“ტორინოსთან” მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, “მილანის” თავკაცმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ყველას განუმარტა, რომ მომდევნო 3 მატჩი “მილანისთვის” გადამწყვეტი იქნება.
“მართლია ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა მთავარი იყო ის, რომ მოედანზე მატჩისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება გამოვაჩინეთ.
ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. თუკი სატურნირო ცხრილში პროგრესირება გვინდა, მაშინ ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო 3 მატჩში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა – პირველ რიგში კი ის, ვიმსახურებთ თუ არა უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნას” – განაცხადა “მილანის” თავკაცმა.
აქვე გეტყვით, რომ მეექვსე პოზიციაზე მყოფი “როსონერი” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით შემდეგ მატჩს 6 მარტს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდგომაც მილანელები “კიევოსა” და “ლაციოს” დაუპირისპირდებიან.