ხუთ წელიწადში ენტონი 120 მილიონ დოლარს მიიღებს

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, ფორვარდი კარმელო ენტონი „ნიუ-იორკ ნიქსთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, 120 მილიონ დოლარს მიიღებს.

გამორიცხული არ არის, ენტონი მაქსიმალურ კონტრაქტზე (129 მილიონი დოლარი) ნაკლებზეც კი დათანხმდეს.

ოფიციალურად 30 წლის კალათბურთელი „ნიუ-იორკში“ დაბრუნება, სავარაუდოდ, დღეს დადასტურდება.

კარმელო ენტონიმ „ნიუ-იორკში“ დარჩენა გადაწყვიტა

კარმელო ენტონისთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, „ნიქსის“ ფორვარდმა თავის ამჟამინდელ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. ამ პერიოდში მელო 129 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

„იგი ნამდვილად ბევრს ფიქრობს, რადგან მის კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს. თუმცა კარმელოს ნიუ-იორკში დარჩენა სურს, რადგან ფილ ჯექსონის სჯერა“, – განაცხადა ენტონის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელმაც თავისი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ მელოსთან კონტრაქტის გაფორმება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთ კლუბს სურდა, რომელთა შორისაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „ჩიკაგო ბულზი“ გამოირჩეოდნენ.

„ლეიკერსი“ ლებრონისა და მელოს შეძენას გეგმავს?

ESPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ორი ვარსკვლავის დამატების სანაცვლოდ მეშვიდე დრაფტ-პიკსა და სტივ ნეშის კონტრაქტზე უარი თქვას.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ეს გამოუვა, შესაძლოა, მის რიგებში ერთდროულად კარმელო ენტონი და ლებრონ ჯეიმსი გადავიდნენ და სეზონში ხელფასის სახით 16 მილიონი დოლარი მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „ნიქსისა“ და „ჰიტის“ ლიდერებმა თავიანთ კლუბებთან კონტრაქტების გაგრძელება იუარეს – ორივე მათგანი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

„ჩიკაგოს“ ენტონის დამატების ყველაზე მეტი შანსი აქვს

აშშ-ს პრესა ვარაუდობს, რომ „ჩიკაგო ბულზს“ „ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარ ვარსკვლავთან კარმელო ენტონისთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „ხარები“ კარლოს ბუზერს გაუშვებენ, მის ხელფასზე გამოყოფილ თანხას კი, მელოს ანაზღეურებას დაუმატებენ. გარდა ამისა, კლუბი მზადაა, ტაჯ გიბსონი და კიდევ ერთი მოთამაშეც გაუშვას.

გამორიცხული არ არის, ჩიკაგოელებმა ენტონი ბუზერზე და დრაფტ-პიკის პირველ რაუნდზე გაცვალონ.

რონდო: „კარმელო ენტონის გადმოსვლის შემთხვევაში, უფრო გამიადვილდება“

„ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელი რაჟონ რონდო მიმდინარე ზაფხულში თავისი გუნდის შემადგენლობაში „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერის კარმელო ენტონის გადასვლას არ გამორიცხავს.

„შესაძლოა, იგი „ბოსტონში“ აღმოჩნდეს. არასდროს იცი, თუ რის გაკეთება შეუძლია დენი ეინჯს. თუმცა ყველაფერს საჯაროდ თქმა არ შემიძლია.

შემდეგ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა გვსურს. ქვედა პოზიციების დაკავება ჩვენს გეგმებში არ შედის. ვფიქრობ, დენის ბოლო წლებში გაკეთებულის გათვალისწინებით, კარგი შესაძლებლობები აქვს. ასე რომ, ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, კარმელო „ჩიკაგო ბულზში“ არ გადავა.

მოუხდება თუ არა მელო „სელტიკსს“? ყოველ წელს მე ლიგის მოგებისთვის ვიბრძვი. მელოსთან ერთად საქმე გამიადვილდება“, – განაცხადა რონდომ „ESPN Numbers Never Lie“-ს ეთერში.

ჰოვარდი: „მსურს, რომ კარმელო ენტონი „ჰიუსტონში“ გადავიდეს“

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კმაყოფილი იქნება, თუ „ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი მისი გუნდის რიგებში გადავა.

„კარმელოსთან პირადად არ მისაუბრია. ვიცი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო უნდა მისცენ. ჩემი აზრით, მას უბრალოდ გაქცევა უნდა. ამიტომაც, მისი გადმოყვანა კარგი იქნებოდა. მსურს, ჩემს თანაგუნდელებს შორის ისეთი ხალხი იყოს, რომლისთვისაც გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ჰოვარდმა „ნიუ-იორკ პოსტს“.

კარმელო ენტონის მომავალი უცნობია

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ჯილ ჯექსონი იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის და თავისუფალ აგენტებს არ შეურთდება. „ESPN New York“-ის ცნობით, 30 წლის ფორვარდი კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, მას თავისუფალ აგენტად გახდომა შეუძლია.

უახლოეს დღეებში „ნიქსის“ ხელმძღვანელობა ლოს-ანჯელესში თავად ენტონისა და მის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრას გუნდის ახალი თავკაცი დერეკ ფიშერი და კლუბის გენერალური მენეჯერი სტივ მილსიც დაესწრებიან.

სავარაუდოდ, ენტონის საბოლოო გადაწყვეტილება 23 ივნისამდე იქნება ცნობილი.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონიმ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდმა კარმელო ენტონიმ მომღერალ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კანადელი მუსიკოსი კალათბურთელის მეგობარია და იგი ბოლო ვარჯიშის დროს მოინახულა.

„ჯასტინის ნახვა გამიხარდა. მადლობა მას, რომ ჩემ მოსანახულებლად მოვიდა. ახლა კი დროა, მასთან ერთი ერთზე თამაში გავაგრძელო“, – დაწერა ენტონიმ თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბულსი“, „როკერსი“, „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ კარმელო ენტონისთვის იბრძოლებენ

ESPNNewYork.com-ის ინფორმაციით, „ჩიკაგო ბულსი“, „ჰიუსტონ როკეტსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ იმ კლუბებს შორის იქნებიან, რომლებიც უახლოეს ზაფხულში „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერის კარმელო ენტონის შეძენას შეეცდებიან.

ნიუ-იორკელთა ფორვარდი კონტრაქტში ბოლო სეზონზე უარის თქმას აპირებს და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადასვლას გეგმავს. თავად მოთამაშის თქმით, მას „ნიქსში“ დარჩენა სურს, თუმცა კლუბის ახალი პრეზიდენტისგან ფილ ჯექსონისგან იმის გარანტია სჭირდება, რომ საჩემპიონო გუნდს მიიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიმდინარე სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი კარმელო ენტონის მონაწილეობით (ვიდეო)

წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონში „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერის კარმელო ენტონის მონაწილეობით ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

ჯეი არ სმიტი: „მჯერა, რომ ენტონი „ნიქსში“ დარჩება“

„ნიუ-იორკის“ უკანახაზელი ჯეი არ სმიტი თვლის, რომ მისი მეგობარი კარმელო ენტონი „ნიქსში“ დარჩება.

„გულით მჯერა, რომ იგი ნიუ-იორკში იქნება. ყველაფერი მელოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. რაც არ უნდა იყოს, მეგობრებად სამუდამოდ დავრჩებით.

განვიცდი თუ არა იმას, რომ, შესაძლოა, ენტონისთან ერთ გუნდში ბოლო მატჩი ჩავატარე? არა, არც ისე“, – განუცხადა ჯეი არ სმიტმა „ESPN New York“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი ფილ ჯექსონის ინტერვიუმ გაახარა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი კლუბის ახალი პრეზიდენტის ფილ ჯექსონის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „მელოს“ შენარჩუნება კლუბის გეგმებში შედის.

„ვიმედოვნებდი, რომ „ნიქსი“ ჩემს დატოვებაზე იფიქრებდა. ნიუ-იორკიდან წასვლის სურვილზე ან მსგავს თემაზე არ მისაუბრია. ერთადერთი, რაც ვთქვი, იყო ის, რომ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავალ. ბედნიერი ვარ, რომ ჯექსონთან მუშაობის შესაძლებლობა გამიჩნდა“, – განუცხადა ენტონიმ „CBSSports“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი