მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “რეალის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში, სადაც ის 2013-15 წლებში მუშაობდა.
“რეალთან” გასამართი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. მათ წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ამაღელვებელი უნდა იყოს.
ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებული ვართ და წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც ვაპირებთ. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია “რეალის” დამარცხება, რომელსაც ფანტასტიკური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ “რეალს” გერმანიაში არც ისე კარგად გამოსდის თამაში. გერმანიაში გამართული ბოლო 30 ვიზიტიდან, “ბლანკოსი” მხოლოდ 4-ში დარჩა გამარჯვებული, 19 კი დათმო.