“დეპორტივო” კლარენს ზეედორფს არ უხანგრძლივებს

ესპანური “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოეს მომავალში კლარენს ზეედორფი დატოვებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

42 წლის სპეციალისტსა და “დეპორტივოს” შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიდმინარე წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავენ.

როგორც იცით, ჰოლანდიელი ზეედორფი “ლა-კორუნიელებს” სათავეში თებერვლის თვეში ჩაუდგა, თუმცა გუნდის ლა ლიგაში დატოვება ვერ შეძლო – “დეპორტივომ” სეზონი 18-ე ადგილზე დაასრულა.

ზეედორფი: “რონალდო საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია”

მადრიდის “რეალის”, “ინტერისა” და “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა, გულშემატკივართათვის ძალზედ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი – ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც ზეედორფს ოდესმე უთამაშია?

“რონალდო – ის სრულიად სხვა პლანეტიდან იყო. მე ის ჰოლანდიაში ვნახე, როდესაც არაფერი აწუხებდა და შეეძლო, 3 000 კილომეტრი ერთ საათში დაეფარა.

მას მაშინ უფრო ხშირად მაშინ ვხვდებოდი, როცა სხეული სრულად აღარ ემორჩილებოდა. თუმცა, ასეთ დროსაც კი, მას შეეძლო 10-ჯერ უფრო სწრაფად აღექვა სიტუაცია.

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც ასეა, თუ ფიზიკური კონდინციები ხელს არ გიწყობს, მხოლოდ ნიჭით წარმატების მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა ზეედორფმა.

კლარენს ზეედორფმა ცოტა ხნის წინ შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალისა” და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ზიდანის მეგობრებსა და “სენტ-ეტიენის” ლეგენდებს შორის ჩატარებულ საქველმოქმედო მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ზეედორფი “მილანს” სასამართლოში უჩივლებს?

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აპირებს, ვადამდე კონტრაქტის გაწვეტისთვის “როსონერის” სასამართლოში უჩივლოს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა “მილანი” მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჩაიბარა. მხარეებს შორის მაშინ ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს ზეედორფი კლუბის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ფილიპო ინძაგი დანიშნეს.

ზეედორფის ადვოკატი ტიციანო ტრეუ იმედოვნებს, რომ მხარეები მორიგებას მოახერხებენ, თუმც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში სარჩელი უკვე აფრინა.

 

კლარენს ზეედორფის უძლიერესი დარტყმა

8 ივნისს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, კლარენს ზეედორფმა გოლი უძლიერესი დარტყმით გაიტანა.

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, „მილანმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფი გაათავისუფლა.

„როსონერის“ თავკაცის თანამდებობაზე ფილიპო ინძაგი დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი მანამდე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას თავკაცობდა. აღნიშნულ პოსტზე ის 2012 წლიდან მუშაობდა. 40 წლის მწვრთნელი მოთამაშის რანგში „მილანის“ ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა. მან გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია A და ჩემპიონთა ლიგა. პიპომ კლუბის რიგებში ჩატარებულ 202 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.

მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.

„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

 

„მილანი“ ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ხუთ ივნისამდე დაადასტურებს

ცნობილი იტალიური გამოცემის „Corriere dello Sport“-ის ცნობით, „მილანის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დანიშვნას 3-5 ივნისს დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის მენეჯერებს გუნდის ამჟამინდელ თავკაცთან კლარენს ზეედორფთან კონტრაქტი ჯერჯერობიტ არ გაუწყვეტიათ.

„როსონერის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იურისტ ლეანდრო კანტამესას შეხვდა და აღნიშნული საკითხი დაწვრილებით განიხილა. სავარაუდოდ, კლუბი, ცდილობს, ისეთი ვარიანტი შეარჩიოს, რომლის წყალობითაც თანხის დაზოგვას შეძლებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზეედორფს “მილანში” დარჩენის შანსი აქვს

მილანური კლუბის ხელმძღვანელობას ზეედორფის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღია.

ვრცელდებოდა ხმები, რომ “მილანი” ზაფხულში გამოცდილი მწვრთნელის მოწვევას აპირებდა, თუმცა ეს ამბავი გადაწყვეტილი არ ყოფილა.

“ზეედორფის დანიშვნა შეცდომა არ ყოფილა. ვთვლით, რომ მას წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის ყველანაირი წინაპირობა აქვს.

სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ” – განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.

ზეედორფმა UEFA Pro-ს კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა UEFA Pro-ს კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო.

აქედან გამომდინარე, ჰოლანდიელ სპეიალისტს უმაღლეს დონეზე მუშაობის უფლება ყოველთვის ექნება.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი „მილანს“ სათავეში იანვარში ჩაუდგა, როდესაც „როსონერის“ ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გულიტი: „ზეედორფის სამუშაოს შეფასება ჯერჯერობით ადრეა“

„მილანის“ ექს-ფეხბურთელმა რუდ გულიტმა გულშემატკივარს კლარენს ზეედორფის მუშაობის შეფასებისგან ჯერჯერობით თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ზეედორფი გუნდში არც თუ ისე კარგ პერიოდში მივიდა. მას საკმარიი დრო არ ჰქონდა, რათა „როსონერისთვის“ თავისი სათამაშო ხედვა წარედგინა. ამიტომაც, მისი მუშაობის შეფასება ჯერჯერობით ადრეა. ვფიქრობ, დასკვნის გამოტანა მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და შეკრების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – თვლის გულიტი.

ალექსანდრე მატევოსოვი

სილვიო ბერლუსკონი: „ზეედორფი „მილანს“ შემდეგ სეზონშიც უთავკაცებს“

„მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ არც ისე დამაკმაყოფილებელი შედეგების მიუხედავად, კლარენს ზეედორფი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

„ეს საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. ზეედორფი გუნდის მწვრთნელი შემდეგ სეზონშიც იქნება. „მილანი“ ამჟამად ცუდად აწყობილი გუნდია“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

ცნობისთვის, ამ წუთისთვის „როსონერი“ 28 ტურის შემდეგ სერია ა-ში მე-11 ადგილს იკავებს. იტალიის თასის გათამაშებას შავ-წითლები 1/4 ფინალში გამოეთიშნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგას – 1/8 ფინალში.

აქამდე ევროპული პრესა ზეედორფის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს მოიაზრებდა, რომელთა შორისაც რობერტო დონადონი („პარმა“) და ფილიპო ინძაგი („მილანის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაცი) იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი ჰოლანდიელმა იანვარში ჩაიბარა.

ალექსანდრე მატევოსოვი