელობას ტვიტერის მეშვეობით გააგებინა.

“კალიარის” მენეჯმენტი კი ახალ თავკაცს ეძებს. ამჯერად მათ კანდიდატი ჯანფრანკო ძოლა იქნება.

“კალიარიმ” ზდენეკ ზემანი გაათავისუფლა

იტალიურმა “კალიარიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზდენეკ ზემანი გაათავისუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს, თუმცა დიდი ალბათობით, “კალიარის” თავკაცი ვალტერ ძენგა გახდება.

“მადლობას ვუხდით ზემანს და მის შტაბს გუნდში პროფესიონალიზმითა და ერთგულებით გაწეული სამუშაოსთვის”, – ნათქვამია “კალიარის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზდენეკ ზემანი “კალიარის” მიმდინარე წლის ივნისიდან თავკაცობდა.

გუნდს იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიცია უკავია.

 

,,ბებერმა ქალბატონმა” სტუმრად გამარჯვება მოიპოვა

ტურინის ,,იუვენტუსმა” სტუმრად სამი ქულა მოიპოვა. ,,სერია ა-ს” მე-16 ტურის მატჩი ,,ბებერიმა ქალბატონმა” სტუმრად ,,კალიარი” 1-3 დაამარცხა. ისინი ჩემპიონატს 39 ქულით ლიდერობენ.

მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე კარლოს ტევესმა გახსნა. 12 წუთში არტურო ვიდალმა ტურინელების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ნახევარი სტუმრების სასარგებლოდ, 0-2 დასრულდა.

მერე ნახევარში პირლოს გადაცემიტ ლორენტემ მატჩში მე-3 გოლი გაიტანა. თამაში საბოლოო შედეგი კი 65-ე წუთზე დაფიქსირდა, 1-3.