ტევესი: „კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული მატჩით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თავისი გოლი „ბორუსიამ“ ჩვენი შეცდომის გამო გაგვიტანა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯამში, კარგად ვითამაშეთ.

ტურნირის ამ სტადიაზე პირველ მატჩს თუ 3:0-ს არ მოიგებ, გადაწყვეტილი არაფერი იქნება.

„ბორუსიას“ გოლის შემდეგ, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გვიჭირდა, თუმცა შემდგომ ყველაფერი დალაგდა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ტევესი სამშობლოში ბრუნდება?

არგენტინელი ჟურნალისტი მიგელ ფერნანდესი იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” გადავა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. ფერნანდესი აღნიშნავს, რომ არგენტინელ თავდამსხმელს “ბოკას” რიგებში თამაში 12 ან 19 ივლისს უკვე შეეძლება, როდესაც გუნდი შესაბამისად “კილმესს” და “კორდობას” დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კარლოს ტევესს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ტევესი პირლოს „ბოკა ხუნიორსში“ იწვევს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი თანაგუნდელ ანდრეა პირლოს არგენტინაში, კერძოდ კი „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლას სთავაზობს.

ტევესის მსგავსად, „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი ანდრეას 2016 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მას ტურინული კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის საშუალება ექნება.

შეგახნენებთ, რომ გასულ კვირას ტევესმა მშობლიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და „ბიანკონერისთან“ შეთანხმების გახანგრძლივება უარყო.

ტევესი: “იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის “ოქროს ბურთის” მოგება რთულია”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის და იტალიის სერია A-ში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით ძნელია “ოქროს ბურთის” მოგება.

“ოქროს ბურთის” მოგება რთულია, მით უფრო, თუ იტალიური ფეხბურთის თავისებურებას გავითვალისწინებთ. სერია A-ში იმდენი გოლი არ გადის, რამდენიც სხვა ლიგებში.

ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება ადვილი არ არის, თანაც ისეთ ლიგაში, რომელშიც ტაქტიკურ და ფიზიკურ მხარეს დიდი ყურადღება ექცევა. თუ მიჯრით მეოთხედაც გავხდებით ჩემპიონები, ეს ჩვენს ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ტევესი: „იგუიაინი ყოველთვის სახიფათოა“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი თვლის, რომ მისი თანამემამულე გონსალო იგუაინი, რომელიც „ნაპოლიში“ გამოდის, თავს კიდევ არაერთხელ გამოიჩენს.

ორშაბათს „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ ერთმანეთს იტალიის სუპერთასისთვის შეხვდებიან. მატჩი კატარის დედაქალაქ დოჰაში შედგება.

„სუპერთასი სერიოზული ტიტულია. დოჰაში პირველად ვარ. ჩემთვის, როგორც სამხრეთამერიკელისთვის, ასეთი მაღალი შენობების ხილვა მოულოდნელია.

რა თქმა უნდა, დაღლილობას ვგრძნობთ, თუმცა მოგებას მაინც შევეცდებით.

ნორმალურია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგუაინი დაიღალა. ამის მიუხედავად, იგი ყოველთვის ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ტევესმა.

ტევესმა მთელ ზურგზე ტატუ გაიკეთა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მთელ ზრუგზე ტატუ გაიკეთა.

„დიდი მადლობა ჩინებული ხელოვნებისთვის“, – დაწერა არგენტინელმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

Tevez Tattoo

ტევესი: “კარიერაში საუკეთესო სეზონს ვატარებ”

“იუვენტუსის” ფორვარდმა კარლოს ტევესმა “ლაციოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მშვენიერ კლუბში ვთამაშობ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ვცდილობ, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო. ჩემთვის ეს კარიერის საუკეთესო პერიოდია.

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნება შეიძლება, თუმცა ჯერ “მალმიოსთან” გვაქვს მოსაგები და მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის” – განაცხადა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელები შვედურ კლუბს 26 ნოემბერს ესტუმრებიან.

ვერონი : “ტევესი ”იუვენტუსში” საუკეთესოა”

ხუან სებასტიან ვერონს მიაჩნია, რომ კარლოს ტევესი ”იუვენტუსში” კარიერის მანძილზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

”მანჩესტერ უნაიტედში” თამაშისას მას კარგი სეზონი მაინც არ ჰქონდა. არგენტინელი თავს ბედნიერად უფრო ”იუვენტუსის” შემადგენლობაში გრძნობს. საერთოდ მიმაჩნია, რომ თუ გუნდში კარგად გრძნობ თავს, ფული შენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანია.”

ვერონს ასევე  ტევესის თანაგუნდელ, პოლ პოგბას შესახებაც ჰკითხეს: “რა თქმა უნდა, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი თამაშის სტილი არ მხიბლავს. მე მირჩევნია ვიდალი. ის მხოლოდდამხოლოდ კონცენტრირებულია გოლის გატანაზე. მაგრამ ერთიც პირლო ერთადერთი და არამიწიერი”.

იუვენტუსს ტევესთან გახანგრძლივება სურს

კარლოს ტევესის კონტრაქტი ტურინის “იუვენტუსთან” 2016 წლამდეა გათვლილი, ამიტომ კლუბში ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ფიქრობენ.

“ტევესთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. კონტრაქტის დასრულებამდე წელიწადნახევარია და თუ მას ჩვენთან დარჩენის სურვილი ექნება, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება” – განაცხადა “იუვეს” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.

სერიას მიმდინარე გათამაშებაში ფორვარდმა 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

 

კარლოს ტევესმა “პარმას” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

9 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი კარლოს ტევესმა გაიტანა.

მარტინო: “ტევესი ძირითადისთვის იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნებული კარლოს ტევესი ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად გონსალო იგუაინთან და სერხიო აგუეროსთან იბრძოლებს.

“ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგიით, ტევესს “მეცხრე ნომრის” პოზიციაზე მოვიაზრებთ. ის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იგუაინთან და აგუეროსთან იბრძოლებს. თუმცა, სამომავლოდ არც ორ ცენტრალურ შემტევზე გადასვლის ვარიანტს გამოვრიცხავთ” – განაცხადა მარტინომ.

არგენტინის ნაკრები 12 და 18 ნოემბერს, ხორვატიის და პორტუგალიის გუნდებთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს. მატჩები ლონდონსა და მანჩესტერში შედგება.

კარლოს ტევესი 2011 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ დაპირება შეასრულა — ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ეროვნულ გუნდში გამოძახებულია.

“ალბისელესტე” ნოემბრის თვეში ხორვატიისა (12 ნოემბერი) და პორტუგალიის (18 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ტევესი, რომელსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა, ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

არგენტინის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: რომერო (“სამპდორია”), კაბალიერო (“მანჩესტერ სიტი”), გუზმანი (“ტიგრესი”);

მცველები: ოტამენდი (“ვალენსია”), დემიჩელისი (“მანჩესტერ სიტი”), როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ფასიო (“ტოტენჰემი”), ფ. ფერნანდესი (“სუონსი”), გარაი (“ზენიტი”), რონკალია (“ჯენოა”), ანსალდი (“ატლეტიკო”);

ნახევარმცველები: მასკერანო (“ბარსელონა”), ბანეგა (“სევილია”), პერეირა (“იუვენტუსი”), ბილია (“ლაციო”), დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლამელა (“ტოტენჰემი”), პასტორე (“პარი სენ-ჟერმენი”), პერესი (“ბენფიკა”), გაიტანი (“ბენფიკა”);

თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), ტევესი (“იუვენტუსი”), იგუაინი (“ნაპოლი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).