იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის ნახევარმცველმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს, რომლის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია, მისი გამოძახება შეეძლება.

საგულისხმოა, რომ ტურემ 2016 წელს დატოვა ნაკრები. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა. მას უნდა, თავისი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კოლო ტურემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

„ლივერპულის“ მცველმა კოლო ტურემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 33 წლის ფეხბურთელმა კოტ დივუარის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოიგო.

„ჩემი ქვეყანა და განსაკუთრებით ფეხბურთი ძალიან მიყვარს, თუმცა წასვლის მომენტი ყოველთვის დგება“, – განაცხადა გამოცდილმა მცველმა.

ტურეს სანაკრებო დებიუტი 2000 წელს რუანდას ნაკრებთან შედგა. ეროვნული ნაკრების მაისურით კოლომ 112 მატჩი ჩაატარა.

დროგბამ საერთაშორისო კარიერა დაასრულა

„ჩელსის“ თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ 36 წლის ასაკში სანაკრებო აკრიერის დასრულება გადაწყვიტა.

კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში დიდიეს დებიუტი 2002 წლის სექტემბერს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში შედგა. 2003 წლის თებერვალს დროგბამ მშობლიური ნაკრების მაისურით პირვლეი გოლიც გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამში დროგბამ სამ მსოფლიო ჩემპიონატსა და აფრიკის თასის ორ ფინალში მიიღო მონაწილეობა, საერთაშორისო დონეზე მან თასების მოგება ვერ შეძლო.

საბერძნეთი 1/8-ფინალშია

სანტუშის შეგირდებმა 1/8-ფინალის საგზური მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოიპოვეს. 

C ჯგუფში ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა. ბერძნებსაც კი, რომლებსაც პირველ ორ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი, პლეი-ოფში მოხვედრის საკამოდ რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. მართალია, ყველაფერი სანტუშის გუნდს არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ელინებისთვის სასიკიეთოდ, ყველაფერი “გაწერილი” სცენარით წარიმართა. კოლუმბია იაპონელებს ადვილად ამარცხებდა და ბერძნებსაც მხოლოდ საკუთარი მატჩის მოგება რჩებოდათ, თუმცა ძლიერი კოტ დივუარის წინააღმდეგ ეს არც თუ ისე იოლი საქმე იყო.

ბერძნებმა საკუთარ დაცვით სტილს უღალატეს და პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდნენ. აფრიკელებმა კი, მოლოდინი ვერ გაამართეს… კოტ დივუარეთა “ოქროს თაობამ”, სადაც უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა თავმოყრილი, კვლავ შედეგის გარეშე ტოვებენ დიდ ტურნირს.

საბრი ლამუშის გუნდმა პირველი ტაიმი ჩააგდო და ბერძნებს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, გაცილებით ადღე გაინაღდებდნენ პლეი-ოფის საგზურს. სანტუშის შეგირდებმა ანგარიში ტიოტეს შეცდომის შემდეგ გახსნეს. სამარასმა სამარისს უპასა და ამ უკანაკსნელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ იცვლებოდა. აფრიკელთა კიპერი საკუთარი მცველები შეცდომებს ბოლო მომენტამდე ასწორებდა. კარაგუნისის შორიდან გასროლილი კი ხარიხამ მოიგერია. ამ დროს, კოტ დივუარელებმა მოულოდნელად გათანაბრება მოახერხეს. ჟერვინიოს პასის შემდეგ ვილფრედ ბონიმ ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გუნდის შედეგ სანტუშმა შეტევა გეკასით გააძლიერა და ბერძნებიც მთელი გუნდით წინ წავიდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი კოტ დივუარელთა სათამაშო დისციპლინის არქონამ. იმის მაგივრად, რომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირათ და შექმნილი მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ, ლამუშის შეგირდებმა დროის გაყვანა დაიწყეს, რის გამო დაისაჯნენ კიდეც.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში სამარისის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წეის. პენალტი თავად “დაზარალებულმა” შეასრულა და საბერძნეთი 1/8-ფინალში გაიყვანა.

საბერძნეთი 2-1 კოტ დივუარი

გოლები: სამარისი 42′ (1:0); ბონი 74′ (1:1); სამარასი 90+3 (2:1)

 

საბერძნეთი — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბერძენთა შემტევი იორღოს სამარასი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრის კომპენსირებულ დროში პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.

სამარასმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 30 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

საბერძნეთი – კოტ დივუარი 2:1

ანგარიში 42-ე წუთზე სამარისმა გახსნა და ბერძნებს შანსი გაუჩინა. თუმცა, აფრიკელებმა 74-ე წუთზე ბონი ვილფრედის გოლით გაათანაბრეს.

მატჩის ბედი და ჯგუფური პლეი-ოფის საგზურიც ბოლო წუთზე გადაწყდა. სამარასმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ბერძნები 1/8 ფინალში გაიყვანა.

პრევიუ: საბერძნეთი – კოტ დივუარი

ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა აფრიკელების პლეი-ოფში თამაშის ალბათობა გაცილებით დიდია. 

ბერძნებს 1/8-ფინალში გასასვლელად დიდი ანგარიშით სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, მათი ასპარეზობიდან გამომდინარე ამის შანსი ძალიან მცირეა. პირველ ორ ტურში ბერძნებმა გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხეს. შესაძლოა, სანტუშმა ცენტრფორვარდსი პოზიციაზე სამარასი დააყენოს. მიტროღლუმ და გეკასმა წინა შეხვედრებში მოლოდინი ვერ გაამართლეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროღლუს საკმაოდ ცოტა დრო მიეცა.

გამორიცხულია დისკვალიფიცირებული კაცურანისის თამაში, რომელსაც სავარაუდოდ კარაგუნისი შეცვლის.

დანაკლისი აფრიკელების ბანაკშიც არის. გამორიცხულია დისკვალიფიცირებული ზოკოროას თამაში. ოჯახური ტრაგედიის გამო, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ძმები იაია და კოლო ტურეები.

ჯგუფიდან გასასვლელად კოტ დივუარს შესაძლოა ფრეც ეყოს. დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში კი, აფრიკელებს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც კი უჩნდებათ.

საბერძნეთი – კოტ დივუარი

სავარაუდო შემადგენლობები:

საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი – სალპინგიდისი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, სამარასი – მიტროღლუ.

კოტ დივუარი: ბარი – ორიე, კ.ტურე, ბამბა, ბოკა – დიე, ტიოტე – კალუ, იაია ტურე, ჟერვინიო – დროგბა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Greece_Ivory-Coast_GEO

კოლუმბიამ პლეი-ოფი გაინაღდა

ხოსე პეკერმანის გუნდმა კოტ დივუართან გამარჯვებით პელი-ოფში გასვლა გაინაღდა. 

ამ გუნდების დაპირისპირება ჯგუფში დიდ მნიშვნელობას ატარებდა. შეხვედრა, განსაკუთრებით მისი მეორე ტაიმი, საკამაოდ სანახაობრივი გამოვიდა.

მწვრთნელებმა მოგებული მატჩების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები არ შეიტანეს. ლამუშიმ დროგბა კვლავ სათადარიგოებში დატოვა და მხოლოდ მეორე ნახევარში შეუშვა მოედანზე.

ორივე გუნდი ძლიერი შემტევებით არის ცნობილი. ამიტომ, მატჩის არც თუ ისე მხიარული დასაწყისი შესაძლოა გასაკვირი ყოფილიყო. თუცმა, გუნდეები უბრალოდ ფრთხილობნდნენ და მეტოქის შეცდომას ელოდნენ.

პირველ წუთებში ტერიტორიული უპირატესობა კოლუმბიელების მხარეს იყო. პეკერმანის გუნდი ბურთს კარგად აკონტროლებდა. თუმცა, შემდეგ მოედის ცენტრი აფრიკელებმა დაიკვაეს.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით შეხვედრის მეორე ნახევარმა მოლოდინი გაამართლა. გუნდებმა სწრაფი და აგრესიული თამაში შემოგვთავაზეს.

აფრიკელებმა ორი კარგი მომენტი შექმენს, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, რის გამოც მალევა დაისაჯნენ. კუადრადოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანდარიში როდრიგესმა გახსნა.

ზუსტად ექვს წუთში დიეს უხეში შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ კინტერო დარჩა, რომელმაც კოლუმბიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მალევე ჟერვინიომ კოტ დივუარი თამაშში დააბრუნდა. ფორვარდმა ფლანგზე სამი ფეხბურთელი მოატყუა და დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. გოლის შემდეგ აფრიკელებმი მასობრივად გადავიდნენ შეტევაზე. ორიე და ბოკა ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შემქნას. კარგი შანსი ჰქონდა კალუს, უხეში შეცდომა დაუშვა იეპესმა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

კოლუმბია 2-1 კოტ დივუარი

გოლები: როდრიგესი 64′ (1:0); კინტერო 70′ (2:0); ჟერვინიო 73′ (2:1)

კოლუმბია — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 64-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

„მონაკოში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 53 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

კოლუმბიამ კოტ დივუარი დაამარცხა

C ჯგუფის მეორე ტურის ლიდერების მატჩში კოლუმბიის ნაკრებმა კოტ დივუარის დამარცხება მოახერხა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა საინტერსო მეორე ნახევარი იხილეს.

ანგარიში 64-ე წუთზე როდრიგესმა გახსნა. ზუსტად 4 წუთში კოლუმბიელთა უპირატესობა ორბურთიანი შეცვლაზე შემოსულმა კინტერომ გახადა. მალევე ჟერვინიომ შესანიშნავი რეიდის შემდეგ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება აფრიკელებმა ვეღარ მოასწრეს.

პრევიუ: კოლუმბია – კოტ დივუარი

პირველი ტურში გამარჯვებული გუნდები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებენ. 

ჯგუფში, რომელშიც გამოკვეთილი ლიდერი არ არის ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გამარჯვების შემთხვევაში კოლუმბიაც და კოტ დივუარიც მომდევნო ეტაპზე თამაშს ფაქტობრივად ინაღდებენ.

კოლუმბიამ პირველ მატჩში ბერძნებს დამაჯერებლად სძლია და მათ კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ხოსე პეკერმანის გუნდს პირველ მატჩთან შედარებით, შემადგენლობის გაძლიერების საშუალებაც იქნება. გუნდს დიკვალიფიცირებული გუარინი უბრუნდება, რომელიც დიდი ალბათობით აგილარს შეცვლის.

შემადგენლობის შერჩევისას პირვლე მატჩი გარკვეული სიურპრიზები შემოგვთავაზა კოტ დივუარელთა მთავარმა მწვრთნელმა საბრი ლამუშიმ. ფრანგმა სპეციალისტმა სათადარიგოთა სკამზე კოლო ტურე და დიდიე დროგბა დატოვა. ასე რომ, კოლუმბიასთან კვალვ ბონის გამოჩენას უნდა ველოდოთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Columbia_cotDuvar_GEO

კოტ დივუარმა იაპონიას სძლია

С ჯგუფის მეორე შეხვედრა აფრიკის და აზიის წარმომადგენლებს შორის შედგა. კოტ დივუარის და იაპონიის ნაკრებებში მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

ანგარიში იაპონელებმა მე-16 წუთზე გახსნეს და მოპოვებული უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მეორე ნახევარში აფრიკელებმა ტემპს უმატეს, რაც შედეგზეც აისახა. კოტ დივუარელებმა ორწუთიან მონაკვეთში მოახერხეს გადამწყვეტი გოლების გატანა. 64-ე ბონი ვილფერდმა ანგარიში გაათანება. 66-ეზე კი ჟერვინიომ თავისიანები წინ გაიყვანა.

მოპოვებული უპირატესობო აფრიკელებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და პირველი სამი ქულის მოპოვებაც მოახერხეს.