კარიკატურა: უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეორა (ფოტო)

7 იანვარს ინგლისის ასოციაციის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “რედინგი” მიიღო და მეტოქე, ანგარიშით, 4:0 გაანადგურა.

დაპირისპირებაში მე-7 წუთზე ანგარიში უეინ რუნიმ გახსნა. საგულისხმოა, რომ ინგლისელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი “წითელი ეშმაკების” რიგებში 249-ე აღმოჩნდა. რუნი ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა.

ომარ მომანიმ უეინის მიღწევა ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: როგორ ფორმაში წარსდგა ობამეიანგი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიაზე? (ფოტო)

6 იანვარს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საბოლოოდ, აღნიშნული პრიზი რიად მაჰრეზს ხვდა წილად, რომელმაც პრემიერ ლიგის მოგება გასულ სეზონში “ლესტერ სიტისთან:” ერთად მოახერხა.

საგულისხმოა, რომ მეორე ადგილზე გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა, რომელიც ძალიან უცნაურად ჩაცმული მივიდა დაჯილდოვებაზე. ეს ყველაფერი მაშინ, როცა სხვები ოფიციალურად იყვნენ გამოწყობილნი. ობამეიანგმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ბარგი დაეკარგა და, საბოლოოდ, ასე ჩაცმა მოუწია.

ომარ მომანიმ დაჯილდოვების ცერემონია ასე დაინახა

 

კარიკატურა: ფუტკარმა ალიმ კონტეს შეუჩერებელ მონსტრს უკბინა (ფოტო)

გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

კარიკატურა: ვენგერი, ჟირუ და სხვები მეოთხე ადგილს ზეიმობენ, რას აკეთებს სანჩესი? (ფოტო)

3 იანვარს, პრემიერ ლიგის მე-20 ტურში “ბორნმუთი” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა ამ უკანასკნელმა სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და ქულა გადაარჩინა (3-3). შეხვედრის ფრედ დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოლივიე ჟირუს, რომელმაც 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

დაპირისპირების შემდეგ “არსენალმა” სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ყველაფრისა, ჟირუ, ვენგერი და სხვები კმაყოფილნი იყვნენ შედეგით.

ომარ მომანის აზრით, სანჩესმა მეოთხე ადგილზე გადასვლის შემდეგ ასეთი რამ გააკეთა

 

 

კარიკატურა: ახალდაქორწინებული ტევესი ჩინეთში გაფრინდა (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი დაოჯახდა. დღეს კი “ბოკა ხუნიორსიდან” ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გადავიდა. 32 წლის სპორტსმენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. ტევესი წელიწადში 32 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ომარ მომანიმ ეს ყველაფერი ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები შობას გვილოცავენ! (ფოტო)

25 დეკემბერს შობას აღინიშნება. ამ დღესასწაულს მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები თავისებურად ულოცავენ კათოლიკეებს. ომარ მომანიმ ეს მილოცვა ასე წარმოგვიდგინა.

 

კარიკატურა: როგორ ფორმაში ითამაშებენ ფეხბურთს ბუფონი და იბრაჰიმოვიჩი უფრო დიდ ასაკში? (ფოტო)

ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას 40 წლამდე აგრძელებს. რაც შეეხება, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შვედმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას საყვარელი საქმის კეთება 50 წლამდე შეუძლია.

ომარ მომანიმ ხანდაზმული სპორტსმენები ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: 90-მილიონიანმა იგუაინმა “იუვენტუსს” ჯეკპოტი მოაგებინა!

17 დეკემბერს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და გონსალო იგუანის მიერ მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. “ბებერმა” ქალბატონმა ამ მოგებით მთელი შვიდი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან “რომას”.

ომარ მომანიმ 90-მილიონიანი იგუაინის მიერ გაკეთებული საქმე ასე შეაფასა

 

კარიკატურა: ფულიანი ოსკარი (ფოტო)

ვრცელდებოდა ინფორმაცა, რომ ჩინური “შანხაი” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელით, ოსკარით ინტერესდებოდა. უკვე რამდენიმე გამოცემამ დაადასტურა, რომ ბრაზილელი 2017 წლიდან აზიურ კლუბში იასპარეზებს და ხელფასის სახით რეკორდულ თანხას  – 400 000 ევრო კვირაში – მიიღებს. ჩინელები ნახევარმცველში 60 მილიონ ფუნტს იხდიან.

ომარ მომანიმ ასე წარმოგვიდგინა ფულიანი ოსკარი

 

 

 

კარიკატურა: რონალდუმ ოქროს ბურთი მოიგო (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურდ გახდა ცნობილი, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მეოთხე ოქროს ბურთი მოიგო.

ომარ მომანიმ ოპერატიულად, კარიკატურა შემოგვთავაზა

 

კარიკატურა: როგორ მოიქცა გვარდიოლა “ლესტერთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ? (ფოტო)

10 დეკემბერს პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში “ლესტერ სიტი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ჰეთრიკის შესრულება მოახერხა “მელიების” თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ.

ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის აზრით, მას შემდეგ, რაც ინგლისელმა შემტევმა “სიტის” გადაუარა, მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ასე მოიქცა.

იხილეთ ფოტო

 

კარიკატურა: ფელაინის დიდი შეცდომა (ფოტო)

4 დეკემბერს პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ევერტონს” დაუპირისპირდა. იბრაჰიმოვიჩმა “წითელი ეშმაკები” ეფექტური გოლით 42-ე წუთზე დააწინაურა. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ მოურინიოს შეგირდებს ეს მატჩი მინიმალური ანგარიშთ უნდა მოეგოთ, თუმცა 85-ე წუთზე ფელაინი შევიდა მოედანზე. მან შესვლიდან 4 წუთში უხეშად ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და “ევერტონს” პენალტის დარტყმის უფლება მისცა. საბოლოოდ, ლეიტონ ბეინსმა იგი გამოიყენა და შეხვედრაც, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ეს სიტუაცია ომარ მომანიმ ასე დაინახა