ანჩელოტი: „ისკო – ახალი ზეედორფია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის ნახვარმცველი ისკო კლარენს ზეედორფს შეადარა.

„ისკოს ჩემი მხრიდან ნდობა აქვს. წარსულში ზეედორფთან ვმუშაობდი, ნახევარმცველთან, რომელიც ანალოგიურ პოზიციაზე თამაშობდა. კლარენსი გუნდის შედეგისთვის ყველაფერს აკეთებდა და იგი „მილანის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. ისკომ ყველაფრის გაკეთება იცის, რისი გაკეთებაც თავის დროზე კლარენსს შეეძლო. სათქმელია, რომ ისკო 10 წლით უმცროსია იმ ზეედორფზე, რომელთან ერთადაც თავის დროზე მუშაობა მომიწია“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიაგო სილვა: “ზეედორფის ფანი ვარ”

“პსჟ”-ს ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ კლარენს ზეედორფის “მილანში” მოღვაწეობას თვალს ადევნებს. შეგახსენებთ, რომ სილვა და ზეედორფი რამდენიმე წლის წინ მილანური კლუბის ღირსებას ერთად იცავდნენ.

“ზეედორფის ფანი პირველ რიგში იმის გამო ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია. მას “მილანში” ბევრი რამის შეცვლა შეუძია. ზეედორფი შესანიშნავია მწვრთნელია, რომელსაც ზურგს საკმაოდ მაღალი ინტელექტი უმაგრებს” – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

ზეედორფი: „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია.

„ანგარიშის მიუხედავად, ჩემი გუნდის კარგ თამაშის აღვნიშნავდი. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენს ტემპში ვითამაშეთ და მოწინააღმდეგის ბევრი ძლიერი მხარე გავანეიტრალეთ. „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დავეხმარე, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ეპოვათ. მატჩამდე მე მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სწორ გზას ვადგავართ და „იუვენტუსის“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.

ვის შეუძლია „იუვენტუსის“ შეჩერება? ტანკს! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ შედეგებს აჩვენებს, კომპლიმენტებს იმსახურებს. კარლოს ტევესმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმც მას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

ელ შაარავი:მე მილანიდან არ წავალ

მილანის თავდამსხმელი სტეფან ელ შარავი, რომელიც წელს ტრავმებმა გააწამეს და მოედანზე გასული თითქმის არ გვინახავს აცხადებს რომ ის ‘როსონერიდან’ წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელი მზადაა, რომ ტრავმის მოშუშებას დაელოდოს. ეგვიპტელ ფეხბურთელს კლარენს ზეედორფის სამწვრთნელო შესაძლებლობებისაც ეიმედება.

შეგახსენებთ რომ მილანმა სტეფანი 2011 წლის ზაფხულში ჯენოადან €10 მილიონად შეიძინეს.

რობერტო კარლოსმა ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა. ბრაზილიელის თქმით, ზეედორფისგან მშვენიერი სპეციალისტი დადგება.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეედორფი გაიზრდება და მისგან შესანიშავი მწვრთნელი დადგება. მოედანზე ის ყოველთვის ლიდერი იყო, ფეხბურთს მიღმა მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

კაკამ მითხრა, რომ კლარენსს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მანამდეც ვიცოდი. ზეედორფს ყოველთვის შეეძლო, მის გარშემო კარგი ატმოსფერო შეექმნა, რაც არც მუშაობას უშლის ხელს და თან საქმეც იოლდება“, – კარლოსის სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ზეედორფმა კონტრაქტი გააფორმა

კლარენს ზეედორფმა “მილანთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შრომითი ხელშეკრულების ფინანსური მხარე კი უცნობია.

გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ზეედორფი დღეს საღამოს ჩაატარებს. “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელმა მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

„მილანს“ ზეედორფი ჩაიბარებს

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამის შესახებ თავად ზეედოფმა დღეს, რიო-დე-ჟანეიროში მოწყობილ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა. გარდა ამისა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებაც განაცხადა.

„მინდა განვაცხადო, რომ მოედანზე გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. „ბოტაფოგოში“ ყველას მადლობას ვუხდი. ეს გამოცდილება „მილანში“ მუშაობის პერიოდში დამეხმარება. გუშინ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დამირეკა და უარის თქმა ვერ გავბედე. ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ ვბუნდები“, – ზეედორფის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიცია უკავია.

ბექა დოგრაშვილი

ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

ზეედორფმა “ნაუტიკოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა

10 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “ნაუტიკომ” საკუთარ მოედანზე “ბოტაფოგო” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩში ერთ-ერთი გოლი ჰოლანდიელმა ვეტერანმა, კლარენს ზეედორფმა გაიტანა. 37 წლის ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.