პიკე: ”ფერგიუსონის არ მეშინოდა, მაგრამ როი კინი დღემდე მაშინებს”

”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხერარ პიკემ, რომელიც ახლა ”ბარსელონას” ღირსებას იცავს, როი კინთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

”ვერ ვიტყვი, რომ ფერგიუსონის მეშინოდა, მაგრამ როი კინი – ეს სულ სხვა საქმეა.”

”მახსოვს, ერთხელ გასახდელში, ჩემმა ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო. კინმა გაიგო ეს და ტელეფონის ძებნა დაიწყო, რომ გაერკვია ვისი ტელეფონი იყო. ასეთი იყო კინი.”

”გასულ სეზონში, ”სელტიკთან” თამაშის დროს, იგი თამაშის ექსპერტი იყო და სტადიონის გაზონზე შევნიშნე, რის გამოც სახეზე ხელი ავიფარე. ის დღემდე მაშინებს.”

”მაშინ 26 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც შემეშინდა.” – განაცხადა პიკემ.

პიკე: “საუკეთესო მცველთა სამეულში არ შევდივარ”

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე გამოტყდა, რომ დღესდღეობით თავს ისე დამაჯერებლად ვეღარ გრძნობს, როგორც ადრე.

“დღესდღეობით საუკეთესო მცველების სამეულშიც ვერ შევდივარ. გასული სეზონისა და ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით, თავს წამყვან მოთამაშეთა შორის ვერ ჩავთვლი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ფორმას დავიბრუნებ. მესმის, რომ “ბარსაში” თამაშისთვის აუცილებელია, საუკეთესო სამეულში შევდიოდე. ვიცი, ლუის ენრიკე ძველ დონეზე დამაბრუნებს”, – პიკეს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ვალდესმა პიკეს უხამსი ჟესტი უჩვენა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-6 ტურში, “ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადს” შორის გამართული მატჩის (4:1) მიმდინარეობისას, კატალონიელთა კიპერმა ვიქტორ ვალდესმა გუნდის მცველ ხერარ პიკეს უხამსი ჟესტი უჩვენა. ესპანელი მცველი მეკარეს ბურთს სთხოვდა, თუმცა ვალდესმა თანაგუნდელს გადაცემა არ გაუკეთა, რასაც პიკეს გაღიზიანება და გუნდის გოლკიპერის ჟესტი მოჰყვა. შეხვედრა სამშაბათს შედგა, თუმცა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტ-სივრცეში ახლახანს გავრცელდა.