კარიკატურა: მესისა და რონალდუს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე

11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ მადრიდის “რეალი” “პსჟ”-ს, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.

ომარ მომანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: “ლივერპული” დღეს და წარსულში

მერსესაიდის “ლივერპულში” ბოლო წლებში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. გუნდს შეეცვალა, როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე ლიდერები.

ომარ მომანი ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ჯენარო გატუზო “მილანის” მწვრთნელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიურ გრანდს, “მილანს” სათავეში მისი ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა, ჯენარო გატუზო ჩაუდგება.

ომარ მომანი ასე ეხმაურება ამ ფაქტს.

 

კარიკატურა: იყიდება დამტვრეული გარეთ ბეილი

გარეთ ბეილი კვლავ ტრავმირებულია. მადრიდის “რეალის” შემტევმა ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე კუნთის დაზიანება მიიღო და ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. უელსელს, ფაქტობრვად, ერთი წელი გაუცდა.

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ ZEZO-ს კარიკატურას: “იყიდება დამტვრეული გარეთ ბეილი.”

 

 

კარიკატურა: არაბების ცვენა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეგვიპტემ, მოროკომ, ტუნისმა და საუდის არაბეთმა რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუნდიალზე ოთხი არაბული ქვეყანა იასპარეზებს.

ომარ მომანი აღნიშნულ ფაქტს ასე ეხმაურება.

 

კარიკატურა: კონტემ და მორატამ “მანჩესტერელთა” ჩემპიონობის იმედები დაწვეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ანგარიშზეა. ამ წაგების შემდეგ “მანჩესტერი” მის მთავარ მეტოქეს, “სიტის” რვა ქულით ჩამორჩა.

ომარ მომანის აზრით, კონტეს ტაქტიკამ და მორატას გოლმა “წითელი ეშმაკების” ჩემპიონობის იმედები დაასამარეს.

 

კარიკატურა: კონტემ მოურინიოს ავტობუსი დაამტვრია, ვენგერმა გვარდიოლას რაკეტას ვერაფერი უქნა

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა: “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “არსენალის” წინააღმდეგ. საბოლოოდ, ანტონიო კონტემ “ლურჯი ბიჭებით” ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” სძლია. ხოლო, არსენ ვენგერმა თავისი “ზარბაზნით” პეპ გვარდიოლას “რაკეტა” ვერ დაამარცხა.

ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გთავაზობთ

 

კარიკატურა: ევრა კარიერადასრულებულების ოთახში კანტონასთან მოხვდა

მარსელის “ოლიმპიკი”ორ ნოემბერს ევროპის ლიგაზე სტუმრად პორტუგალიურ “ვიტორიას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მატჩამდე ფრანგთა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ გახურების დროს, შეურაცხყოფის მიყენების გამო, ერთ-ერთ ფანს წიხლი ჩაარტყა. ამის შემდეგ, ევრა ხელმძღვანელობამ გუნდიდან გაუშვა. ასეთი ქმედება ჩვენ ერიკ კანტონასგანაც გვახსოვს.

ომარ მომანი 36 წლის სპორტსენსა და “მანჩესტერ იუანიტედის” ლეგენდაზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

 

კარიკატურა: ჰელოუინი ბუნდესლიგაში

დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა რელიგიურ დღესასწაულს, ჰელოვინს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, ამ დღეს ადამიანები სხვადასხვაგვარ კოსტუმს იცვამენ და ისე ზეიმობენ.

გთავაზობთ კარიკატურას: “ჰელოვინი ბუნდესლიგაში”

კარიკატურა: იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახებას მესი და მარადონა ვეღარ ეწინააღმდეგებიან

ლიონელ მესი და დიეგო არმანდო მარადონა წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში ეთამაშა. მაქსი ლოპესი, რომელსაც მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ცოლი მოპარა, “ბარსას” ლიდერის ახლო მეგობარია. ასევე, გვახსოვს, მარადონას განცხადებები იმის შესახებ, რომ იკარდის ეროვნულ გუნდში თამაში სამარცხვინო იქნებოდა.

მაურო საოცარ სეზონს ატარებს. მან სერია ა-ს ათ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გაიტანა. შედეგად, სექტემბრისა და ოქტომომბრის სამ ოფიციალურ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მაისურიც მოირგო.

ომარ მომანი აღნიშნულ სიტუაციას ასე ეხმაურება

 

კარიკატურა ჩემპიონთა ლიგაზე: ვინ გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა და ვინ იბრძვის 1/8 ფინალისთვის?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტური უკვე დასრულდა. ზოგი კლუბი, ფაქტობრივად, უკვე 1/8 ფინალშია. ზოგი კი ისევ იბრძვის ოთხეულიდან გასასვლელად და პლეი-ოფში მოსახვედრად.

ამასთან დაკავშირებით Bleacher report-ი კარიკატურას გვთავაზობს.

 

 

კარიკატურა: გვარდიოლამ პრემიერ ლიგა მოათვინიერა

პრემიერ ლიგის მერვე ტურში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” “სტოკ სიტი” ანგარიშით, 7-2 გაანადგიურა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ომარ მომანის აზრით, პეპმა, საბოლოოდ, მოათვინიერა ინგლისის ჩემპიონატი.