ამერიკის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

ამერიკის ნაკრების ხხელმძღვანელობამ ის 28 მოთამაშე დაასახელა,რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდში იასპარეზებს. ნაკრებში 14 ძველი და 14 ახალი მოთამაშეა. შემადგენლობა ჯერი კოლანჯელომ და მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კჟიჟევსკიმ აირჩიეს.

გუნდში შეყვანილია ახალი ტალანტები. წელს ნაკრებში გამოჩნდა “ატლანტას” სნაიპერი კაილ კორვერი, “კინგზის” მძიმეწონოსანი დემარკუს კაზინსი და გორდონ ჰეიუარდი.

კოლანჯელო და კრჟიჟევსკი აქედან 12-კაციან შემადგენლობას აირჩევენ , რომლებიც როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე,ასევე 2016 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

ძველი გუნდიდან კობის გარდა, არც უეიდი და კრის ბოში იქნება, თუმცა ისინიც ახალგაზრდებმა შეცვალეს.

შემადგენლობა კი ასეთია

ვეტერანები:

კარმელო ენტონი
ტაისონ ჩენდლერი
სტეფ კარი
ენტონი დეივისი
კევინ დურანტი
ჯეიმს ჰარდენი
დუაიტ ჰოვარდი
ანდრე იგუოდალა
ლებრონ ჯეიმსი
კევინ ლავი
კრის პოლი
დერიკ როუზი
რასელ უესბრუკი
დერონ უილიამსი

ახლები:

ლამარკუს ოლდრიჯი
ბრედლი ბილი
დემარკუს კაზინსი
ანდრე დრამონდი
კენეტ ფარიდი
პოლ ჯორჯი
ბლეიკ გრიფინი
გორდონ ჰეიუარდი
კაირი ირვინგი
კაილ კორვერი
დევიდ ლი
კავაი ლეონარდი
დემიენ ლილარდი
კლეი ტომპსონი

დურანტმა ოკლაჰომაში რესტორანი გახსნა

„თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა ოკლაჰომაში რესტორანი გახსნა, რომელიც „კეიდის სამხრეთის სამზარეულო“ დაარქვა.

ცნობილია, რომ სტანდარტული მენიუს ფასი 10 დოლარიდან 25 დოლარამდე იქნება. გარდა ამისა, რესტორანი კლიენტებს „ბოლერის მენიუსაც“ შესთავაზებს, რომელშიც მინიმუმ 50-დოლარიანი კერძები შევა.

Kd's SOUTHERN CUISINE
Menu

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „ტიტულზე ფიქრმა პრობლემები შემიქმნა“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა აღიარა, რომ ტიტულის მოგების სურვილის გამო მას არაერთი პრობლემა შეექმნა.
„გასულ სეზონში ასოციაციის მოგების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ზოგჯერ დაძინებასაც კი ვერ ვახერხებდი. გარდა ამისა, თანაგუნდელებს, მწვრთვნელებსა და მსაჯებს უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი. ვფიქრობდი, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარგად ვერ ვითამაშებდით, ტიტულის მოგების შანსებს დავკარგავდით“, – განაცხადა კევინმა.
„ახლა კი სხვანაირად ვიფიქრებ. რა თქმა უნდა, NBA-ს მოგება ახალ სეზონშიც მინდა, თუმცა, ამჯერად, ასე არ მოვიქცევი. ყველაფერს მშვიდად მივიღებ, რადგან წინაამღდეგ შემთხვევაში, კარგ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, – დაასრულა დურანტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „ჰიუსტონი? მომავალზე არ ვფიქრობ“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერი კევინ დურანტი ჯალენ როუზის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის ვარაუდით, 2016 წელს, როდესაც კევინს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდება, იგი „ჰიუსტონ როკეტსში“ გადავა, სადაც ამჟამად ჯეიმს ჰარდენი და დუაიტ ჰოვარდი თამაშობენ.

– როუზის ინტერვიუ თუ წაგიკითხავთ?

– რა თქმა უნდა

– რას ფიქრობთ ამის შესახებ?

– ამჟამად „თანდერში“ ვარ. დასამატებელი არაფერი მაქვს. მომავალზე არ ვფიქრობ, რადგან აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. წინასწარმეტყველი კი ნამდვილად არ ვარ. რაღა დავამატო? ეს როუზის აზრია. ვიცი, რომ ოკლაჰომაში გავაგრძელებ თამაშს, აქ ძალიან მომწონს

– როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხის განხილვა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება

– სამწუხაროდ, ასეა

– ამას როგორ უმკლავდებით?

– უბრალოდ, ვცდილობ, მომავალზე არ ვიფიქრო. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი პარტნიორები მიყვარს, მიყვარს ეს ქალაქი და მისი კლუბი. მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

ალექანდრე მატევოსოვი

დურანტი: „უეიდის გაბრაზება არ მინდოდა“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ მას „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელის დუეინ უეიდის გაბრაზება არ უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოთამაშეებმა ტვიტერზე იკამათეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტმა დაწერა, რომ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ათი მოთამაშის სიაში უეიდის ადგილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა უნდა დაიკავოს.

„ეს უბრალო წვრილმანია, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტია. ასოციაციაში ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები არიან, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ზოგი მათგანი კი უკვე ვარსკლავად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, დროა, ასეთ კალათბურთელებს მეტი ყურადღება მიექცეს. პატივს კი ყველას ვცემ, განსაკუთრებით უეიდს“, – განაცხადა დურანტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: ”როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ფორვარდის კევინ დურანტის აზრით, ”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელმა დერიკ როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2012/2013 წლების სეზონის გამოტოვება გადაწყვიტა. გარდ აამისა, კევინმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დერიკი კარგ ფორმაში იმყოფება.

”ამ მომენტისთვის, როუზი კარგად გამოიყურება. დერიკმა მთლიანი სეზონი გამოტოვა, თუმცა მას ეს გამოადგა. საზოგადოება მას ამის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განუცხადა ”დურანტულამ” ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეიდმა და დურანტმა ”ტვიტერზე” იკამათეს

”მაიამი ჰიტისა” და ”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ვარსკლავებს დუეინ უეიდსა და კევინ დურანტს სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რისი მიზეზით ჟურნალ  Sports Illustrated-ის მიერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ათი საუკეთესო მოთამაშის შედგენილი სია გახდა.

ყველაფერი კი CineSport-ის ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელშიც დურანტის ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, დურანტმა უკმაყოფილება გამოთქვა და დაწერა, რომ ჰარდენი ათ საუკეთესო კალათბურთელს შორის უნდა იყოს და სწორედ უეიდის ადგილი დაიკავოს. თავის მხვრივ, ”დურანტულას” პოსტს დუეინი სწრაფად გამოეხმაურა და კევინს ისტორიის პატივისცემა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”ყველაფერი მოედანზე უნდა დამიმტკიცო და არა ტვიტერზე”.

ალექსანდრე მატევოსოვი