ესპანური პრესის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ილკაი გიუნდოგანის მამა გასულ კვირას კატალონიის „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შეხვდა და დიდი ალბათობით, შესაძლო კონტრაქტის დეტალები განიხილა.
ცნობისთვის, ნახევარმცველის შეძენის სურვილი ასევე მადრიდის „რეალის“, ლონდონის „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებს აქვთ.
„ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი გერმანის ნაკრების წევრს 2015 წლამდე აკავშირებს. დორტმუნდულ კლუბში მისი ხელფასი კვირაში დაახლოებით 25 ათას ფუნტს შეადგენს.
ალექსანდრე მატევოსოვი