გიჟური შეთავაზება “პსჟ”-სგან: ტევესს არგენტინაში დაბრუნებას გადააფიქრებინებენ

ფრანგული კლუბი “იუვენტუსის” შემტევს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს.

ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, სადაც “იუვენტუსი” ტრიპლეტთან ახლოსაა, გუნდის მთავარი შემოქმედი კარლოს ტევესი გახლდათ, რომელსაც ჯამში 29 გოლი დაუგროვდა.

არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2016 წელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, “ბოკა ხუნიორსში” თავისი სურვილით სურს დაბრუნება.

თუმცა, პრესის ცნობით, ტევესის გადაწყვეტილებით “პსჟ” იმედგაცრუებული დარჩა. საფრანგეთის ჩემპიონები კარლოსს გიჟურ შეთავაზების გაკეთებას უპირებენ, რის შემდეგაც გამოცდილ წინახაზელს წელიწადში 12 მილიონი ექნება.

31 წლის შემტევის გასაფორმებლად “ატლეტიკოც” იბრძვის. რა თქმა უნდა, “ლეიბები” ფრანგულ გუნდს ფინანსურად ვერ გაუწევენ კონკურენციას, მაგრამ ესპანურ კლუბს ის აქვს პრივილეგია, რომ მათ დიეგო სიმეონე წვრთნის.

„ატლეტიკო“ ტევესით დაინტერესდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას შემადგენლობის თავდამსხმელ კარლოს ტევესით გაძლიერება სურს, რის შესახებაც ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს თავისი მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მან აღნიშნა, რომ ევროპაში კარიერის გაგრძელებას, მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნება ურჩევნია.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 31 წლის ფორვარდმა 32 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა. საუკეთესო ბობმარდირის სტატუსამდე მას სულ ცოტა დააკლდა – ერთი გოლით ტევესს ლუკა ტონიმ და მაურო იკარდიმ აჯობეს.

ევრა: „საპასუხო მატჩს წინ თავდაჯერებულები ვართ“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა პატრის ევრამ მადრიდის „რეალთან“ მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რეალიგ“ წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. ჩემი თანაგუნდელებითა და სამწვრთნელო შტაბით ვამაყობ, შეხვედრისთვის ჩინებულად მოვემზადეთ.

ტევესი ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია, ის ძალიან ბეჯითად მუშაობს. მეორე მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ“, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.



ტევესი: „ჩემთვის მოგება მოულოდნელი არ იყო“

მადრიდის „რეალის“ კარში გოლის ავტორმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის განვლილი მატჩს მოგება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება სიურპრიზი არაა. შესაძლოა, ამას ჟურნალისტები არ ელოდებოდნენ, რომლებიც ფავორიტებად არ გვასახელებდნენ.

გუნდის მჯერა და ჩვენი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცი. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 12 წლის განმავლობაში არ გასულა, ამიტომაც ეს შემადგენლობა კლუბის ახალ ისტორიას წერს.

შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. ასეთ მეტოქესთან ნაკლები ზეწოლის შემთხვევაში, გოლის მიღება ადვილია“, – განაცხადა არგენტინელმა.

მაროტას აზრით, ტევესი „იუვენტუსში“ დარჩება

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა ვარაუდობს, რომ ზაფხულში კარლოს ტევესი კლუბს არ დატოვებს.

„ვიცი, რომ მის კარიერაში ბევრი ტრანსფერი იყო და კარლოსს სამშობლო ენატრება. თუმცა, ამ ეტაპზე მისი წასვლის წინაპირობა არ არსებობს. მოქმედი კონტრაქტი ჩვენ 2016 წლის ზაფხულამდე გვაკავშირებს“, – განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული მედია კარლოსის „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნების შესახებ ალაპარაკდა.

ტევესი “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდება, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ადრიან რუოკომ ეს უარყო. მან იქვე დაამატა, რომ 31 წლის თავდამსხმელს კარიერის დასრულება სწორედ სამშობლოში აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ეს 2016 წლამდე არ მოხდება.

“ტევესი კარიერას “ბოკა ხუნიორსში” დაასრულებს. სწორედ ასე სურს მას. ის არგენტინაში სახლს იშენებს, სადაც დაბრუნების შემდეგ იცხოვრებს. თუმცა, მას ისიც უნდა, რომ “იუვენტუსისთვის” ძალები არ დაზოგოს, რათა გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს. ტევესი “ბოკაში” მხოლოდ 2016 წელს დაბრუნდება”, – რუოკოს სიტყვები Sport Mediaset-მა გამოაქვეყნა.

 

ბუფონი, პირლო და ტევესი „პარმასთან“ არ ითამაშებენ

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის ნახევარმცველი ანდრეა პირლო და თავდამსხმელი კარლოს ტევესი ვერ მოხვდნენ. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასილიანო ალეგრიმ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ თავის დაზღვევა გადაწყვიტა.

მცირე ვირუსის გამო აუტსაიდერთან შეხვედრაში ტურინელებს ვერც მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დაეხმარება.

“პსჟ” ტევესს აკვირდება

არგენტინელი თავდამსხმელი შეიძლება, იტალიიდან საფრანგეთში გადაბარგდეს.

კარლოს ტევესს გუნდთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა მან გახანგრძლივებაზე უარი თქვა. არგენტინელს “ბოკა ხუნიორსს” უკავშირებენ.

თუმცა, პრესის ცნობით, “პსჟ” ზაფხულში ეზეკიელ ლავესის გაუშვებს და კარლოს ტევესს დაიმატებს.

საფრანგეთის ჩემპიონები მზად არიან, “ბებერ ქალბატონებს” 15 მილიონი გადაუხადონ.

კარლოს ტევესმა “ჯენოას” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

22 მარტს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე, ტურინელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გახსნა, მისი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა.



ტევესს პარიზში სურს

10 Sport-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, კარლოს ტევესი პსჟ-ში გადასვლითაა დაინტერესებული.

გამოცემა იუწყება, რომ კლუბებმა და მოთამაშის აგენტმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს. პარიზელებს მიანიშნეს, რომ არგენტინელი “იუვედან” ზაფხულში წავა.

ტევესის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 31 წლის შემტევმა განაცხადა, რომ “იუვენტუსთან” ხანგრძივი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.

პლატინის და ტევესის ტყუიპისცალი გოლები “რომას” კარში

მიშელ პლატინიმ და კარლოს ტევესმა სტადიო ოლიმპიკოზე “რომას” ტყუპისცალი გოლები 32 წლიანი სხვაობით გაუტანეს.

2015 წლის 3 მარტი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა 1-1 იუვენტუსი, კარლოს ტევესის გოლი (იხილეთ 1:30-დან)

1983 წლის 6 მარტი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა 1-2 იუვნეტუსი, მიშელ პლატინის გოლი

 

ტევესი: “მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს”

დორტმუნდის “ბორუსიას”(2-1) კარში პირველი გატანილი გოლის ავტორმა, კარლოს ტევესმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მოხარული ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. “ბორუსიამ” გოლის გატანა მხოლოდ ჩვენი შეცდომების ხარჯზე შეძლო,”-განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა Sky Sport Italia-თან ინტერვიუში.

“ამ ეტაპზე, წყვილს შორის გამარჯვებული გუნდის ვინაობა უცნობია. წინასწარ ამ დონის ტურნირებზე არასდროს არ უნდა ილაპარაკო, თუნდაც, 3-0 მოიგო”.

“მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს. ჩემი და მისი სათამაშო სტილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მისი ნაყოფიერი მუშაობა გუნდისთვის წარმატების მომტანია”.