ანჩელოტი: „გვარდიოლა „სიტიში“ იმისთვის მიიწვიეს, რომ მან გუნდს ახალი სტილი შესძინოს“

„ბაიერნის“ მოამვალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი წინამორბედის ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც გვარდიოლა „ბარსელონადან“ წავიდა, ბევრი ამბობდა, რომ „ბაიერნში“ მას გუნდისთვის ასეთივე სტილის მორგება ვერ გამოუვა, რადგან ამ გუნდში მესი არ თამაშობს. შედეგად, „ბაიერნი“ მაინც იგივე ფეხბურთს თამაშობდა. მოთამაშეები სხვები არიან, თუმცა სტილი იგივეა. მსგავსი რამ „მანჩესტერ სიტიშიც“ განმეორდება.

გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია, რადგან თავისი სტილით მას ძალიან ძლიერი გუნდის ჩამოყალუბება შეუძლია. ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ ხოსეპი იმიტომ გადმოიბირა, რომ მან გუნდს ახალი სახე, სტილი და კულტურა შესძინოს“, – თვლის ანჩელოტი.

აგუერო: „გვარდიოლა მოთამაშეებზე ზეწოლას მოახდენს“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო მომავალ მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელის.

„ვფიქობ, გვარდიოლა ის მწვრთნელია, რომელიც მოთამაშეებზე დიდ ზეწოლას მოახდენს, რაც გვჭირდება.

კლუბი ძლიერ ფეხბურთელებში ფულს ტყუილად არ აბანდებს, მწვრთნელის ფაქტორი კი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, პეპი კლუბს შეეჩვევა და გადაწყვეტს, როგორ ვითამაშებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სეზონისთვის მოვუმატოთ“, – ციტირებს აგუეროს „დეილი მეილი“.

გვარდიოლა: „ბარსელონა“ მაინც ევროპის საუკეთესო კლუბია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას აზრით, მისი ყოფილი გუნდი „ბარსელონა“ ევროპის საუკეთესო კლუბად რჩება.

„ახლაც ვფიქრობ, რომ „ბარსელონა“ ევროპის საუკეთესო კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა“, – ციტირებს გვარდიოლას „The Pep“-ი.

გვარდიოლა: „იუვენტუსი“ თავის შანსს დაელოდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის წინ პრესას გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინში გამართული პირველი შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.

„იუვეს“ ფეხბურთელთა ტრავმები? შესაძლოა, მანჯუკიჩის ნაცვლად ხვალ მორატამ ითამაშოს. მარკიზიო ასევე ვერ ითამაშებს, მაგრამ პირველ მატჩში ის ერნანესმა შეცვალა. კიელინის ტურინში არ უთამაშია, ასე რომ, ვფიქრობ, პირველ შეხვედრასთან შედარებით, ბევრი ცვლილება იქნება. მარკიზიოსთან ან მის გარეშე, „იუვენტუსი“ ძლიერი და სახიფათო მეტოქეა.

ტურინელები თავისი შანსის მოლოდინში იქნებიან. ისინი დაცვაში უფრო ძლიერები არიან, მაგრამ „იუვეს“ მწვავედ შეტევაც შეუძლია, რასაც გუნდი იტალიაში ამტკიცებს. პირველი მატჩის შემდეგ ალეგრის გუნდზე შთაბეჭდილება არ შემიცვლია. სინამდვილეში, ის უფრო ამაღლდა.

მთელი ევროპა ხვალინდელ მატჩს ნახავს, მაგრამ ჩემზე ეს არ მოქმედებს, პირიქით, ეს ფაქტი მახარებს.

რობენი? ჯერ არ ვიცი, ის ხვალ თამაშს შეძლებს თუ არა“, – ციტირებს გვარდიოლას „Football Italia“.

გვარდიოლა ნოიერის „სიტიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

„მანჩესტერ სიტის“ მომავალი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა უარყოფს, რომ მომავალ კლუბში „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის გადაყვანაზე ფიქრობს.

„თუ მას მოუნდება, შეუძლია, „ბაიერნის“ მეკარე მოამვალი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა ან ცხრა სეზონის განმავლობაში იყოს. იმედია, ის კარიერას აქ დაასრულებს“, – ციტირებს ესპანელს Goal.com-ი.

აქამდე გამოცემა „Daily Mirror“-ის ინფორმაციის თანახმად, გვარდიოლა ნოერის „სიტიში“ მოწვევას აპირებდა.

ალეგრი: „მე და გვარდიოლა ერთმანეთს ვგავართ“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მიუნხენის „ბაიერნთნა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„გვარდიოლათი აღფრთოვანებული ვარ. მისი „ბარსელონა“ უბრალოდ ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებდა. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, ორივე ნახევარდაცვის ცენტრში ვთამაშობდით და ნორმალური ტექნიკა გვქონდა.

ფეხბურთელი სტატუსით, ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, ფანტასტიკურია, რომ საშუალო დონის ფეხბურთელი ჩინებულ მწვრთნელად ყალიბდება.

მოახლოებული მატჩი? რა თქმა უნდა, მეტოქეს ვაკვირდებით, მაგრამ ამაზე 24 საათი ფიქრი შეუძლებელია“, – ციტირებს ალეგრის Goal.com-ი.

ბენიტესი: „გვარიდოლა „მანჩესტერ სიტისთან“ წარმატებას მიაღწევს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი „ბაიერნის“ ამჟამინდელი თავკაცის ხოსეპ გვარიდოლას შრომისმოყვარეობით მოხიბლულია.

„გვარდიოლა პირველად ის „ბარსლეონაში“ მუშაობის პერიოდში შემხვდა. მაშინ მოხიბლული დავრჩი. ეს დიდი ცოდნის მქონე ადამიანია. მესმის, რომ ის ძალიან მეთოდიურად მუშაობს. ის წარმატებას მაიღწევს, რადგან შრომისმოყვარეა. მასში ასევე მოგების დიდი სურვილია, გვარიდოლა ძალიან მოტივირებულია.

მისი „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობის ხილვა საინტერესო იქნება. პეპს ბურთთან კარგად მომუშავე მოთამაშეები მოსწონს. ვფიქრობ, ინგლისში გვარდიოლა წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს ბენიტესს Goal.com-ი.

გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს არ იყიდის – „Daily Star“

ზაფხულში ხოსეპ გვარდიოლა „მანესტერ სიტის“ მთავარი მწრვთნელის პოსტზე მანუელ პელეგრინის შეცვლის და, რა თქმა უნდა, თავისთვის ნაცნობი ფეხბურთელების გადაბირებაზეც იფიქრებს. თუმცა, როგორც „Daily Star“-ი იუწყება, გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობა გვარდიოლას იმის თაობაზე შეუთანხმდა, რომ ის თავის ახალ კლუბში მიუნხენური კლუბის მოთამაშეებს არ გადაიბრირებს.

გავრცელებული ცნობით, გვარდიოლას ახალ სამუშაო ადგილზე რობერტ ლევანდოვსკის ხილვა სურდა.

გვარდიოლა: „რამდენიმე მოთამაშემ წონაში მოიმატა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავის გუნდში ცუდი ატმოსფეროს შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

„სეზონის ამ ეტაპზე, ცუდი ატმოსფეროს დროს, ასეთი შედეგების ჩვენება რთულია. გუნდში კარგი ატმოსფეროა. რა თქმა უნდა, დასვენების დროს რამდენიმე ფეხბურთელმა წონაში მოიმატა, ამიტომ მათგან მეტი პროფესიონალიზმი მოვითხოვე. ჩემზე ზეწოლა საჭირო არაა. ეს ჩემი სამსახურია. ასეთ სტილში მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებ“, – ციტირებს გვარდიოლას „L’ Equipe“.

რობენი: „სამწუხაროა, რომ გვარდიოლა მიდის“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი წუხს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

„სამწუხაროა, რომ გვარდიოლა გუნდს ტოვებს. მისი მომავალი წასვლით გულდაწყვეტილი ვარ. ვნახოთ, ანჩელოტის თავკაცობით საქმეები როგორ გვექნება. ახალ მწვრთნელთან ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მოგვიწევს.

პეპის გადაწყვეტილების მიუხედავად, წინ კიდევ ნახევარი სეზონი გვაქვს და მისი ხელმძღვანელობით ბევრი ტიტულის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

დემიჩელისმა დაადასტურა, რომ ზაფხულში გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გახდება – „ВeIN Sports“

მომავალი სეზონისთვის მიუნხენის „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების ალბათობა უფრო მაღალი გახდა.

ამას „ВeIN Sports“-თან „ქალაქელთა“ მცველის მარტინ დემიჩელისის საუბარიც ადასტურებს. თურმე, დემიჩელისს გამოცემის რეპორტიორისთვის უთქვამს, რომ გვარდიოლასა და „სიტის“ ხელმძღვანელობის შეთანხმების შესახებ გაუგია. ამავდროულად, სათქმელია, რომ არგენტინელს თავისი წყარო არ დაუსახელებია.

გვარდიოლა „ბაიერნში“ ანჩელოტის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა

ბოლო დროს ევროპული პრესა მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთNელის პსოტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნის შესახებ წერს, რასაც გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გამოემხუაბრა.

„ნჩელოტი დიდებული მწვრთNელი და არაჩვეულებრივი ადამიანია. ეს ყვეალფერია, რისი თქმაც შემიძლია. კვირას „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შევხვდები. მათ ჩემი პოზიცია იციან, რადგან ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – განაცხადა გვარდიოლამ.